შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრები მათთვის,ვინც ვერ წერს


31-08-2016, 01:12
ავტორი შო თა
ნანახია 1 979

ყურთასმენას მატარებლის ზუზუნის ხმა სწვდება.მას თან ერთვის იქიდან გამოსული ხალხის ყაყანი და კარების ჩხაკუნი.მერე ვაგონების ლიანდაგზე გასრიალება და ცოტა ხანში ეს ხმაც მიწყდება... მივეჩვიე ამ ყველაფერს.არც მაქვს სხვა გზა.... სხვა გზა არ არსებობს მეტროს მათხოვრისთვის.წინ დადებულ კონსერვის დაჟანგებულ ქილაში ხანდახან თუ ჩაიჩხრიალებს რაღაც.ხურდას ნახევარ საათში ერთხელ აგდებენ,ან,შეიძლება,ერთ საათშიც.... კედელზე თავი მაქვს მიყრდნობილი.ყინულლივით ცივია...ამასაც მივეჩვიე.სხვა გზა არ არსებობს მეტროს მათხოვრისთვის....“ცხოვრება წინაა“-დღეს ეს ფრაზა გავიგონე.არ ვიცი,ვინ თქვა,არც ის ვიცი,როგორ გამოიყურებოდა.ერთი ის ვიცი,ხმა ახალგაზრდა ქალისას მიუგავდა.ფეხის ნაბიჯის სიახლოვით ვიგრძენი,ხურდა როგორ ჩამიგდო.ჰო,ზოგისთვის შეიძლება წინაა,მათთვის,ვინც არაა მეტროს უსინათლო,პატარა მათხოვარი.... ამასაც მივეჩვიე.ზოგი შეიძლება სხვა რამეზე ოცნებობს,ყველას აქვს თავისი სურვილი.ზოგს ჩემი შურს,რადგან მე შემიძლია ხელ-ფეხის გამოყენება,მე კი მინდა,მათსავით დავინახო დღის სინათლე...რაც ასე აკლია ჩემს ცხოვრებას....თუმცა,იქნებ ასეა უეკთესი? იქნებ ყველაფერი იძირება ერთფეროვნებისა და ჩანთქმის მორევში და კარგიცაა ამ ყველაფერს რომ ვერ ვუყურებ?მათთვის ადვილია,წარმოიდგინონ სილამაზე,ისინი ხომ თავიანთ ცოლებს,შვილებს,დედებსა და მამებს უყურებენ;ხედავენ დილით ცაზე ამოცურებულ მზეს,თვალს აყოლებენ ლივლივა კრიალა ზღვას,რომელიც შორეთში ჰორიზონტს უერთდება....მე კი მხოლოდ ერთმა ვიღაცამ ამიღწერა,როგორია მზე....იქნებ სხვებს უნდა შურდეთ ჩემი? მე ხომ სილამაზეს გონების თვალით აღვიქვამ და არ მჭირდება,ამ ცნების გასაგებად სამყარო დავინახო? იქნებ ამისთვის ჩემი მეს შეცნობაც საკმარისია? და მაინც,რა მინდა მე?! არამგონია,ეს ფიქრები ვინმეს ადარდებდეს.ამასაც მივეჩვიე.სხვა გზა არც არსებობს მეტროს მათხოვრისთვის...როგორც ყოველთვის,დღესაც საღამოს ცხრა საათზე მომაკითხავს.დიდი ხანი არცაა,რაც გავიცანი.ის გადამყიდველია,ჭლექიანი საშუალო ასაკის მამაკაცი,რომელიც სადგურზე გაჩერებულ ხალხს ჩამოუვლის ხოლმე და ცდილობს,ერთჯერადი ხელსახოცები ვინმეს მიყიდოს....თითო შეკვრაში ოცდახუთ თეთრს იგებს,როგორც მითხრა.საღამოობით,როცა სადგური დაცარიელდება,მაკითხავს და აქედან სადღაც მივყავარ.ჩუმ ქუჩაზე გავდივართ და მიყრუებულ შუკაში ვწვებით,ის გაზეთებს მაძლევს გადასაფარებლად და ფუნთუშას-საჭმელად.ხან რაღაცეებზე ვსაუბრობთ,ხან ორივეს,გადაქანცულებს,ეგრევე გვეძინება.მერე მორიგი დღე იწყება და ახლიდან გვიწევს გაძლება.თუ ვერ გავუძლებთ?არამგონია,ეს ვინმეს ადარდებდეს.მივეჩვიე-სხვა გზა ხომ არც არსებობს მეტროს მათხოვრისთვის...ბრმა რომ არ ვიყო,დავწერდი ამ ყველაფერს,მაგრამ ფურცელი მალევე დაიკარგებოდა ან დაიხეოდა,ამ აზრებს კი ვერაფერი წაშლის გონების რვეულიდან,რომელიც თითოეულ სიტყვას იმახოსვრებს.ესაა ფიქრები....ფიქრები მათთვის,ვინც ვერ წერს...უბრალოდ იმიტომ,რომ ერთი მეტროს მათხოვარია და მისთვის სხვა გზა არც არსებობს.ჩემმა დამხმარემ მითხრა,მეტროში,ოდნავ შენგან მოშორებით,ერთი კაცია;არ ვიცი,საიდან,მაგრამ ანაფორა იშოვა,თმა-წვერი გაიზარდა და თავს ღვთის კაცად ასაღებსო;წინ შესაწირი უდგას და თავს ამით ირჩენს;არადა,ადრე ერთად ვყიდდით რაღაცეებსო.