შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი!


28-08-2016, 04:27
ავტორი justabadass
ნანახია 1 443

28 აგვისტო, 2016 წელი, კვირა.
წერის დაწყების დრო:03:43

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ჩემს უბის წიგნკს მტვერიც კი დასდებია. ახლა ღამეა, ბნელი, ჩუმი და ბოროტი ღამე. ღამის ნიავი ქრის, მასავით ცივი და უხეში. მე აივანზე ვზივარ. პარკში ორი ძაღლია ერთი ძილშია დაკარგული, ხოლო მეორე თავმოღერებული დარაჯობს(?) მეგობარს. თონეში შუქი ანთია, მაგრამ არავინ ჩანს. არ მინდა ჩემები გავაღვიძო და შემდეგ ვუხსნა თუ რას ვწერ ამ შუაღამისას.
ვერ დავიძინე და ვიფიქრე უნდა დავცლილიყაი ამ ყველაფრისაგან.
ბევრი რამ მაწუხებს, მგრამ ჩემს ახლობელ ადამიანებს ვერფერს ვეტყვი. ისინი ვერ გამიგებენ, უფროსწორედ არც ეცდებინ ამას. მათთვის უცხო ჩემი აზროვნება. მე ცხოვრებისაგნ არ ველი კარგ სამსახურს, ქმარს ან შვილებს, არა! ეს ჩემთვის არაა.. ასეთ ცხოვრებაში მე ვერ ვიქნები ბედნიერი. მე ცხოვრებისაგან ბევრად მეტს ველი. რას? არვიცი. ალბათ დრო მიჩვენებს. მე მივაღწევ ბევრს.
მეშინია, ძალიან მეშინია. რისი? სიკვდილის. ჰო მე მთლად უშიშარი არ გახლავართ  და მე მარტო გველების არ მეშინია. 2 საათის უკან ცუდად გავხდი, უკვე მესამედ. ხელებმა უცნაური რხევა,კანკალი დაიწყო. მუცელში, მუცელში კი რაღაც უცნაური და ძალიან უსიამოვნო ვიგრძენი თითქოს ჩემს ჩაყლაპვას ცდილობდა. მეშინია, ძალიან მეშინია. რისი? იმის რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ გავა წლები და მე აღარავის ვემახსოვრები. ერთ-ერთი რიგითი ადამიანი ვიქნები, რომელი ამ ქვეყანას ტანჯვისთვის მოევლინა.
მე ვგრძნობ, რომ რაღაც უფრო დიდისთვის და მაშტაბურისათვის დავიბადე. მე სხვა მისია მაკისრია ამ დაწყევლილ ქვეყანაზე. ხან ვგრძნობ, რომ მე მე არ ვარ. ვიღაც უხცო შემომისახლდა და ჩემს სხეულში ადგილს მთხოვს დასამკვიდრებლად, გასაფურჩქნად და გაფურჩქნული უკვე ჩემს შევიწროებას დაიწყებს, სულ მალე კი ჩემგან აღარაფერი დარჩება. მე აღარ ვიქნები ცინიკოსი, შესანიშნავი იუმორის მქონე ადამიანი. არამედ ერთი დიდი ნეხვის გროვა, რომელიც წამდაუწუმ ქვითინებს. მე ასეთი არ ვარ.მე არასროს ვაჩვენებ ვინმეს სისუსტეს, მე ამოუცნობი ვარ, არავისთვის მიჩვეებია ჩემი ნამდვილი სახე. მეშინია რომ სწორედ ვერ გაიგებენ და შეეშინდებათ. მათი აზროვნება ხომ ჩემსას არ ჰგავს. ან რავიცი? იქნებ ისინიც, როდესაც თავიანთ ოთახში ფიქრებთან მარტო რჩებიან ჩემსავით ,,ფილოსოფოსობას’ იწყებენ და მე მაკრიტიკებენ  არ ვიცი, არც მაინტერესებს.
მე მეშინია, მეშინია იმის რომ რაღაც არ გამომივა. ძალიან ვნერვიულობ. კუჭიდან იწყება უსიამოვნო შეგრძნება შემდეგ საყლაპავ მილს მოუყვება და ჩემს ტვინს იკავებს, ორივე ახევარსფეროს, ყველაფერს შტანთქავს და ცუდად მხდის. მაშინებს, მტანჯავს... იქნებ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია?! არ ვიცი.
მ ე მ ე შ ი ნ ი ა. მეშინია რომ ოდესღაც ყველაფერი დასრულდება. მე არ მინდა სკოლის დამთავრება. მე არ მინდა გაზრდა. მე არ მინდა ჩემი უფლებების წართმევა, რომელნც მხოლოდ იმიტომ მაქვს, რომ ბავშვი ვარ.
მეშინია, რომ ეს ისევ გაგრძელდება. ისევ დაიწყებს ის ,,რაღაც’’ ჩემს შეშინებას და საბოლოოს ის გაიმარჯვებს! იქნებ საკმარისად ძლიერი არ აღმოვჩნდე? რა მომივა მერე?



№1  offline წევრი anamaria shekiladze

ვფიქრობ ჩემი ორეული ხარ ასაკით განსხავებული ორეული... მხოლოდ ღამე, ღამე არ მგონია ბოროტი, პირიქით, ისაა ჩემი სფერო, ჩემთვის ღამეა დღე...

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent