ღამის ფილოსოფია
თუ შუა ღამეს „სპანჯბობის“ მუსიკა გაღვიძებს, ესე იგი რაღაც რიგზე ვერ არის. თუ გაეხვიე მარტოობის გულისამრევ საცეცებში, ესე იგი რაღაც რიგზე ვერ არის. თუ არსებობ, ესე იგი რაღაც რიგზე ვერ არის. მაინც რამდენმა ღამემ უნდა განვლოს, რომ ბაროკო სრულყოფილად დამეუფლოს მე და ამასთან ზარატუსტრას ფილოსოფიით მწვერვალებისკენ დავიწყო სვლა. მაინც რამდენი გამოღვიძებაა საჭირო ჩემი უცნობი მეგობრებისთვის, რომლებიც აუცილებლად შეწყვეტენ ჩემ დაინტრიგებას მთებზე მანათობელი ობიექტების მეშვეობით და წამიყვანენ შორეული გალაქტიკის შორეულ პლანეტაზე, სადაც არაფერია მწვანე მოლისა და მწუხარე მთვარის გარდა. მისმინეთ! მე მისმინეთ: მწუხარე მთვარის ბრწყინვალება, ელავს შორეული პლანეტის მოლზე, ვით ამ ღამეს, აწ გაყვითლებული ლამპიონები ჩემი სამფლობელოს ფანჯრებზე. ჩემი სამფლობელოდან გამომავალი მარტოობის მყრალი სუნი, მსოფლიოს ედემა. და თავად ეს სიმყრალეა მწუხარება; თავად ეს სიმყრალე ვარ მე; თავად ეს სიმყრალე ხართ თქვენ. უსათუოდ შესაძლებელია ახლა მე პარიზის წვიმიან ქუჩებში დავეხეტებოდე და გვერდს მიმშვენებდეს უზენაესი სინაზე და გამჭირვალება, როგორც ჩემი სიცოცხლეს მოწყურებული ეგო. შესაძლებელია მდინარის პირას ვიხლართებოდე სახრჩობელაში და აწ გაფერადებულ ვარიანტში შევციცინებდე უსასრულობას, ბუნების თავნება კანონებს და ზეცას, სადაც ყოველ საღამოს ღრუბლის ნაჭრებს აწითლებს მზის უკანასკნელი სხივები, ვით ჩრდილოეთის ციალი ელვარებს თოვლივით თეთრ თოვლზე. მზე დიდია, იმდენად დიდი, რომ მასზე პატარა, სხვა ვერაფერი წარმომიდგენია. ბავშვისთვის მზე არის მანათობელი სათამაშო, რომელიც ჩვენ სახატავ რვეულებში ნახევრად მოჩანს, ჩემთვის კი, ეს ზეცაზე მოგორავე ბურთი ის ციური სხეულია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ამოწურავს მთელ თავის ენერგიას, სივრცეში მაქსიმალურად შეიკუმშება და მისი სახით გაჩნდება არე სივრცეში, რომელიც დედამიწის დროით წამის მეასედში შეისრუტავს ასეთ მშვენიერ ირმის ნახტომს, მაგრამ მე ეს არ მადარდებს, რამეთუ ჩემი უცნობი მეგობრები იმ დროისთვის წამიყვანენ შორეული გალაქტიკის შორეულ პლანეტაზე, სადაც მწვანე მოლს გააბრწყინებს მთვარე და სადაც ვიქნები ღმერთი,რამეთუ იქ, ჩემს გარდა არავინ იარსებებს. სულ არავინ, მხოლოდ მე და მარტოობა, როგორც შიზოფრენიის მსხვერპლი თავის ეგოსთან. თუ გული ასე გამალებით გიცემს არავის მოლოდინში, ესე იგი ტერენტი გრანელი არ ხარ. თუ თუ სამყაროს ლამაზ ფერებში აღიქვავ, ესე იგი რაღაც რიგზე ვერ არის. თუ გასხივოსნებული აზიელი ხარ, ესე იგი ბუდა ხარ, თუ ებრაელი, – ქრისტე. მაინც რომელი ჯობია, იყო ქრისტე თუ იყო ბუდა?! ალბათ ამ ორიდან ორივე ხარ. ალბათ ჩვენ ვართ ქრისტე. ალბათ ჩვენ ვართ ბუდა. შენ ხარ ღმერთი, ან მე, რაც მეტად სავარაუდოა და ეს რომ რეალობა იყოს, რეალობა იქნებოდა არა სამყაროს უსასრულობა, არამედ უსასრულობა სიმკვრივესი. მიყვარს ბავშვები, რა იდიოტები არიან, ყველაფრის სჯერათ და სწორედ ამიტომ, ისინი ბედნიერები არიან იმდენად, რამდენადაც თავისუფლები. დიდება თქვენ, ჩემი ფანჯრის წინ მიმოფანტულო ბორცვებო და მთებო, დიდება თქვენ! დიდება ჩემ გამოღვიძებას, ვით მთებსა და ბორცვებს მიშტერება. და ჭეშმარიტება ვარ მე! მე მომისმინეთ, ღმერთს! რომელიც სრულყოფილად იაზრებს თავის უმნიშვნელობას უსასრულობასთან და სწორედ ამიტომ, მისმინეთ მე! ღმერთს, საკუთარი თავისა! კაცი, – ფათერაკებით სავსე, ბრძოლის უნარიანობით აღსავსე, რაიმეს დაპყრობის დაუძლეველი სურვილი, სიძლიერისა და სიჭკვიანის ეტალონი. ქალი, – მგრძნობიარეთა მგრძნობიარე არსებებს შორის, მელანქოლიური, უსაზღვრო სიძლიერესთან სისუსტის დაუძლეველი კომპლექსი, მშვენიერების ღმერთი უსასრულობაში, სიძლიერის, ვით კაცის დაპყრობის უნებლიედ განვითარებული შესაძლებლობა. ესე არს კაცი და ქალი, – კანონზომიერების პლიუსი და მინუსი, ბუნების ველური კანონი. და მე უფრო მეტი მინდა, როგორც დაუკმაყოფილებელ ლეშს, ზეციური გალაქტიკების მაძიებელს. თუ ღამის ოთხ საათზე გღვიძავს, მაშ ყველაზე საუკეთესო დროა ფანჯრიდან გადახტომისთვის. თუ ღამის ოთხი საათია, შეგიძლია დაარღვიო დიეტა. თუ ღამის ოთხი საათია, ესე იგი რაღაც რიგზე ვერ არის. არ არსებობს ღამის ოთხ საათზე ბინძური დრო. და მაინც, რა ჯანდაბად გაიჟღერა ღამის ოთხ საათზე „სპანჯბობის“ მუსიკამ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.