შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი, რასაც ხედავ შენი წარმოსახვაა, ყველაფერი, რასაც ხედავ ტყუილია.


6-08-2016, 18:19
ავტორი (t)ani
ნანახია 2 960

გათენდა,ყველაფერი ნაცრისფერია,უყურებ ადამიანებს,რომლებიც დაპროგრამებულნი არიან თითქოს და ვიღაცის ბრძანებას ასრულებენ,გაყინული სახეებით დააბიჯებენ ნაცრისფერ ქალაქში და უფრო ამძიმებენ ამ ფერდაკარგულ ქვეყანას.მიდიან სამსახურებში,სკოლებში,უნივერსიტეტებში რაც მათი ყოველდღიური ყოფააა,მაგრამ ამით სიამოვნებას ვერ იღებენ,პირიქით იმდენად ეზიზღებათ ეს ერთფეროვნება,რომ მათთვის ღიმილიც კი დიდი აფსურდია.თუმცა მეც ხომ მათი ნაწილი ვარ,ამ ნაცრიფერი ქვეყნის,ნაცრისფერი ქალაქის და ნაცრისფერი ადამიანების ნაწილი. ყველაფერი იმდენად მოჩვენებითია, რომ როდესაც ადამიანი იღიმის მგონია მიბრუნებისას დანას ჩამარტყავს ზურგში.მინდა ვიყვირო,ვიტირო და ყველას გავაგებინო,რომ გამოფხილდნენ,გაიღვიძონ..მაგრამ არა ჩუმად ვარ და მეც მათი ნაწილი ვხდები,არაფერს ვაკეთებ ალბათ იმიტომ,რომ მეშინია,დიახ მეშინია,რომ ვერ გაიგებენ,მეშინია რომ არც კი მომისმენენ,პირიქით ეს ნაცრიისფერი შავში გადაიზრდება.ახლა ვზივარ ვწერ მაგრამ არც ის ვიცი ამას რატომ ვაკეთებ,გვერდით ჩიქა ყავა მიდგას,ისიც შავია და როდესაც ვუყურებ საკუთარ თავს ვხედავ და ტკივილამდე მინდა,რომ ეს ამაზრზენი შავი ფერი თეთრმა მოიცვას,თვალებს ვხუჭავ იმ იმედით,რომ მგონია როდესაც თვალებს გავახელ უკეთესი რეალობა დამხვდება,მაგრამ არა..სულ უფრო და უფრო უარესი მხვდება როდესაც თვალებს ვახელ და ახლა უკვე მეშინია თვალების დახუჭვის,დიახ მეშინია,რომ როდესაც თვალებს გავახელ ყველაფერი არ ყავასავით შავი დამხვდება.უკვე ვცდილობ თვალები ფარდოდ გავახილო და ის სულ მცირედი ფერადი გადავმალო რაც შევინახე,რაც გადავარჩინე და გადავმალე.მუსიკა,დიახ მუსიკა მახსენებს,რომ ცოცხალი ვარ და უნდა გამოვფხიზლდე უნდა ავდგე,სახეზე წყალი შევისხა და ჩემს თავს ვუთრა,რომ ცოცხალი ვარ..დიახ მე ცოცხალი ვარ და მე შევძლებ საკუთარ თავს ის მცირე ფერადი დავუბრუნო რაც უმოქმედობისგან წავართვი. არვიცი რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი,ან სულაც ექნება თუარა აზრი ამ ყველაფერს.....ამ ნაცრისფერ ქვეყანაში,საცრისფერ ქალაქში და ნაცრისფერ ადამიანებში,ყველაფერი რასაც ვხედავ ჩემი წარმოსახვაა,ყველაფერი რასაც ვხედავ ტყუილია.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 


№2  offline წევრი Ruska Tsitskishvili

ძალიან ძალიან.. საყვარლობაა kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი SaBa123

Momewona tan dzalian!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent