წყევლა
ოთახში ვისხედით ორნი. ზედმეტად ბევრი სინათლე იყო იმ ოთახში ჩვენთვის. ზედმეტად ბევრი. ორივეს ჩვენ-ჩვენი ნევროზი გვიღებდა ბოლოს და მაშინ მივხვდი, რომ საკუთარი ნევროზის ატანა უფრო ადვილია, ვიდრე სხვისი ნევროზის ყურება. იჯდა ჩემ პირისპირ და არ სწამდა ღმერთის. არ ჰყავდა ღმერთი. და იყო ცოდვილი და იყო დამნაშავე და იყო მკვლელი თვითმკვლელი იყო სიგიჟე იყო შეცდომა იყო პანიკა კატასტროფა კატაკლიზმა ტერაქტი იყო სისაძაგლე იყო ჭუჭყი იყო ნაგავი იყო სიცრუე იყო შიში ჩემი შიში მას აღარ ჰქონდა არაფერი, რომ ჩასჭიდებოდა და მიკაწრავდა სხეულს ფრჩხილებით, რომ ჰქონოდა იმედი, რომ ჰქონოდა რაღაც, რომ დაეტოვებინა კვალი. ყვიროდა. სულის ამოხდომამდე ყვიროდა საშინელი, მდარე დუმილით და იყო მკვდარი, დიდი ხნის მკვდარი და სჭირდებოდა ხსნა, ჩემგან მოვლენილი ხსნა მისი ერთადერთი ხსნა კი იყო ნამდვილი წმინდა წმინდა არარსებულ ღმერთამდე წმინდა. მე კი ვიქეცი სასჯელად. ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ უღებდა ბოლოს საკუთარ თავს, ნერვ-ნერვ როგორ იგლეჯდა ყველაფერს და მასზე მეტად მე მტკიოდა. და მაინც, არაფერს ვაკეთებდი, არც კი ვსუნთქავდი ჩემს თვალებში არაფერი ჩანდა. ჩემი ხელები სულ ადვილად იკავებდნენ კანკალს. ჩემი თმები კი იზრდებოდა იმაზე ნელა, ვიდრე აქამდე. მე ის მიყვარდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.