შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენთვის წერილია ედით...


9-09-2016, 14:02
ავტორი Shokoladi :D
ნანახია 1 888

თქვენთვის წერილია ედით...

“ ჩემო საყვარელო !
სანამ სინათლის სხივთა კონა, რომრლსაც ამ წერილს ვატან, შენამდე მოაღწევს , დედამიწაზე ალბათ კიდევ რამდენიმე ექსპედიცია მოივლის წარსულს . ამას იმიტომ გეუბნები, რომ მე ჯერ კიდევ მაქვს დრო განგსაჯო შენ, მიუხედავად იმისა ,რომ მე ამ საკითხში უუფლებო ვარ.
შენ იცი ვინ ხარ ჩემთვის? გოგო რომელიც ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო . ადამიანი რომელიც იბრძოდა და სწორედ ეს მომწონდა საოცრად მასში. ლამაზი, თხელი, სიფრიფანა, დაუცველი და ამავდროულად მებრძოლი, გულადი , და საოცრად ძლიერი ადამიანი. გოგო რომელსაც ეტლი არ აშინებდა. ადამიანი რომელიც იმ დროისთვის სილამაზის ეტალონი იყო. თავისი თლილი თითებით, მზესავით მოკაშკაშე თვალებით და თოვლივით სპეტაკი კანით. და ვინღა ვარ მეე? მოზარდი გოგო რომელიც მალევე გაიზარდა , თინეიჯერობისას ბიჭს წიგნი არჩია და ზოგისთვის დასაცინიც კი გახდა.მე ვარ გოგო რომელმაც 13 წლის ასაკში უაზროდ სიცილი შეწყვიტა და ფიქრი დაიწყო. ხოო, მეც შენ გგავარ, მაგრამ არა იმიტომ ,რომ გბაძავდი . სულაც არა. ამ პერიოდში საერთოდ არ გიცნობდი შენ . მეც გოგო ვარ რომელსაც შენსავით , არ ყოლია მეგობარი, არ ურბენია წვიამაში და არც თოვლში უგუნდავია .მეც შენსავით მხოლოდ ფანჯრიდან ვუცქერდი წვიმას და თოვას . პირველი არ იყავი ვინც იმედები გამიცრუა, თუმცა შენგანაც იმედგაცრუებას აღარ მოველიდი . მეც ვწერდი თუმცა იციი? წერა შევწყვიტე. ვერ დავუშვებ რომ ვიღაცას მეც ისე ვატკინო როგორც მეტკინა მე. ცოტა რომ მოგეცადა , სულ რამოდენიმე დღე შენ სამუდამოდ ბედნიერი იქნებოდი . არ მესმის მხოლოდ სიყვარულისთვის ,როგორ გადადგი ეს ნაბიჯი. შენ ხომ იმედი მაინც გქონდა , იმედი გავლისა, თუმცა როცა ეხლა ვზივარ და შენთვის გასაგზავნად განკუთვნილ წერილს ვწერ, მე კიდევ ვტირი. მტკივა.გამიგია ცრემლები სულის სარკეაო. მინდა რომ მოხვიდე და თვალებში ჩამხედო იქნებ შენ მაინც დაინახო შიგნით სითბო. სითბო რომელსაც ვეღარავინ ამჩნევს. რას არ მივცემდი რომ გახუნებული წიგნის ფურცლიდან როგორც გალიიდან გამოქცეული მტრედი ისე ამოფრენილიყავი და სამუდამოდ დაგედო ბინა ჩემთან. ალბათ ერთადერთი იქნებოდი ვინც გამიძლებდა მე . ემოციურ და ალბათ ზოგისთვის შეშლილ გოგოს რომელსაც გარეთ ბოდიალს სახში ჯდომა წერა, კითხვა და ჩაის დალევა ურჩევნია.მე მტკივა რადგან ვიცი , როდესაც შენზე ფიქრს დავიწყებ , აუცილებლად გამახსენდება ,როგორ დაასრულე სიცოცხლე.
და აი ეხლა როდესაც ერთ უბრალო კაფეში ვზივარ სადაც წესივრად შეღებილი კედლებიც კი არ არის მე მინდა იმ ლეინტენანტს პირადად ვუთხრა რამდენად არაკაცია . თუმცა რომ გცოდნოდა მასაც უყვარდი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.ის შენთვის იტყუებოდა.ტყუილი იმედი ჩაგინერგა თუმცა არ ვამტყუნებ შენ წამით მაინც ხომ გაბედნიერდი? თუმცა შენ ტკბილ ტყუილს უსიყვარულოდ, მწარე სიმართლე გერჩია შენს მეორე ნახევართან ერთად . მაგრამ მიეზღვებათ აუცილებლად მიეზღვებათ პატარა დაუცველი არსების გრძნობებით ,რომ ითამაშეს. ტყუილი ხომ ყველაზე დიდი ცოდვაა რასაც თითქმის ყველა მეორე სჩადის.
უკვე მოუტანიათ ჩემი შეკვეთა როგორც ყოველთვის ინგლისური ჩაი .თუმცა წერით ისე ვიყავი გართული,რომ მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი იმ სათნო თვალების მქონე გოგოსთვის რომელიც გაკვირვებული მიმზერს.ალბათ მასაც ვგონივარ გიჟი.სასაცილოა აბა რა ... ვზივარ და უაზროდ მივშტერებივარ კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს რომელიც რაღაც გარდატეხას ახდენს ჩემში და მამაშენი მახსენდება .მამაშენისთვის მაინც არ უნდა გეტკინა , ეგოისტურად მოიქეცი. ბოლოს და ბოლოს კაცი შენზე ზრუნვით გაჭაღარავდა. თეთრი ფერი შეეპარა თმას და წვერს . ჟანგისფერი ლაქები კი მის სახესა და ხელებს. თუმცა ეს სულიერ ტკივილთან შედარებით არაფერია. ხომ გქონდა იმედი , ხომ გქონდა არააა. რა საჭირო იყო სიცოცხლის მოსწრაფება , როცა სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა . რაც არ უნდა იყოს ყველას მოაკითხავს სიკვდილი. მე იმედს არ ვკარგავ და ვიცი რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს ,იქ ზემოთ ზეციურ სასუფეველში. მე მწამს ,რომ სულიერი ცხოვრება არსებობს. ოღონდ არა ყველასთვის ნათელი და კარგი. ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა . ადამიანებს ვინც ცხოვრების მანძილზე სწორედ იარა და გზა არ გამრუდებია მშვიდი ცხოვრება ელის იქ მაღლა, ღმერთთან. ხოლო ვიც ცუდად იცხოვრა მისი ცოდვები თვითონვე დაუბრუნდება მას ...მინდა მეც მიცნობდე,მე ხომ ასე კარგად ჩავწვდი შენს პიროვნებას . იცი(?)მე ერთი უინტერესო გოგო ვარ . ზედმეტად ცხვირჩამოშვებულ საზოგადოებასთან მოკამათე და განსხვავებული აზროვნების ბავშვი რის გამოც ხალხი გიჟად მთვლის. თუმცა რა გასაკვირია მე ხომ „სულით ხელოვანი“ ვარ . ხომ იცი ხელოვანებს ცოტა გადახრები გვაქ . ეს ხალხის თქმით მე კი პირიქით ვფიქრობ. ნეტავ რას ვფიქრობდი ამდენს რომ უკვე მზემაც კი იწყო ჩასვლა? არ ვიცი მაგრამ ერთს კიი ვგრძნობ ჩემი ოპტიმიზმი მზესთან ერთად ჩადის მე ხომ დაღამებასთან ერთად მივდივარ, მივდივარ იქ სადაც ცა და დედამიწა უერთდება ერთმანეთს სადაც არ არის ცრემლი, შურისგან გასიებული ხალის უაზრო ბრბო და ტკივილი რომელიც გვიუფერულებს ცოვრების იმ მცირე წუთებს რომელიც ალბათ ყველაზე კარგად უნდა გვახსოვდეს დარჩენილი ცხოვრება. მე კი იმედი მაქვს რომ ეს უკანასკნელი საფოსტო მტრედი რომელსაც ფეხზე გამობმულ წერილს ვატან, შენს სარკმელში შემოფრინდება და სამუდამოდ შენთან დაიდებს ბინას . ხო ხო ვიცი რო შენ იქ ხარ საიდანაც აღარავინ ბრუნდება .. არა მე იმედი არ მაქვს რომ დაბრუნდები უბრალოდ ვიცი ,რომ ჩემი წერილი სწორედ შენ მოგივა. ამიტომაც ვატან მტრედს და არა ვინმე უბრალო ფოსტალიონს რომელიც შენამდე ვერ მოაღწევს.
და ბოლოს , ერთი რამმ კდევ დამრჩა სათქმელი და მინდა ყველამ ვისაც მანდ ,მაღლა ჩვენს შემდეგ ამ წეერილს წააკითხებ ეს ბრძნული აზრი თავის საყვერელ ადამიანს გაუგზავნონ . რადგან ადამიანები ესეთები ვართ. გამუდმებით გვჭირდება რაღაცაზე დაყრდნობა , დამოუკიდებლად კი რთულად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ბოლოს აი ეს მინდა გითხრა: „ღირს იმად ,რომ ,ვიცხოვროთ ,რადგან სიყვარული ნამდვილად არსებობს . ცხოვრება და სიყვარული- ეს ორი უდიდესი ძალა განაგებს სამყაროს . ეს ძალები საზოგადოების ისტორიას წერენ , ეს ორი ფაქტორი ებრძვის სიკვდილსა და სიძულვილს . სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია რაც კი შეიძლება უბოძოს ღმერთმა ადამიანს.“
(ეკატერინე ჭავჭავაძე ) .........“



შტეფან ცვაიგი - „მოუთმენლობა გულისა“



№1  offline მოდერი წითური გოგონა

მიყვარს ეს წიგნი.
ვგრძნობ
და
უფრო ამძაფრებს სიყვარულს
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი Shokoladi :D

წითური გოგონა
მიყვარს ეს წიგნი.
ვგრძნობ
და
უფრო ამძაფრებს სიყვარულს

მართალი ხარ :)

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ცუდი არაა,მაგრამ ბევრგან გაკლია მძიმეები და აზრის გამოტანა ცოტა გამიჭირდა.მთლიანობაში არაუშავს.წიგნი დამაინტერესდა ძალიან და იმედია მალე მოვახერხებ წაკითხვას.წარმატებები. kissing_heart heart_eyes
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№4  offline წევრი Shokoladi :D

მორი-ელი
ცუდი არაა,მაგრამ ბევრგან გაკლია მძიმეები და აზრის გამოტანა ცოტა გამიჭირდა.მთლიანობაში არაუშავს.წიგნი დამაინტერესდა ძალიან და იმედია მალე მოვახერხებ წაკითხვას.წარმატებები. kissing_heart heart_eyes

ზოგადად სასვენი ნიშანი ჩემი სისუსტეა თან არც იმხელა ვარ რომ კარგად მესწავლა სკოლაში :D . მადლობა შეფასებისთვის <3

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ყოჩაღ, მე მომეწონა
და მიყვარს ეს წიგნი...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი Shokoladi :D

Eleniko13
ყოჩაღ, მე მომეწონა
და მიყვარს ეს წიგნი...

ხოო, ჩემი ფავორიტია. მადლობა შეფასებისთვის <3 <3

okay
ვგიჟდები ამ წიგნზე...
რაღაც სხვაა.
რაღაც... არ ვიცი, რა.
ედითი არასდროს დამავიწყდება.
წერილს, სხვანაირს ველოდი...
მაგრამ არაუშავდა

მადლობა <3 მეც მიყვარს სულ სხვა ფენომენია <3

თუკა
ძალიან მეტკინა. პატარა ვიყავი ეს წიგნი რომ წავიკითხე და ახლა შენ ჩემში თავიდან გააღვივე სურვილი. მართლა მეტკინა, სათითაო შენი სიტყვა გულზე მესობოდა.
მომეწონა ნაწერი. პატარა შეცდომები იყო. ის რაც თეომ მიგითითა, მაგრამ იმდენად დიდი ემოციით წავიკითხე შექებას იმსახურებ.

მადლობა<3 მეც პატარა ვარ და ალბათ ასე იმიტომ მეტკინა. დღემდე არ ველოდი ასეთ დასარულს. ჩემ დაბადების დღეზე დავასრულე ეს წიგნი და ის დღე ტირილით დავიწყე ...მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№7  offline წევრი N7

ძალიან კარგი გოგო ხარ შენ.
ძალიან მოვიდა და შემეხო ეს ნაწერი.
ყოჩაღ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline წევრი Shokoladi :D

N7
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ.
ძალიან მოვიდა და შემეხო ეს ნაწერი.
ყოჩაღ!

დიდი მადლობა... მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№9  offline წევრი Shokoladi :D

Bu Bu ^^
ძალიან კარგია. ვიცი მე შენ ამ წერილით რისი თქმაც გინდოდა და ძალიან მიხარია რომ გადაწყვიტე ატვირთვა. არ მესმის რატომ ფიქრობ ისევ რომ ამ ნაწერის ატვირთვა არ ღირდა ეს ხომ კარგად ნაწერი წერილია რომლის დაწერაც შენი დიდი სურვილი იყო ?? არ უნდა შეგეშინდეს ხალხის კრიტიკის . დამიჯერე აქ ისეთი კარგი ხალხი შემოდის შეურაწყფას არავინ მოგაყენებს. ჯანსაღი კრიტიკა კი უფრო განავითარებს. წარმატებები ჩემო ტკბილო შოკოლადი <3 <3

მადლობა ელენ . ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა. მიხარია რომ მოგეწონა.. იცი შენ მიზეზები და ნუ მახსნევინებ. ამ ბავშვების სიკარგეში უკვე დავრწმუნდი :D

 


№10  offline მოდერი nicol

დილა მშვიდობის შოკოლადო kissing_heart
ახლა ზუსტად კვირა დილის 8 საათია და ის დროა უქმე დღეს ძილში ვატარებდე, მაგრამ საკონკურსო სიახლეებს ვკითხულობ.
ძალიან ბევრი დამგროვებია kissing_heart
გამიხარდა ამ ნაწარმოების ხილვა და ვფიქრობ რომ ედითი ზუსტად ის პერსონაჟია რომელსაც წერილი უნდა გაეგზავნოს.
თუმცა ჩემი მოსაზრება ცოტათი განსხვავდება შენისგან.
ჩემი აზრით ლეიტენანტს არასდროს ყვარებია ედითი, ისე როგორც ედითს უნდოდა ეს. თავიდან დანაშაულის გრძნობა არ აძლევდა მოსვენებას. ვერაფრით ეპატიებინა საკუთარი თავისთვის, რომ ხეიბარი გოგონა საცეკვაოდ გაიწვია. შემდეგ სიბრალული... სამწუხაროდ მხოლოდ სიბრალული, თუმცა ეს სიბრალულიც იმდენად ძლიერი იყო, რომ არა საზოგადოების აზრი აუცილებლად მოიყვანდა ცოლად და დარწმუნებული ვარ იმაზე ნაკლები ქმარი არ იქნებოდა, ვიდრე ექიმი იყო საკუთარი ბრმა ცოლისთვის.
ერთადერთი დამნაშავე ამ ტრაგედიაში მე მხოლოდ საზოგადოება მგონია.
მეც მინდოდა, გულით მინდოდა ლეიტენანტს ყვარებოდა ედითი, მის თითოეულ ფრაზაში ვეძებდი კიდეც ამ გრძნობის ნაგლეჯს, მაგრამ ვერ ვიპოვე...

უჰ... მე მგონი სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ეს ნაწარმოები იმდენად მიყვარს, რომ მომინდა ედითის წერილის ქვეშ ჩემი მოკრძალებული მოსაზრებაც მიმეწერა.

შენ კარგი გოგო ხარ და წარმატებას გისურვებ.
ერთ-ერთი ღირსეული ნაწერია kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline წევრი Shokoladi :D

nicol
დილა მშვიდობის შოკოლადო kissing_heart
ახლა ზუსტად კვირა დილის 8 საათია და ის დროა უქმე დღეს ძილში ვატარებდე, მაგრამ საკონკურსო სიახლეებს ვკითხულობ.
ძალიან ბევრი დამგროვებია kissing_heart
გამიხარდა ამ ნაწარმოების ხილვა და ვფიქრობ რომ ედითი ზუსტად ის პერსონაჟია რომელსაც წერილი უნდა გაეგზავნოს.
თუმცა ჩემი მოსაზრება ცოტათი განსხვავდება შენისგან.
ჩემი აზრით ლეიტენანტს არასდროს ყვარებია ედითი, ისე როგორც ედითს უნდოდა ეს. თავიდან დანაშაულის გრძნობა არ აძლევდა მოსვენებას. ვერაფრით ეპატიებინა საკუთარი თავისთვის, რომ ხეიბარი გოგონა საცეკვაოდ გაიწვია. შემდეგ სიბრალული... სამწუხაროდ მხოლოდ სიბრალული, თუმცა ეს სიბრალულიც იმდენად ძლიერი იყო, რომ არა საზოგადოების აზრი აუცილებლად მოიყვანდა ცოლად და დარწმუნებული ვარ იმაზე ნაკლები ქმარი არ იქნებოდა, ვიდრე ექიმი იყო საკუთარი ბრმა ცოლისთვის.
ერთადერთი დამნაშავე ამ ტრაგედიაში მე მხოლოდ საზოგადოება მგონია.
მეც მინდოდა, გულით მინდოდა ლეიტენანტს ყვარებოდა ედითი, მის თითოეულ ფრაზაში ვეძებდი კიდეც ამ გრძნობის ნაგლეჯს, მაგრამ ვერ ვიპოვე...

უჰ... მე მგონი სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ეს ნაწარმოები იმდენად მიყვარს, რომ მომინდა ედითის წერილის ქვეშ ჩემი მოკრძალებული მოსაზრებაც მიმეწერა.

შენ კარგი გოგო ხარ და წარმატებას გისურვებ.
ერთ-ერთი ღირსეული ნაწერია kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა<3 შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარა შენმა დადებითმა კომენტარმა. მადლობა მადლობა და კიდე მადლობა. დილა ასე სასიამოვნოდ არასდროს დამიწყია <3 <3 :* :* <3

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

მომეწონა :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline წევრი Shokoladi :D

ერკე
მომეწონა :*

მადლობა ერკე შენ არ იცი როგორ გამახარე <3 <3 :*

 


№14  offline ადმინი უნდა ვწერო

მძიმეებმა მომკლა, თუმცა ცუდი არ იყო. სიმართლე გითხრა, არ წამიკითხავს ეს წიგნი და შენმა წერილმა წაკითხვის სურვილი გამიღვიძა. საინტერესოდ შეძელი გადმოგეცა, რასაც ფუქრობდი, გულწრფელობა, ნამდვილად, დასაფასებელია. ისეთი შეგრძნება კი მქონდა, მალე დასრულდა-მეთქი, თუმცა ესეც კარგი იყო.

 


№15  offline წევრი Shokoladi :D

უნდა ვწერო
მძიმეებმა მომკლა, თუმცა ცუდი არ იყო. სიმართლე გითხრა, არ წამიკითხავს ეს წიგნი და შენმა წერილმა წაკითხვის სურვილი გამიღვიძა. საინტერესოდ შეძელი გადმოგეცა, რასაც ფუქრობდი, გულწრფელობა, ნამდვილად, დასაფასებელია. ისეთი შეგრძნება კი მქონდა, მალე დასრულდა-მეთქი, თუმცა ესეც კარგი იყო.

მადლობა <3 ხოო მართალი ხარ სასვენი ნიშნები ჩემი პრობლემაა (იმედია დავიხვეწები ) ალბათ მეტი რომ მომენდომებინა უკეთესი გამომივიდოდა თუმცა პირველად ნახულობს ჩემს ნაწერს სხვა და მიხარია რომ რაც მინდოდა ის შევძელი <3 მადლობა თბილი სიტყვებისთვის <3 <3

 


№16  offline წევრი nini31323

Ele,magari iyoo. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent