მთის სიყვარული
მთის სიყვარული. ღამით ცა ყველაზე ლამაზია. ამიტომაც მიყვარს დაღამებისას მინდორზე წოლა და ცის ყურება. ნელ-ნელა რომ იჭედება ვარსკვლავებით და სახეზე ღიმილს გფენს, თან გაძლევს შესაძლებლობას შენს ფიქრებთან მარტო იყო. აწონ-დაწონო ყველაფერი, გაიაზრო მთელი შენი ცხოვრება,მთელი შენი შეცდომები, გამოსწორებადი თუ გამოუსწორებული და თან ეფიქრება: ‘’უშეცდომო დედამიწაზე არავინ არ არის.“ ღამით მარტო ცა კი არა ადამიანიც კი ყველაზე თავისუფალია. ღამით ქრება ყველა კომპლექსი და შენ ხარ შენ. ნიღბის გარეშე. ან ძალიან ბედნიერი. ან ძალიან უბედური. ხშირად ვარ ღამით მარტო. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე და ჩემს თავს ვუმეორებ ერთი და იგივე კითხვას: -ვინ ვარ მე? პასუხი არასოდეს არ მაქვს, რადგანაც მართლა არ ვიცი ვინ ვარ. ის კი ვიცი,რომ პირში სული მიდგას, მაქვს ორი ფეხი, ორი ხელი, ვვაზროვნებ, ვხედავ ყველაფერს, მაგრამ თავს ადამიანად მაინც ვერ ვგრძნობ. -რატომ? -რა გიპასუხოთ ეს მეც არ ვიცი. შემდეგ ჩემს გონებაში ტივტივდება მოგონებები,რომლებიც ისევ ისე მაბედნიერებს,როგორც 40 წლის უკან. და ვხვდები რა მაკლია, რატომ არ ვარ ბედნიერი. -რა გახსენდება ბე? მეკითხება შვილიშვილი და ბედნიერი სახით ვიწყებ მოყოლას. -მთა მახსენდება ნინა, მეგობრები, ფეხითა და სიმძიმით გავლილი უამრავი კილომეტრი. იქ გატარებული დრო და ლაღი ახალგაზრდობა,რომელსაც შენთვის ვისურვებდი. ჟურნალისტი ხან მე გადმომხედავდა, ხან ნინას და ინტერესით გვაკვირდებოდა. ბოლოს ისევ მე მომიბრუნდა: -მიხვდით არა რატომ ვერ გრძნობთ თავს ადამიანად? მეუბნება და იღიმის, რადგან ყველაფერი სახეზე მაწერია. ის ყველა ემოცია,რომელიც მოგონებებმა გამოიწვია. ხალხო არაფერია მოგონებებზე უკეთესი და არც არაფერია მათზე უარესი. ერთიანად კარგი და ასევე ერთიანად ცუდი. -დიახ! რა თქმა უნდა მივხვდი. ჩემთვის ყველაზე ახლობელი მთა მაკლია და ასევე ყველაზე საყვარელი ადამიანი. მაკლია მისი სილამაზე, მისი ცა და ვარკსვლავები. მწვერვალები და იქ ასვილის ბედნიერება,რომელსაც გიორგისთან ერთად განვიცდიდი. და ყოველ ახალ მწვერვალზე ასვლა ბავშვივით რომ გვიხაროდა. ჟურნალისტს ისევ ეღიმება. -რამდენი წლისამ დაიწყეთ მთაში სიარული? -14. ჩემს პასუხზე სახეზე გაკვირვება გამოესახა, მერე კი გააგრძელა: -რამდენ მწვერვალზე ხართ ასული? -დაახლოებით 300-მდე. წყალი სასულეში გადასცდა. სანამ რამეს მეტყოდა მე დავასწარი, რადგან კითხვა რომელიც უნდა დაესვა უკვე ვიცოდი. -მთის სიყვარულმა შემაძლებინა. ისევ მეღიმება და ვხვდები ამ ყველაფრის გახსენებისას ადამიანური შეგრძნებები მიბრუნდება. -ქალბატონო მარიამ და თქვენი ქმარი? ბოლომდე ვერ ბედავს კითხვის დასრულებას. -არაფერ კავშირში არაა მისი დაღუპვა მთასთან და მწვერვალებთან. ავარიაში მოვყევით, ის გარდაიცვალა მე-სამუდამოდ მივეჯაჭვე ეტლს. ჟურნალისტი ტიროდა, მე კი ვცდილობდი არა ამქვეყნიური ხმა არ დამცდენოდა,რადგან 20წელია დავკარგე გიორგი და მასთან ერთად ბედნიერი წუთებიც,რომელსაც ის მანიჭებდა. -ძალიან ძლიერი ქალბატონი ხართ, ძლიერი სიყვარულით მთისა და თქვენი მეუღლის მიმართ, მეუბნება სლუკუნით, შემდეგ ფეხზე დგება და კარისაკენ მიდის. მე კი მტოვებს ჩემს მოგონებებთან მარტოს. ესეც ასე. დაგიბრუნდით პატარა ჩანახატით. არ ვიცი რა გამოვიდა, მართლა არ ვიცი. ველოდები თქვენს შეფასებას. მომენატრეთ. სიყვარულით ნინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.