შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...სალამი კიტა


11-09-2016, 20:33
ავტორი ელობელო
ნანახია 1 524

... სალამი ,კიტა.

ეს მე ვარ ,კრავაი. ალბათ ჩემი სახელი არაფერს გეუბნება, მაგრამ ნეტავ წარმოდგენა მაინც გქონდეს შენი სახელი ჩემში რას იწვევს. არასდროს დამვიწყებიხარ, ზოგჯერ თვალს ,რომ ვხუჭავ მაშინაც შენ ჩნდები და ვეღარც კი ვფიქრობ თავს როგორ ვუშველო. მგონია ვგიჟდები,ვიშლები.

ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ქაოსია,რომელსაც დალაგება არ უწერია. ყველაფერი იმდენად ქაოსურია ,რომ ვერაფერს ვცვლი. ზოგჯერ მგონია,რომ ვეღარ გავუძლებ.

ეჰ,კიტა როგორ მინდოდა ერთხელ მაინც შეგემჩნიე,მაგრამ ალბათ არასდროს დამიმსახურებია თუნდაც შენი ერთი გამოხედვა. შენ ჩემთვის ყველაზე დიდ მწვერვალზე დგახარ,იმდენად შორს ხარ ჩემგან ,რომ სიშორე მწვავს. ხანდახან ნაბიჯის სწორად გადადგმაც მიჭირს. ალბათ ფიტულს ვგავარ,რომელსაც ერთი შემოხედვით არსებობაც აღარ ეტყობა. არ ვიცი რად ვიქეცი... ამასაც ვეღარ ვხვდები. ჩემი ცხოვრება დალპა და აყროლდა. არ ვკვდები ,ვერ ვკვდები . ჩემი სიკვდილით სხვასაც მოვკლავ. ამიტომ არსებობა გადავწყვიტე. ასეთი უუნარი და უიმედო არავინ მეგულება დედამიწის ზურგზე. შეიძლება ოდნავ გეტკინოს კითხვის დროს,მაგრამ მერე ისე დაივიწყებ თითქოს არც არაფერი ყოფილა. ასე ვართ ადამიანები აგებულები,ყველაფერი იოლად გვავიწყდება. ცხოვრება ათრთოლებული მაქვს და მუდამ აღელვებულ ტალღებს გავს,რომელსაც დაწყნარება არ უწერია. ალბათ არასდროს ამოვა მზე და დაამშვიდებს ამ ქაოსურ წყობას.

ვყარვარ და ეს წერილიც ყარს...

იცი , კიტა მე შენით წლებია ვცხოვრობ. ალბათ ახლა ფიქრობ ვინ გიჟს გადავეყარეო.
პირველად როცა შენ დაგინახე ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა სახლში. მამამ დედა მიატოვა, ჩემმა ძმამ გაიგო თუ არა ისე ცემა მამა ყველას დასანახად ძლივს გადარჩა. მერე ნიკო ციხეში ჩასვეს , მამას უკან აღარც მოუხედავს და დავრჩით მარტო მე და დედა მაშინ დაიწყო ჩემი ცხოვრების ლპობა...არანაირი სხივი არსებობდა ჩემში.ალბათ ის პერიოდი რომ არ დამდგარიყო შენზე დამოკიდებული არასდროს გავხდებოდი. მერე ერთ დღესაც შენ გადაგეყარა, იმ წამიდან მთლიანად ამოტრიალდა ირგვლივ ყველაფერი... და დაიწყო შენზე სამუდამო ოცნება. ყოველდღე ჩუმად გითვალთვალებდი, შენი ყველა ნაბიჯი მეგონა ვიცოდი ... მაგრამ მხოლოდ მეგონა, მერე აღმოვაჩინე რომ ცოლ-შვილი გყავდა. ბედი ალბათ მაგრად დამცინის .ნეტა იცოდე მაშინ საბოლოოდ , როგორ დაიფერფლა ყველა ოცნება. რომ მცოდნოდა არასდროს შემოგხედავდი,მართლა ,არასდროს... მაგრამ გვიანი აღმოჩნდა. გიჟად და ავადმყოფად ვიქეცი. ადამიანად რომელსაც აქამდე აბუჩად ავიგდებდი. იმედია ხვდები რა პერიოდზე გესაუბრები,იმ წლებში ცოლ-შვილი სამკურნალოდ გყავდა თურქეთში გაშვებული და ალბათ ამიტომ გამომრჩა ეს ფაქტი.

მხოლოდ დედა მყავს... ადამიანი ვის გამოც სიკვდილზე ფიქრი შევწყვიტე. სულ ვცდილობ არ შევინჩნიო როგორ მტკივა ,მაგრამ რას გამოაპარებ ქალს ვის ხელშიც გაიზარდე.
შენც ისეთივე ადამიანი ხარ როგორც სხვები... იღვიძებ, სამსახურში დადიხარ,ცოლ-შვილს უვლი, მეგობრებთან ერთობი.არაფერს საერთოდ არაფერს აკეთებ სხვანაირად მაგრან ჩემში მაინც სამუდამო სიყვარულად იქეცი. ზოგჯერ ყველაფრისგან გაქცევა მინდა ... ჰა ჰა ჰა , ესეც არ გამომდის.
კიტა ,გეხვეწები არასდროს შემიცოდო. ეს წერილი ამისთვის არ დამიწერია. მე უბრალოდ... მინდოდა რომ ჩემი გრძნობა აღარ დამემალა,ალბათ ამას რომ წაიკითხავ შედარებით მშვიდად ვისუნთქებ. არ გეგონოს რამეს გთხოვ,ან რა უნდა გთხოვო. დამშვიდობების დროს ვერც იმას დავწერ რომ გკოცნი და მიყვარხარ...ამ შემთხვევაში უუფლებო ვარ.

კიტა, მინდა არასდროს იყო ჩემსავით უბედური. ბოლოს არ დავწერ ნახვამდის ან რამეს მსგავს... დამშვიდობება არ მჩვევია .



⁃ კრავაი, ჩამოდი გელოდები.
⁃ ხო დედა, მოვდივარ .
ბოლო წინადადებას ვწერდი დედა ,რომ შემოვიდა ოთახში. ჩანთა ავიღე და მერე წერილების ყუთს კიდევ ერთი დავამატე ,რომელსაც გარედან კიტა ეწერა...



პირველი ჩანახატია..



№1 სტუმარი Guest თეო

კარგი სიტყვები გულიდან წამოსულს ჰგავს ნამდვილს

 


№2  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent