how to love
სიგიჟემდე სიყვარული ეს ალბათ სხვა არის, ეს უფრო ძლიერია. უფრო ფაქიზი და უფრო მტკივნეული. საოცარი გრძნობაა ძალზედ. ან პირიქით, ვისთვის როგორ. აი როცა გცივა, მაგრამ მისი ღიმილი ან თუნდაც სხვა რაიმე მისი გათბობს, როცა მისი ხმა ჟრუანტელს გგვრის. როცა მისი სურნელი მთელს სხეულს გიბრუებს, როცა გეშინია და უბრალოდ მისი ერთი სიტყვაც კი გამშვიდებს და შიშის საბაბს აღარც გაძლევს. როცა მასზე მთლიანად დამოკიდებული ხდება მიუხედავად შენი წინააღმდეგობისა. არა! რაღაც უფრო სხვა.. სხვისთვის სასაცილო,მაგრამ შენთვის ეს რაღაც ბანალურიც საკმაოდ ბევრი და ძვირფასია, მაგრამ როცა მისი ღირსი არ ხარ და თვლი რომ შენთან ბედნიერი ვერ იქნება საჭიროა გაუშვა. გაუშვა მაშინ როცა "ყურებამდე" ხარ შეყვარებული. მაშინ როდესაც მის გარეშე უბრლოდ არაფერი არ არსებობს და ყველაფერი უფერულია. როცა პრინციპული ხარ საკმაოდ, მაგრამ ვერ თმობ.ალბათ მართალია ხალხი რომელიც მსაყვედურობს, რომ გიყვარდეს პრინციპებს დათმობდიო, მაგრამ არა როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს მიყვარს და ყოველთვის ვუმტკიცებ ამას ყველას, და რა თქმა უნდა მას. აო თითქოს საჭირო იმ დონეზეა, როგორც საკვები, ჰაერი და წყალი იმისთვის რომ ვიარსებოთ. თითქოს შენში ჩქეფს სისხლის მაგივრად. როცა უბრალოდ მისით საზრდოობ. ნარკომანი არ ვარ, მაგრამ შეჩვევა იცის, მერე ვეღარ მოიშორებ თავიდან. გასნეულებს. სადღაც ზევით ღრუბლებში, ცაში აყავხარ, დიახ, გაგდებს უსასრულობაში. შეგიძლია იფრინო ზევიდან ქვევით და პირიქით, თან საკმაოდ ბედნიერმა. თითქოს ყოველდღე უფრო სხვა ხდება. იცი რომ ეს შენია და არ უნდა დაკარგო. შენთვის სიტყვა "ჩვენ" უკვე საკმაოდ დიდ აზრს იძენს. როცა გიყვარდება ზუსტად მანდ ჩერდება მთელი სამყარო. და მე რა ვქენი? გავუშვი ჩემგან, დიახ გავუშვი. მერე რა?! თქვენ გგონიათ ახლა ჩემთან არ არის? სულ ჩემთანაა. გულში არა! მთელს სხეულში. სიცოცხლესაც დავთმობდი, მაგრამ არაა მასე. ბევრი რამ უნდა გაიღო სიყვარულისთვის, ეტყობა არ ვიმსახურებდი ან უბრალოდ მზად არ ვიყავი თორემ ვინმემ რო მითხრას არ გიყვარდაო გეფიცებით ჩემი პატარა ხელებით დავახრჩობ. მართალი იყო ჩარკვიანი - დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს-. მაგრამ როცა ვერ ეწყობით ეს უკვე ძალიან დიდი ტრავმაა, როცა როცა გიყვარს ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გაღიზიანებს ფაქტები რომლებიც არის. ზოგადად ასე უნდა ხდებოდეს მისთვის კარგი უნდა გინდოდეს და ცდილობდე ბედნიერი იყოს სამწუხაროდ მე ესეც არ დამიმსახურებია მისგან. მე მაგის ბედიც არ მაქვს. კი, მე დღემდე მისი ღიმილი მკლავს, მე ისევ მასთან მინდა. ყველაფერი იცვლება, სიყვარული იარას ემსგავსება. სხვას არ უნდა ვუჯერებდეთ.