“მერე,შენც მოატყუე ხალხი“-ვურჩიე მე.“ისედაც ვატყუებ 10 თეთრში-მომიგო-ის კი ღმერთს ვერ მოატყუებს“. ღმერთს? მგონია,მას არ სცალია მეტროს უბრალო მათხოვრისთვის და სხვა დიდი საქმეებითაა დაკავებული.მაშინ,რატომ დუმდა,როცა მარტო ვეგდე დაკეტილ მეტროსადგურში,სველ,ნესტიან მეტლახზე;უსინათლო თვალებიდან ცრემლის მდინარე ჟონავდა...მე კი მხოლოდ იმას ვეუბნებოდი,ფული არ მინდა,უბრალოდ,გთხოვ,წამით მაინც დამანახე ღამის ცა და ვარსკვლავები-მეთქი....ჰაერი შეგუბებულია.წამოვიმართე.ჩხ! კიდევ ერთი ხურდა.ვინც ეს გააკეთა,ალბათ,უბრალოდ ფული ჩააგდო დ გაიარა.ის არ იცის,რომ იმ უსინათლო პატარა ბიჭსაც აქვს ნაირფერი შინაგანი სამყარო,ვისაც წინ ჩაუქროლა.იქნებ,სულაც ჩემი ტოლი გოგო იყო? იქნებ,შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო,რომ ერთმანეთს სხვა გარემოში შევხვედროდით? იქნებ ჩემიც გამხდარიყო. „ეს როგორ?-მკითხავდენენ-როგორ შეიძლება ის გიყვარდეს?თქვენ ხომ ორი განსხვავებული სამყაროდან ხართ? შენ ხომ მას ვერ ხედავ?“ „ჰო,მაგრამ მე მის გაშიშვლებულ სულს ვხედავ და ვიცი,რაც არის სილამაზე“-ვუპასუხებდი.არასდროს დამავიწყდება,ჩემმა დამხმარემ ერთხელ რაც მითხრა.შემოღამებულზე,ჩვეულებრივ,დასაძინებლად დავწექით,თუმცა არც ერთს არ გვეძინებოდა.უცებ ჩემკენ გადმოიხარა.უბრალოდ ვიგრძენი. -იცი,რა ლამაზია მზე...-ღრმად სუნთქავდა.ღამის ჰაერი ორივეს გვაგრილებდა -როგორია მაინც? -წარმოიდგინე საღამოს ცაზე შემოდებული წითელი,ელვარე ბურთი....რომელიც ნელ-ნელა შენს თვალწინ უფერულდება,თითქოს სადღაც ეჩქარებაო....გუშინ,სანამ მოგაკითხავდი,პირველად დავაკვირდი მას.არ მახსოვს,რამდენი ხანი ვუყურებდი,თუმცა იქამდე ვადევნებდი თვალს,სანამ შორეთში არ ჩაიკარგა.მივხვდი, სწორედ იმიტომ გამეღვიძა იმ დღეს,რომ დაისი მენახა;მივხვდი,რომც მოვმკვდარიყავი,სიცოცხლით სავსე დავტოვებდი აქაურობას.... აი,კიდევ დაიჩხაკუნა ხურდამ! უცებ ხელზე შეხება ვიგრძენი.ვიღაცამ წამომაყენა. -მე ვარ.დღეს ცუდი დღეა,ბევრი ვერაფერი ვიშოვნე.შენ?ოოო,ამით რამდენიმე ფუნთუშა მოგვივა. ტროტუარზე ფეხები მისრიალებს.ის ჩქარა მიდის და მეც მივყვები.ყურს სხვადასხვა ხმები სწვდება.გამყიდველები რაღაცაზე კამათობენ.ცოტაც და კარამელიან ფუნთუშას პირისკენ ვიტაცებ.... -აი,გამომართვი. სადღაც ჩამომაჯინა.ხის საზურგიან სკამს ჰგავს.მუცელში პირველი,გემრიელი და ცხელი ლუკმა ჩავიდა.მინდა იგივე ფიქრების ძაფს გავყვე,რომელიც არსად მიმექაჩება,თუმცა სულ სხვა რამეს ვფიქრობ..უკვე ვიცი,რომ ადამიანები ერთი და იგივე მოვლენაზე განსხვავებულად რეაგირებენ;უკვე ვიცი,რა გემრიელია შოკოლადიანი ორცხობილა;უკვე მივხვდი,რომ სილამაზე ისაა,როცა სხეულის ნაცვლად სულს შეიგრძნობ;როცა შენ გიჭირს და სხვასაც ეხმარები;ის ხომ მაინც ვიცი,რა ლამაზია მზე....უკვე ვიცი,რაც მინდა....მინდა იმაზე ვიფიქრო,რაც მაქვს,რადგან ზოგს ესეც არ გააჩნია...მინდა ვიფიქრო,რომ „ცხოვრება წინაა“...სწორედ ესაა ფიქრები ჩემნაირებისთვს,მათთვის,ვინც ვერ წერს.თუმცა,არავის ადარდებს ეს ფიქრები.ამას მივეჩვიე,სხვა გზა ხომ არც არსებობს მეტროს უბრალო,პატარა მათხოვრისთვის...



№1  offline წევრი Lizit

სიტყვები არ მყოფნის, სასწუალი გადმოცემის უნარი გაქვს და თემა რაზეც დაწერე უკვე მეტყველებს შენს პიროვნებაზე <3 <3 <3

 


№2  offline წევრი შო თა

დიდი მადლობა <3 <3 <3

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent