შენ ჩემს დემონებს შემახვედრე...
თვალებს ვახელ, წამოდგომა მინდა, თავი ისეთი მძიმეა თითქოს მთელი სამყარო ჩამომკიდეს კისერზე და ვერ ვწევ, ტელეფონს დავხედე, 1 სექტემბერი, შემოდგომის პირველი დღეა და მინდა მთელი ზაფხული უბრალო სიზმარი იყოს და უკვალოდ გაქრეს, ჩაიკარგოს მეხსიერებაში. გაღვიძებისთანავე მახსენდება ის, ვისაც უკვე 2 წელია ცხოვრება დავუკავშირე და ვისაც ყოველდღე ვხედავ, ვხვდები, ის ვინც ჩემს ცხოვრებას ფონად გასდევს, მახსენდება ნანგრევებად ქცეული ურთიერთობა რომლის გადარჩენასა და თავიდან აშენებას ვცილობ, მაგრამ რამდენად გამოვა არავინ იცის, არც მან, არც მე... ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა: "Apology accepted,Trust denied!". სამზარეულოში ჭიქას ვავსებ ცივი წყლით და დიდი ყლუპებით, სწრაფად ვსვამ, იმ იმედით, რომ ჩემი დარდიც ისევე მალე დაილევა და გაქრება როგორც წყალი ჭიქაში და წყლის სიცივე გონებასაც გამიყინავს და ვეღარაფერს ვიგრძნობ, მაგრამ არ მშველის! საშინელებაა როცა სიყვარულისა და სიძულვილის საზღვარზე დგახარ, ზუსტად ზოლზე და ნაბიჯს ვერ დგამ, ვერ წყვეტ რომელ მხარეს გინდა გადასვლა, ეს თან გწვავს და თან გყინავს. ამბობენ რომ სიყვარულს არაფერი სჯობს თუმცა, სიყვარული რომ ხილი იყოს, ახლა მასში 1 ცენტსაც არ გადავიხდიდი... ჩემს თავს კითხვას ვუსვამ: როდის გამოენასკვა ჩვენი უწყვეტი სიყვარულის ძაფში სიტყვა სიძულვილი?! პასუხი არ ვიცი, პასუხი არ მაქვს!... ვცდილობ ყურადღება გადავიტანო, ხელში ტელევიზორის პულტი შემრჩა, ათასი არხი და არაფერი ნორმალური, ტელევიზიაც ჩემსავით დაცარიელდა და გამოიფიტა. "დატოვე! დატოვე! მესმის ბებოს მომთხოვნი ტონი ერთ-ერთ არხზე გადართვისას, ბებიას დავემორჩილე. ინდური სერიალი... ათი ტერორისტი და 4 მძევალი, ათი პისტოლეტი ოთხ ადამიანზე, გაუთავებელი მუქარის ტექსტები და ათვლა ერთ-ერთი მძევლის საფეთქელთან, 1 წამიც და მძევალი მოკვდება მაგრამ... პოლიციელს რაღაც გაახსენდა, სწრაფად წაართვა პისტოლეტი ტერორისტს, ხელი დაავლო ძირს დაგდებულ ინჰალატორს და ტერორისტთა ათეულს მისი განადგურებით დაემუქრა... გამეცინა, არ მეგონა ესეთ ხასიათზე რამე თუ მაიც გამაცინებდა... იდიოტიზმის პიკმა გამაოცა, ხალხი უკვე მწერვალებს იპყობს! დავტოვე ბებო და მძევლად აყვანილი ინჰალატორი. ცუდია დიდობა, ადრე პირველ სექტემბერს ერთადერთი სადარდებელი მქონდა - დილით ადრე გაღვიძება, ეხლა კი უკვე დემონებს ვებრძვი, რომლებიც ჩემს სულს, თავსა და ცხოვრებას უხვად ეხვევიან და უფსკრულისკენ მიმათრევენ. კარგი იქნებოდა სკოლაში გატარებული თერთმეტი წლის მანძილზე, თუნდაც ერთი თვე მაინც დაეთმოთ ისეთი მნიშვნელოვანი რამის სწავლისთვის, როგორიცაა მაგალითად პატიება და ამ შემთხვევაში ერთი დემონი უკვე დამარცხებული მეყოლებოდა! ჩემს ერთ დემონს თავმოყვარეობა ჰქვია, მეორეს კი სიამაყე, მესამეს სიჯიუტე... როგორც ჩანს ძალიან ძნელია შენს დემონებს პირისპირ შეეფეთო და გაუმკლავდე, მაგრამ უნდა გადაწყვიტო ღირს კი დანებება? ან იქნებ გიღირს შეებრძოლო მათ იმის შესანარჩუნებლად, ვინც ამ დემონებთან შეგახვედრა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.