მინდა რომ ხელი ჩავკიდო და ჩემს სამყაროში გადმოვიყვანო. მინდა რომ ერთად ჩავეფლოთ უსასრულობასში. რეალურად მისთვის სხვა ვიყავი სამწუხაროა, რომ ვერც დაინახა ჩემი ნამდვილი სახე. როდესღაც ალბათ მივალ მასთან, ეხლაც მივიდოდი, მაგრამ მეშინია. მეშინია მისი დაკარგვის როცა ვიცი რომ ჩემი უკვე აღარ არის. რა თქმა უნდა მალე სხვისი ერქმევა და ალბათ მეც სხვა მეყოლება, მაგრამ როგორი ღიმილითაც მე მიღიმოდა ისე ვერავის გაუღიმებს, მაგრამ ვერც ისე ატკენს ვერავის გულს როგორც მე მატკინა. ვერასდროს მიატოვებს ისე ცუდად ვერავის როგორც მე დამტოვა. ვერასდროს თხოვს ვინმეს დარჩენას, როცა თვითონ იქნება დამნაშავე. მას არ ვაბრალებ ყველაფერს რა თქმა უნდა. ჩემი ბრალია რო მინდოდა ყოველი ჩხუბის მერე უფრო ნათელ ფერებში დამენახა ყველაფერი მაშინ, როცა აზრი აღარ ქონდა არაფერს. როცა მენატრებოდა მონატრებას ვებრძოდი, როცა უიმისობა მტკიოდა არ ვიმჩნევდი. როცა მითხრა არც მყვარებიხარო- უფრო სწორედ იმდენად 'ვაჟკაცი' აღმოჩნდა ვერც მითხრა მომწერა. ხო არც მყვარებიხარო და მე არ მახსოვს იმის გარდა არაფერი რომ ტელეფონი დავაგადგე და საპირფარეშოში ელვის სიჩქარით გავიქეცი. კარი ჩავკეტე და იქვე ძირს დავემხე. მეორედ ვიტირე მაშინ მის გამო. გონზე რო მოვედი ანუ უკვე ჩემი გონება რო განათდა უკცე მუშტები მქონდა დასისხლიანებული. და ახლა? ახლა არაფერი მიყვარს ისევ, თურმე მოვუტყუებივარ და უბრალოდ ჩემს ჯინაზე უთქვამს, მაგრამ არა! მე ისე ძლიერ და იმ გრძნობით აღარ მიყვარს. მიუხედავად იმისა რო ყველანაირი გრძნობა წაართვა ერთი შეხედვით ძლიერ, მაგრამ რეალურად ძალიან სუსტ გოგონას თავი კაცი გონია. როგორ შემძულდეს როცა ჩემი ნათელი წერტილი იყო, როგორ შემზიზღდეს როცა პირველი სიყვარული იყო. ახლა ვუყურებ ამ იარებს მუშტებზე და მახსენდება როგორ მტკიოდა, მაგრამ იმდენად განადგურებული ვიყავი მემგონი არც კი მახსოვდა. ვუყუყრებ შრამებს და ვამაყობ ჩემი თავით რომ ისევ გავაგრძელე ცხოვრება და ისევ ნათელ ფერებშია ყველაფერი, რა თქმა უნდა ვერც კედელს ვავნებდი და ვერც მას იმ მომენტში და უბრალოდ ჩემს ვავნე, მაგრამ ზუსტად ეს ძვლამდე ჩასული ჭრილობები დამეხმარა გონზე მოსაგებად და ეს ხო მაინც ვერ იქნება იმის ნახევარიც რაც მაშინ ვიგრძენი. პ.ს დიდი ვერაფერი რა თქმა უნდა ეს ჩემს პირველ "სიყვარულს" რომ დავშორდი საბოლოოდ იქიდან 1წლის თავზეა დაწერილი:) ძაან ნუ გამაკრიტიკებთ ისედაც ერთადერთი რაღაც მაქვს სიყვარულზე დაწერილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.