შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცხოვრე წარსულით, რადგან თუ მას შეაკავებ, ვერც მომავალი მოვა შენს წასაყვანად.


23-09-2016, 19:00
ავტორი 5th Angel
ნანახია 2 342

თუ ფურცელი უნებურად დამისველდა, მაპატიე. ხომ იცი, როგორ მიყვარს სისუფთავე. ცრემლები კი ყველაზე ჭუჭყიანები არიან.
წარმოდგენია, რამდენ ტკივილს ინახავენ?! რამდენ სინანულს, რამდენ უძილო ღამეებს, რამდენ სევდას..
სულ მინდოდა, საკუთარი თავისთვის წერილის მიწერა. მაგრამ ვიცოდი,გიჟად ჩამთვლიდნენ და საავადმყოფოს კარებს უკან გამომამწყვდევდნენ. ახლა კი, როცა ჩემი თავი თვითონვე შევრაცხე გიჟად, უკვე ყველაფერს მნიშვნელობა დაეკარგა.
გაუფერულდა.
თითქოს არც არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი.
ხშირად ხდევა ასე: როცა რაღაც ან ვიღაც, მნიშვნელოვანი გგონია, საბოლოოდ უმნიშვნელო აღმოჩნდება ხოლმე.
რომ გიხსენებ, ერთდროულად მეცინება და მეტირება. განა, სხვა რამეა სიგიჟე?!
მახსენდები..
უნებურად მახსენდები, და იცი?! გულში რაღაც ამოუცნობს ვგრძნობ.. ეს არც პირველი სიყვარულისგან გამოწვეული პეპლებია, არც დუმილისგან ძალით წართმეული სიტყვების ხმა.
მითუმეტეს,რომ სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ.
მე,რომ შენ ვიყო, დაუფიქრებლად შევცვლიდი წარსულს და აწმყოს, მომავალს კი ხელშეუხებლად დავტოვებდი. საერთოდ გავანადგურებდი ამ სიტყვას. თითქოს არც უარსებია.
მარტო წარსული და აწმყო.
აი, იმ წამს დავიჭერდი, და აღარასდროს მივცემდი წასვლის უფლებას. მხოლოდ მე და შენ რომ ვიქნებოდით, ერთად!
აღარც კი მახსოვს, ეს როდის იყო. იქნებ, საერთოდაც არ ყოფილა და ყველაფერი წარმოსახვის უნარი იყო?!
მე ხომ კარგი ფანტაზია მაქვს. იქნებ, მე თვითონ შეგქმენი! გამოგიგონე და არასდროს მივცემ საკუთარ თავს შენი დავიწყების უფლებას.
იცი, ასე რომ ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი. რადგან თუ შენ,მე შეგქმენი, მხოლოდ მე მექნებოდა შენთან საუბრის, ჩახუტების, მოფერების საშუალება. სხვას - არა.
ყველაზე კარგი იქნებოდა, ჰაერი ყოფილიყავი. ისე ხარბად შეგისუნთქავდი, ფილტვები გამისკდებოდა. მაგრამ გიგრძნობდი, ერთხელ მაინც!
ერთხელ მაინც იქნებოდი ჩემში, და არა ჩემთან..
სიცოცხლე, ხომ ყოველწამიერი ბრძოლაა შიმშილთან, სიცივესთან, უძილობასთან, აყმუვლებულ მუცელთან და ატკივებულ კბილთან.მეც ხომ ასე ვიყავი, უშენოდ.
მენატრები! მენატრება ჩემი ძველი „მე“
მენატრება უსასრულოდ გათენებული ღამეები. თუნდაც მაშინ, როდესაც მარტო ვიყავი. ანუ, მთელი ცხოვრება. მაგრამ მაინც, მე მყავდა ღმერთი, და მყავდი შენც.
ახლა კი, როცა ღმერთმაც მიმატოვა და შენც, უკვე ვიცი, რომ წარსულის მოგონებების მეტი, აღარაფერი დამრჩენია.
და მაინც, როგორი ძნელია, რომ თქვა“ნახვამდის“ თითქმის შეუძლებელიც კი.
რადგან თუ ამას იტყვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარასდროს უნდა მოიხედო უკან. მე სულ უკან ვიხედები, თითქოს რაღაცის ძებნაში ვარ და ვერ მიპოვია.
ახლა ვხვდები, მე ჩემი თავის პოვნა მინდა. ჩემი ნამდვილი გრძნობების და სი-ყვა-რუ-ლის. რომელიც სადღაც დავკარგე, და ვეღარ ვპოულობ.
ასე მგონია, დედამიწაზე ახლა ჩამოვფრინდი, და იმდენად ძლიერად დავეცი, ყველა ჩემი ნაწილი, აქეთ-იქეთ გავფანტე. ყველაზე დიდი, კი შენ იყავი!
გუშინ ვევედრებოდი ღმერთს, ჩემი ნაწილები დამიბრუნე-მეთქი. მან - არც კი მომისმინა.
მაგრამ არ უნდა ვადანაშაულებდე, მას ხომ ჩემს გარდა უამრავი ადამიანი ჰყავს მისახედი, დასახმარებელი.
თითქოს შევეგუე კიდეც ჩემს ბედს. უბრალოდ ძალიან მენანები, დასაკარგად.
გახსოვს ის სიმღერა, ყურში რომ მიჩურჩულებდი ხოლმე? როგორ ტკბილად მეძინებოდა.. ახლა კი, შენი ხმის ნაცვლად, ტაბლეტების გროვიდან, ერთი მათგანის დალევაც საკმარისია, და სულ სხვა სამყაროში ვარ. იქ უკეთესია, მაგრამ შენს მკლავებში ძილს, მართლა ვერაფერი შეედრება.
***
სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.
***
იმ დღეს, ჩემმა კარის მეზობელმა მკითხა, ხელში სულ ეს სამაჯური, როგორ გიჭირავსო. მე კი ვუპასუხე: ეს ერთადერთი ნივთია მათ შორის, რომელიც ბავშვობის შედარებით ლამაზ და უმტკივნეულო წლებს მახსენებს-მეთქი.
გახსოვს ეს სამაჯური?! ჩემ დაბადებისდღეზე რომ ვაჩუქე საკუთარ თავს. მაშინ 13 წლისა თუ ვიქნებოდი.
ვმუშაობდი, ფულიც მქონდა, ჩემს დასაც თავისუფლად ვარჩენდი. იმის მაგივრად, რომ ფული საბავშვო ნივთებში, ან ტანსაცმელში დამეხარჯა, ვცდილობდი როგორღაც გამომეზოგა, ჩემთვის და ჩემი დისათვის.
ოცდასამი სექტემბერი იყო. ჩემი დაბადების დღე. ისე, არც კი ვიცი, ეს რიხვი რატომ ავირჩიე, ჩემად.
ხომ შემეძლო, ზაფხულის ცხელი და ლამაზი დღეებიდან,რომელიმეს არჩევა. მაგრამ ოცდასამი სექტემბერი იყო ჩემი დღე. და სხვა არავისი.
ეს იყო რიცხვი და თვე, რომელიც თავიდან ბოლომდე მე მეკუთვნოდა. როგორც რაიმე ნივთი გეკუთვნით, რომელიც ძალიან გიყვართ, და მისი გაჩუქება არ შეგიძლიათ, ზუსტად ასე!
დილის საათები იყო, და ქუჩაში დავხეტიალობდი, ერთი მაისურისა და დახეული, დაძონძილი შარვლის ამარა.
მერე, გამახსენდა რომ ჩემი და მშიერი იყო და ნაბიჯებს უფრო ავუჩქარე. თან წინ გამოწვდილ ხელს ვიზილავდი, რომელზეც ცოტაოდენი ფულის მონეტა ჩამოკონწიალებულიყო.
ერთ-ერთ მაღაზიის ვიტრინას რომ ჩავუარე, დახლზე უამრავი სამკაული ეწყო, რომელიც სქელი მინიდანაც არ კარგავდა ბზინვარებას და მოხდენილობას. ჩვენ, ადამიანებს, კი წამში შეგვიძლია საკუთარი შეხედულება სხვების მხრიდან, გავანადგუროთ. თითქოს დამპალი ვაშლები ვართ, რომლებიც გარედან ლპებიან, შიგნიდან კი - არა.
ხოდა, რას ვამბობი.. იმ უთვალავ სამკაულში, ერთი სამაჯური განსაკუთრებულად მომეწონა. არც ძვირფასი იყო, არც ბრწყინავდა, არც თვლები ჰქონდა და არც რაიმე მსგავსი.
თუმცა იყო რაღაც, რისთვისაც მთელი დღის ნაგროვი ფული, ერთ წამში გავიმეტე. სამაგიეროდ, მთელი ღამე მომიწია მუშაობა, რომ ჩემი დისთვის დილით საჭმელი დამეხვედრებინა..
მიუხედავად ამისა, მენატრება თავისუფლება, და მენატრები შენ! მენატრება ჩვენი ღამეები ერთად.. მენატრება საღ გონებაზე ყოფნა, და მენატრება გემო, რომელიც თუნდაც დამპალი საჭმლის ჭამის შემდეგ მრჩებოდა ხოლმე..
***
თან გწერ, თან საათის გადაბმულ წიკწიკს ვუსმენ. იქნებ, ყურებში გაბმული ზუილი, როგორღაც გადავფარო.
სამის ათი წუთია.
უკვე, თერთმეტი. ძალიან ნელა ვწერ,ხომ ასეა? უბრალოდ ვცდილობ, ყველა აზრს მივცე ერთად შეკრების საშუალება, და მოგწერო.
რადგან არც კი ვიცი, მეორედ ამის საშუალება როდის მომეცემა. იქნებ არც არასდროს. მაგრამ ფიქრებით ყოველთვის შენთან ვიქნები. ერთს რომ გავიფიქრებ, უკვე ჩემთან უნდა იყო, შევთანხმდით?!
იცი, შენი სუნთქვა მესმის, როდესაც გგონია რომ შენთან არ ვარ. მაგრამ შენ ხომ ჩემი განუყოფელი ნაწილი ხარ, გამოდის სულ ჩემთან ხარ, და მე ვერ გამჩნევ..
მგონი, უარესად გავგიჟდი.
წამლის დალევის დროა, ცოტახნით უნდა დაგემშვიდობო, აბა, ნუ მოიწყენ!
როცა აქედან გამოვალ, აუცილებლად გიპოვი, დაიმახსოვრე! მანამდე კი იცხოვრე წარსულით, რადგან თუ მას შეაკავებ, ვერც მომავალი მოვა შენს წასაყვანად.

ისე, მე ერთადერთი ვარ, ვინც რაღაც შეცვალა ჩემში!


***
მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი ნაშრომი მეორე ტურში გადასვლისთვის გაიმეტეთ. მადლობა შეფასებებისთვის. ყველანაირად ვეცადე..



№1  offline მოდერი ლილიანა

შიგადაშიგ იკარგებოდი,თითქოს აბსოლუტურად სხვა ვინმეს წერდი და არა შენს თავს.
კარგი აზრები იყო.დროს მეც გავყინავდი,
წარმატებები
❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი An_Gel

ვერ ვიტყოდი,რომ ცუდია,მაგრამ უმთავრესი ანუ "შენ" ვერ გიგრძენი ამ წერილში. თითქოს სხვას სწერდი და არა შენს თავს. მომენტებში ისე უყვებოდი რაღაცეებს,თითქოს სხვა ადამიანს წერდი.წარმატებებს გისურვებ <3

 


№3  offline წევრი gvanc(a) 15

მსუბუქი წასაკითხი იყო, ლამაზი გადახვევებით, ვგიჟდები როცა მარტივად იკითხება რაღაც და ამავდროულად რთული აღსაქმელია.
დადებულებიდან ყველაზე მეტად მომეწონა,მაგრამ რა ვქნა, იმდენად არა,როგორც მინდოდა.
,,მე"-,,შენ"-,,ჩვენ". ,,ჩემი მე,ჩემში",,,ჩემი მეორე მე" და ა.შ, ამ მინაწერებზე რატომღაც სურვილი მიქრება წავიკითხო. პირდაპირ ,,აჯახებს" კონკურსის თემატიკას, აი მე ჩემს თავზე ვწერ, მე ჩემს ,,მეზე" ვწერ... მგონია რომ აქ რაღაც სხვა უნდა. არაა აუცილებელი მიუთითო რაზე წერ,ვისზე წერ,რატომ წერ... უბრალოდ უნდა იგრძნონ,რომ ეს შენ ხარ-შენივე შეხსენების გარეშე.

წარმატებები...

 


მაპატიე მაგრამ ეს ის არააა რასაც შენგან ველოდი :///

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

რაღაც ამოუცნობი იყო, იდუმალი. სევდას ატარებდა და თან ვხედავდი, თვალწინ ჩამივლიდა შენი ცხოვრება წამიერად. მე არ გიცნობ შენ, შესაბამისად ვერ ვიტყვი ეს ყალბია თუ არა, და ზემოთხსენებულთაგან განსხვავებით ვერც იმას ვიტყვი, რომ შენ თავს არ წერდი.
გილოცავ დაბადების დღეს დაგვიანებით - ხო 25 სექტემბერია ახლა, ორი დღე გადავცდი, მაგრამ არაუშავს...
მომეწონა შენი სტილი, დამასევდიანა, მაგრამ საინტერესო იყო. აქა-იქ კარგი ფრაზები და საინტერესო მიმდინარეობა, სვლა.
მოკლედ აბა შენ იცი და წარმატებები :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline წევრი 5th Angel

ლილიანა
შიგადაშიგ იკარგებოდი,თითქოს აბსოლუტურად სხვა ვინმეს წერდი და არა შენს თავს.
კარგი აზრები იყო.დროს მეც გავყინავდი,
წარმატებები
❤❤



მადლობა შეფასებისთვის.

papastatekulosi
ვერ ვიტყოდი,რომ ცუდია,მაგრამ უმთავრესი ანუ "შენ" ვერ გიგრძენი ამ წერილში. თითქოს სხვას სწერდი და არა შენს თავს. მომენტებში ისე უყვებოდი რაღაცეებს,თითქოს სხვა ადამიანს წერდი.წარმატებებს გისურვებ <3


მადლობა,გავითვალისწინებ..

okay
მიუხედავად იმისა, რომ მომენტებში ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს შენს თავს კი არა, სხვა ვინმეს წერდი, მაინც, ჯერ-ჯერობით ატვირთული ჩანახატებიდან გამორჩეული იყო.
მომეწონა.
სათაური რომ უკეთესი მოგეფიქრებინა, ცუდი არ იქნებოდა ისე...
საბოლოო ჯამში მართლა კარგია, უბრალოდ წინა ტურის სიახლე ჯობდა ჩემი აზრით.


ძალიან დიდი მადლობა, შეფასებისთვის.

gvanc(a) 15
მსუბუქი წასაკითხი იყო, ლამაზი გადახვევებით, ვგიჟდები როცა მარტივად იკითხება რაღაც და ამავდროულად რთული აღსაქმელია.
დადებულებიდან ყველაზე მეტად მომეწონა,მაგრამ რა ვქნა, იმდენად არა,როგორც მინდოდა.
,,მე"-,,შენ"-,,ჩვენ". ,,ჩემი მე,ჩემში",,,ჩემი მეორე მე" და ა.შ, ამ მინაწერებზე რატომღაც სურვილი მიქრება წავიკითხო. პირდაპირ ,,აჯახებს" კონკურსის თემატიკას, აი მე ჩემს თავზე ვწერ, მე ჩემს ,,მეზე" ვწერ... მგონია რომ აქ რაღაც სხვა უნდა. არაა აუცილებელი მიუთითო რაზე წერ,ვისზე წერ,რატომ წერ... უბრალოდ უნდა იგრძნონ,რომ ეს შენ ხარ-შენივე შეხსენების გარეშე.

წარმატებები...



მადლობა გვანცა, გამიხარდა შენი კომენტარი. ყველაფერს გავითვალისწინებ და ვეცდები, მომდევნო სიახლეები დავხვეწო..
მადლობა კიდევ ერთხელ..

იასამნისფერი
მაპატიე მაგრამ ეს ის არააა რასაც შენგან ველოდი :///


მადლობა შეფასებისთვის!

ერკე
რაღაც ამოუცნობი იყო, იდუმალი. სევდას ატარებდა და თან ვხედავდი, თვალწინ ჩამივლიდა შენი ცხოვრება წამიერად. მე არ გიცნობ შენ, შესაბამისად ვერ ვიტყვი ეს ყალბია თუ არა, და ზემოთხსენებულთაგან განსხვავებით ვერც იმას ვიტყვი, რომ შენ თავს არ წერდი.
გილოცავ დაბადების დღეს დაგვიანებით - ხო 25 სექტემბერია ახლა, ორი დღე გადავცდი, მაგრამ არაუშავს...
მომეწონა შენი სტილი, დამასევდიანა, მაგრამ საინტერესო იყო. აქა-იქ კარგი ფრაზები და საინტერესო მიმდინარეობა, სვლა.
მოკლედ აბა შენ იცი და წარმატებები :*



ძალიან ძალიან გამახარა, შენმა ასეთმა შეფასებამ.
იმისთვისაც მადლობა, რომ ჩემი გრძნობების გაიგე და მიხვდი..

 


№7  offline წევრი N7

ძალიან კარგი იყო.
თუმცა ვეთანხმები ზემოთ დასმულ საკითხებს, ნაწერში დაგკარგე და ვეღარ გიპოვნე.
მომწონს შენი სტილი, მომწონს რასაც წერ და ბევრ წარმატებას გისურვებ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent