შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძილისპირული


22-09-2016, 00:22
ავტორი Judi
ნანახია 1 344

„ ძილისპირული „
სიზმარი ყველას სიყალბე გვგონია, არადა იქნებ ცხოვრება არის ყველაზე დიდი სიყალბე რასაც როდესმე უარსებია...ემოციების გამოხატვა ფხიზლად რთულია და როცა გვძინავს ემოციები გამოგვხატავენ, გვამჟღავნებენ გაღვიძებისას კი სადღაც კუთხეში მიგვატოვებენ.

სიზმარში ცრემლებს ვერ ვიკავებთ, ვერც სიცილს.. ცხოვრებაში გაუთავებლად გაქცეულებს სიზმარი გაქცევის ნებას არ გვაძლევს, ბრძოლას გვაჩვევს..ცუდთან და კარგთან შეჯახებას ან იქნებ შერწყმას, როგორც არუნდა ვეცადოთ ვერ გავიქცევით. ხშირად გვავიწყდება გზაჯვარედინზე დგომისას ვირჩევთ გზებს მაგრამ არ ვაკვირდებით რომ საითაც არ უნდა მიდიოდეს გზა მოძრაობა იწყება ჩვენით. სიცოცხლე დინებას მიუყვება , მაგრამ ზოგჯერ მაინც აგვისხლტება ფეხი, ავცდებით ხოლმე კალაპოტს..იქნებ უკეთესია სარკის მიღმა დავინახოთ ჩვენი თავი..სარკედ ქცეულ თვალებს გავცდეთ მათში ანარეკლის ნაცვლად ადამიანები ჩანდეს. ნეტა გიჟებიც ხედავენ სიზმრებს? იქნებ სიზმრებში სულაც არ არიან ისეთები როგორებიც ჩანან.. მათი სიგიჟის მიღმა რაღაც უფრო მეტი იმალება.იქნებ ბრმები ყველაფერს ხედავენ , ყრუს ყველაფერი ესმის ეტლს მიჯაჭვული ადამიანი დადის,დარბის და მხოლოდ მაშინ ჯდება როცა გადაიღლება.. ველური სულები იმალებიან მშვიდ ადამიანებში, ცრემლები ისტერიულ სიცილში. რა ვერ გაგვიყვია ადამიანებს სიძულვილი თუ სიყვარული?! ალბათ ვერცერთისთვის ვერ გაგვიგია. წუთში ჩაკარგული წამი, ღამეში გაფანტული კადრები და სინათლე დახუჭული თვალების მიღმა.. უმოძრავო სხეულშიც კი სისხლი დაგვიდის, სუნთქვაც არსად არ მიდის... და ყველა წამი უგზოუკლოდ მიმოფანტული მენანება.. თითქოს სიცოცხლის წამებს ქარს ვატანთ უმისამართოთ. მე ხომ სულ ვამბობ წუთისოფელი ჭუთში წამია, ჩვენი სიცოცხლე დაჰკრავს აკორდებს..

ემოციებით დაღლილი, დასვენების არაადამიანური სურვილით მოწყურებული ხარბად ჩავებღაუჭე ძილს..თვალებს ძლიერად ვხუჭავდი და ვიმეორებდი, დაიძინე, გთხოვ ცოტახნით მოწყდი ყველაფერს..ვეღარ ავიტანდი სიფხიზლეს, ვეღარც გონებამ აიტანა და ნელ ნელა დაემორჩილა სურვილს...მახსოვს ნაცნობ ქუჩაზე უგზოუკლოდ დავბოდიალობდი.. თითქოს ყველაფერი ოთხ კედელში მოექცა და გასასვლელი არსად იყო... სული შემეხუთა, სუნთქვა მიჭირდა.. ისტერიულად სიცილი დავიწყე, უცებ ტირილიც.. ვყვიროდი „ ვინ ვარ მე“ „რა ვარ მე“ დახმარებას ვითხოვდი მაგრამ ვისგან?! ვერავინ მამჩნევდა, არავის ესმოდა ერთ წამში გავხდი მუნჯი, ყრუ , გიჟი.. ფეხებში ძალას ვეღარ ვგრძნობდი..ჩავიკეცე ხელები მტკიოდა ცხოვრებასთან ჩაბღაუჭებით.. ვუსმენდი ხმაურში მიმალულ სიჩუმეს,სიკვდილის სუნთქვას ვგრძნობდი, მის სიჩუმეში მისივე ლაპარაკი მესმოდა.... იქვე ახლოს ფანჯარასთან მდგარი გოგო შევამჩნიე..სახეს ვერ ვხედავდი. მხოლოდ მის ცეეკვას.. მარტო ცეკვავდა ტანგოს,, ოხ როგორ ლამაზად, თითქოს ვიღაცას ეცეკვებოდა. მაგრამ ვის? არავინ იყო ... ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ცხოვრების მელოდია.. მისი კი აქ დამთავრდა ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი, გაიღიმა და გადმოხტა... გაწვიმდა, თითქოს ცდილობდა ცოდვები ჩამოერეცხა მისთვის, ბოლო დღე იყო ოღონდ არა ჩემი, ჩემში ჩასახლებული სიცოცხლის, რომელმაც საკუთარი თავი გაწირა ჩემ გადასარჩენად... მისი საფინალო ტანგო შედგა სიკვდილის აჩრდილთან.. ემოციათა თვითმკვლელობა საჭირო იყო სიცოცხლის შესანარჩუნებლად...შიში ვეღარ გამოღვიძების, ძილისპირული.. თვალების გახელისთანაავე სარკეში საკუთარი თავი დავინახე.. სარკე დაიმსხვრა... უამრავ პატარა ნაწილად..რა საჭიროა ის როცა გარშემო უამრავი ადამიანია რომლის თვალებშიც ბევრად მეტს დავინახავთ.. თვალები სულის სარკეა.. სული კი ყველა ანარეკლზე გამჭირვალეა... ძილისპირული ხიდია.. ხიდი რეალურს და არარეალურს შორის და რომელ მხარეს არის გზა გადაწყვიტე შენ.. გახსოვდეს ყველა გზა იწყება შენით.



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent