შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მას


12-09-2016, 20:50
ავტორი უცნობი13
ნანახია 2 189

იცი შემოდგომა უშენოდ მოვიდა ჩემს ქალაქში..
სექტემბრისეული ჰაერი ჩემს ფილტვებში შემოვიდა და უშენობა ამოავსო.. აცივდა.. ხეებმა ყვითელ ფოთლებთან დამშვიდობება დაიწყეს.. დედამიწა მარტოობით აივსო ჩემი გული კი ქაოსმა დააცარიელა.. თვალები ცრემლებად დაიცალა უშენობის მოახლოვება რომ იგრძო.. სექტემბერს ოქტომბერი მოყვება და უფრო გამიმძაფრდება შენი ჩახუტების სურვილი.. დღეებია უკვე ქსოვის დაწყებას ვცდილობ და ხელში ძაფები ვერ ავიღე უშენობას განიცდიან.. არ უნდათ სხვისი შარფი მოქსოვონ სხვისი ყელისთვის.. ამინდები ხასიათივით ამერია.. თვეებია შენი სუნამოს სუნი იგრძნობა ჩემს ოთახში.. გახუნებულ კედელს ჩვენი სურათი და არ შემდგარი ურთიერთობის ფრაგმენტები ამშვენებს.. ფილტვებმა ატკიება უკვე დაიწყო და ვცდილობ ტკივილი სიგარეტის მწარე კვამლით დავფარო.. მე ნოემბრის გადატანას შენი ღიმილის და მწვანე თვალების გარეშე ვეცდები.. შევეგუები უფერო სამყაროდან გამქრალ ყვითელ ფოთლებს და გიტარასთან ერთად ისევ ავტირდები..მხოლოდ იმიტომ რომ შენი ნასუნთქი ჰაერი ამოვუშვა.. ყელში გრძნობები და ემოცია ერთიანად მიჭერს.. თავში აზრების დალაგებას ვცდილობ.. ფურცელზე ნანატრი კადრები გადმომაქვს. ნახევარი სიცოცხლე გავიდა.. იცი პატარას შენ რომ თმას უწნიდი მხოლოდ შენი ნათითურები შემორჩა ისიც ტუჩთან ახლოს.. წვიმა წამოვიდა.. ღიმილი მელანქონიურმა განწყობამ ჩაანაცვლა.. აღარ აქვს ღიმილს ის ეფექტი შენ რომ გაგიჟებდა და აზროვნების უნარს გაკარგვინებდა.. თვალები გაშავდა.. დღემ უმოწყალოდ და უკითხავად ჩაანაცვლა ღამე.. ახლა მე და მთვარე ჩარკვიანისეულ მოგონებებს ვუკრავთ და შენეული ამინდით ვტკბებით ხოლმე განთიადისას.. ზოგჯერ ისე მინდა სამყარო დავტოვო და გეგას მივბაძო.. გავფრინდე იქ სადაც ღიმილი და გულისცემა ერთიანად უხარიათ.. სადაც ისევ ისმის მეფის ბოხი ბარიტონი.. სადაც სიყვარული ჯერ კიდევ ისტორიას რჩება.. სადაც ისევ ანთებენ შუქს ერთმანეთის გასათბობად.. იქ სადაც ალუდაც უკრავს.. ქეთელაური.. აი იქ ნოემბერში უშენობას რომ ვეღარ ვიგრძნობ.. ჩვენს სამყაროში ისევ გალაქტიონით სუნთქავენ.. სადღაც მაინც სწამთ დაუოკებელი ვნებების.. აქ გაზაფხული გვიან მოდის მღლიან წვიმები.. აქ წარსულშიც კი დაიტოვეს უკვე ნივთები.. იცი მიუხედავად გათიშული გრძნობებისა უკვე მესამე ღამეა სულთან შენს აღრიალებულ ადგილს ვგრძნობ და ხელებს ვიჭერ რომ ამოვიგლიჯო.. ცრემლ მორეულს გამეღვიძა.. დამესიზმრა თუ როგორ გეხუტებოდი და გამოღვიძებულმა უმალ შენი ძებნა და შენი სახელის ღრიალი დავიწყე.. გუშინ მომელანდე.. სადღაც შენი თითები დავლანდე და გამოგეკიდე.. მიხარია ერთი ქვეყნის ჰაერს რომ ვსუნთქავთ და ერთი ზეცა რომ დაგვყურებთ თავზე.. ერთი წვიმა რომ გვასველებს.. იცი ვიქნებოდი ადამიანი რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულს საუზმეს დაგახვედრებდა და არ დაიძინებდა მანამდე სანამ შენი ხელები მის თმას არ შეეხებოდა მოსაფერებლად.. იცი რამაგარი ცოლი ვიქნებოდი.. წინდებს მოვუქსოვდი ჩვენს პატარებს ზამთრის ყინვებისას. ჩვენს წითურ გოგოს გრძელ თმებს ჩავუწნავდი.. შენ გვირილებს დამიკრეფდი ხოლმე სიყვარულის გადასარჩენად.. ახლა შენ იქ ხარ საიდანაც ალბათ დაბრუნებაც არ ღირს.. მე კი დაველოდები ნოემბერს და წერილს ამოვარდნილ ნიავს გამოვატან ნისლებში ჩაკარგულს.. მთელი დარჩენილი სიცოცხლე ჩვენს პატარა სახლზე ვიოცნებებ და ფიქრებში ჩახუტებულს დაგხატავ.. შენი ღიმილიანი სახე განთიადის მეგზურად იქცა.. შენს თითებს აქ სადღაც მაინც მოვძებნი რომ დავიზეპირო..დეკემბერში ისევ შეგხვდები კედელს მიყრდნობილს და იმედგაცრუებული თვალებით შემოგხედავ მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთის გაფრთხილება ვერ შევძელით.. ანგარიშმიუცემლად დავახალეთ დარჩენილი ტყვია ერთმანეთს და სხვადასხვა გზებზე აღმოვჩნდით.. ახლა ვზივარ თბილისის მიტოვებული ბინის მატოსულ ოთახში და უშენობის სიჩუმეს ფურცლებზე ვაწესრიგებ.. იქნებ სადღაც ტკივილი მაინც შეამსუბუქოს..
და იცოდე თუ კი ოდესმე ჩემს არ ყოფნას გაებუტები.. თუ კი ოდესმე მოგინდება ჩემი ჩახუტება დაგელოდები. ჩემი აივნის კარები მუდამ ღია იქნება შენი ხელებისთვის.. მოდი მხოლოდ იმიტომ რომ კედელს ბედნიერება შემატო და დარჩენილი ნამცეცები გააფერადო.. ამბობენ ტკივილს დრო კურნავსო.. მეფე შეცდა დრო არც სიყვარულს არ ინდობს.. მაგრამ ოდესღაც მაინც გაივლის არსებული ტკივილი ამიტომ გაიღიმე.. შენმა თვალებმა სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა ჩემს დამჭკნარ კანს და ცარიელ თვალებს.. გაიღიმე მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრება გააგრძელო.. შენ არ გაქვს სიკვდილის უფლება..მე ხომ შენს გამო ნოემბრის თოვლი დავიჯერე.. მე ხომ შენს გამო ვღიალებდი გამთენიისას.. იცი მაინც გვაჯობეს ადამიანებმა მაინც წავაგეთ ახლა ვზივარ და უშენობით გამოწვეულ იარებს ვითვლი.. განა რაარის სიცოცხლე ერთმანეთი რომ მივატოვოთ.. ეცადე ისევ იყო ბედნიერი.. შენს ფანჯარასთან აღარასოდეს დაჯდება მიმინო.. აქ ისევ ძველებურად სწამთ ჩარკვიანის.. აქ ისევ ცრემლებით დაიწყება შემოდგომა.. შენ კი გონების წერტილებს მიესვენები. ბოლო ამოსუნთქვას გჩუქნი.. კიდევ ერთხელ მინდა გაიღიმო..

სიყვარულით
ბარბარე



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ვერ მივხვდი ვის წერ წერილს?

 


№2  offline წევრი zoi

ზედმეტად პათეთიკური მეჩვენა,უამრავი სიტყვა გამოიყენე და აი ის ემოიცია მაინც არ მოაქვს რაც ჩაიფიქრე...წერილი მას,მას ვის? არც სათაურში და არც წერილში არ ჩანს ადრესატის სახელი.

 


№3  offline წევრი უცნობი13

ლორელაი
ვერ მივხვდი ვის წერ წერილს?



უმისამართო წერილი უფროა ვიდრე ადრესატიანი

zoi
ზედმეტად პათეთიკური მეჩვენა,უამრავი სიტყვა გამოიყენე და აი ის ემოიცია მაინც არ მოაქვს რაც ჩაიფიქრე...წერილი მას,მას ვის? არც სათაურში და არც წერილში არ ჩანს ადრესატის სახელი.



ანუ წერილის აზრს რომ მიხვდე აუცილებელია ადრესატი მითითებული იყოს? ეგ რაღაც ახალია არ ვიცოდი გავითვალისწინებ

 


№4  offline ადმინი შამანი

ნორმალური იყო.
გაკლდა სასვენი ნიშნები და ასევე იყო რაღაც შეცდომები.
ბეჭდვის დროს ჩქარობდი,როგორც ჩანს.
მაინც ვერ მივხვდი,ვის მიწერე წერილი.


უცნობი13
ლორელაი
ვერ მივხვდი ვის წერ წერილს?



უმისამართო წერილი უფროა ვიდრე ადრესატიანი

zoi
ზედმეტად პათეთიკური მეჩვენა,უამრავი სიტყვა გამოიყენე და აი ის ემოიცია მაინც არ მოაქვს რაც ჩაიფიქრე...წერილი მას,მას ვის? არც სათაურში და არც წერილში არ ჩანს ადრესატის სახელი.



ანუ წერილის აზრს რომ მიხვდე აუცილებელია ადრესატი მითითებული იყოს? ეგ რაღაც ახალია არ ვიცოდი გავითვალისწინებ

კონკურსის წესები მოითხოვს,რომ მითითებული იყოს ადრესატი.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№5  offline წევრი უცნობი13

შამანი
ნორმალური იყო.
გაკლდა სასვენი ნიშნები და ასევე იყო რაღაც შეცდომები.
ბეჭდვის დროს ჩქარობდი,როგორც ჩანს.
მაინც ვერ მივხვდი,ვის მიწერე წერილი.


უცნობი13
ლორელაი
ვერ მივხვდი ვის წერ წერილს?



უმისამართო წერილი უფროა ვიდრე ადრესატიანი

zoi
ზედმეტად პათეთიკური მეჩვენა,უამრავი სიტყვა გამოიყენე და აი ის ემოიცია მაინც არ მოაქვს რაც ჩაიფიქრე...წერილი მას,მას ვის? არც სათაურში და არც წერილში არ ჩანს ადრესატის სახელი.



ანუ წერილის აზრს რომ მიხვდე აუცილებელია ადრესატი მითითებული იყოს? ეგ რაღაც ახალია არ ვიცოდი გავითვალისწინებ

კონკურსის წესები მოითხოვს,რომ მითითებული იყოს ადრესატი.



გასაგებია საცდელად დავწერე უბრალოდ და არანაირად არ მქონია ტურში გადასვლის პრეტენზია

 


№6  offline წევრი ფორთოხალი

კონკურსის პირობას აცდი. ანუ, წესების თანახმად, წერილი უნდა მიგეწერა საყვარელი წიგნის პერსონაჟისთვის ან ავტორისთვის.
სხვა მხრივ, წერილს არაუშავდა მიუხედავად იმისა, რომ იყო პასაჟები ისეთი, რომელსაც ორგანულად ვერ ვიტან, მაგრამ ეს აბსოლუტურად პირადი ამბებია და არ ღირს ლაპარაკად.
ენიუეი, მგონი როგორც უბრალო ჩანახატი, ისე დაგედო ჯობდა.

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

მე სად და შენ სადაო, დონთ ნოუ ვოთ იუ მინ.

 


№8  offline წევრი უცნობი13

უნდა ვწერო
მე სად და შენ სადაო, დონთ ნოუ ვოთ იუ მინ.

ხო ?

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

უცნობი13
უნდა ვწერო
მე სად და შენ სადაო, დონთ ნოუ ვოთ იუ მინ.

ხო ?

კონკურსის წესებს არ შეესაბამებოდა, შენც კარგად იცოდი.

 


№10  offline წევრი უცნობი13

უნდა ვწერო
უცნობი13
უნდა ვწერო
მე სად და შენ სადაო, დონთ ნოუ ვოთ იუ მინ.

ხო ?

კონკურსის წესებს არ შეესაბამებოდა, შენც კარგად იცოდი.

კომენტარსაც თავის ზრდილობა რომ უნდა ხომ კარგად იცი ^^

 


№11  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent