დღისა და ღამის გასაყარი
მზის მაცოცხლებელი სხივი მიელამუნება საყვარელ ხის ტოტებს ნელ-ნელა , პარვით უკან დაიხია და თვალსაწიერიდან სადღაც მიიმალა, გაჰყვა ჰორიწონტს და მშვიდად ჩაესვენა სამუდამო სამყოფელში, რომელიც ყველასთვის საიდუმლო და მიჩქმალულია იგი იძინებს, მაგრამ ტოვებს რაღაც იდეალური სინატიფით გასხივოსნებულს, წამს, თითქოს წუთს,თითქოს საუკუნესო, მისი მისი თვალთა კრთომა გაფორიაქებს და იმედს გისახავს მკრთალად. იმედს, რომელსაც ახალი დღის აღმოცენება ჰქვია. იმედს და ნაპერწკალს, რომელიც მალე აგიზგიზდება. მომენტს, რომელიც გცვლის, თითქოდ გაფერადებს და განგაწყობს შეეგებო ბნელით მოცულს, შვ-თეთრში განწყობილ ლამაზ ნატურებს. გამოკვეთილს სრულიად სხვამხრივს და არაამქვეყნიურს... ღამეს. წამი გრძელდება უსასრულობად, მისი ბორკილები გბოჭავს და ბულბულივით გალიის ტყვედ გაქცევს. ტყვედ, რომელსაც აღარ ძალუძს განთავისუფლება და აღარ იბრძვის, არამედ პირიქით. ნებდება და ღრმად აღწევს მისსაინტერესო უფსკრულებში. ჩაგითრევს მორევში, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია არაამქვეყნიურად ამაფორიაქებელი. ძაფი წყდება, წყდება და მეტად შორდები შენთვის ნაცნობს. ეს არ არის მშვენიერება არა, აღმატებითია, რომელსაც საზღვრები არ აქვს. მიწა ქრება, მხოლოდ ჰაერი, რომელიც განუწყვეტლივ გმინავს და მოძრაობს შენში, რომელიჩ მეგზურია, სამყაროსა და შენს შორის. შემოაქვს გრძნობა და მოძრაობს მანიშნებელი, გულისცემის აღმრეველი წერტილი. თითქოს ციცქნა, მაგრამ სამყაროზე დიდი. იბადება წამი გულისცემის გარეშე, წამი სუნთქვის გარეშე, წამი შენი არსებობის გარეშე და შენ ქრები. მიუყვები მზის სხივისკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკს... მიდიხარ, მიფრინავ, მიისწრაფი მაგრამ ამაოდ. ბნელმა დაგიბყრო, ხელი ჩაგჭიდა, მოგაბრუნა ამაოებისკენ, ფიქრობ, დამთავრდა .... არა, ყველაფრის მფარველი, ყველაფრის მომცველი სიბნელის ზღვაში იძირები. ცდილობ ამოიცნო, რა იმალება უზარმაზარი, მოოჭვილი, მიმქრალი ლანდებით მოჭითული ფერდის უკან და ისევ მეორდება, ისევ იკარგები, ახლა საპირისპირო მხარეს და გავიწყდება პირველი შეგრძნება. ახალი უფრო გიზიდავს და გატყვევებს ამოიცნო, გაიგო რას მალავს, სად იტევს ამდენ საიდუმლოს და სად არ გვიმხელს ფიქრებს ყოვლისმომცველს. ცხოვრება აფსურდულია, უძირო წუთისოფელი ჭაა თვალუწვდენელი.იგი აზვირთდება და გამარაგებს ახალი ტალღებით, რომელში ჩაწვდომაც შენი არსი ხდება, და რომელიც ბევრ სიურპრიზს გიწყობს. გაბრმავებს და უკუნისამდე შეპყრობილი რჩები მისით, იმ წუთუთ და საათით, რომელიც შუაში გაჩერებს შენს თავსა და სამყაროს შორის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.