ისევ გაწვიმდა . . .
ისევ გაწვიმდა - ჩამორეცხა თითქოს ცოდვები, ცოდვები მთელი სამყაროსი სულ სუფთად მოაქვს. მოაქვს ცრემლებად ზეციდან და მიწას ანარცხებს, ანთავისუფლებს ცოდვებისგან სულ ყველა მოყვასს. ისევ გაწვიმდა - ისევ აწვიმს გრძნობის გალავანს, როგორც ქუჩაში ისე სულშიც ქარია ცივი. ეხლა ისე ვარ ღიმილებსაც წვიმას გავატან და ავტირდები მეც წვიმისებრ მხოლოდ ეს ვიცი - ტკივილებისგან ძალა დაცლილ - ძლიერ დაზაფრულს, ვერც სიხარულის სონეტები ვერ მგვრიან ღიმილს. შემოგხედავ და უშენობით დაღლილ-დაქანცულ, შემოგაპარებ უშენობით შემოსილ ტირილს. ისევ გაწვიმდა - ჩამორეცხა ხალხის ცოდვები, მაგრამ შენს ცოდვებს ჩემს წინაშე ვერ შეწვდა წვიმა. ისე ყალბიხარ, როგორც ობოლ ბავშვის ღიმილი, რომელსაც თითქოს უდედობა სულაც არ სტკივა. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.