შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელენა და გიორგი


6-10-2016, 02:51
ავტორი kintsura
ნანახია 1 985

როგორც თითქმის ყველა ნაწარმოებს ახასიათებს და დასაწყისში შესავალით მოგვესალმებიან ხოლმე, მეც არ ვუღალატებ ჩვეულ წესს და ორიოდე სიტყვას გეტყვით იმ ამ ამბის შესახებ რომელიც ვფიქრობ რომ უნდა იცოდეთ. მინდა მე და ჩემს ცოლზე გიამბოთ, უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩვენი ისტორია მოგცემთ იმედს, იმედს რომ ერთმანეთი თავდავიწყებით გიყვარდეთ. სხვა თუ არაფერი რამოდენიმე სასიამოვნო წუთს მაინც გაჩუქებთ, ყოველ შემთხვევაში მინდა რომ სასიამოვნო იყოს. ჩემთვის ამაზე სასიამოვნო არაფერია დედამიწის ზურგზე.
მე გიორგი მქვია, ძალიან მომწონს ჩემი სახელი. ალბათ ფიქრობთ რომ ერთი უბრალო თინეიჯერი ბიჭი ვარ სახეზე გამონაყარით, რომელიც დეპრესიამ დაამარცხა და ცდილობს ემოცია ფურცელზე გადმოსცეს. ამ შემთხვეევაში იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით რომ პენსიაზე დამოკიდებული ერთი უბრალო მოხუცი ვარ, მოხუცი რომელსაც ტვინის სიმსიმნე აქვს და შეიძლება ყოველ წამს ესტუმროს სიკვდილი, რომელიც უკვე ორჯერ შეხვდა პირისპირ, მაგრამ საბედნიეროდ დაამარცხა. სხვათაშორის არც ფურცელზე ვწერ, და არც კალამი მაქვს, მე ძალიან მომწონს თანამედროვე ტექნოლოგიები და უფრო კონკრეტულად კომპიუტერი რომლითაც უკვე დიდი ხანი არის ვსარგებლობ. შეიძლება ითქვას თინეიჯერი მოხუცი ვარ, კომპიუტერზე სინათლის სიჩქარით ვბეჭდავ, ამ საქმეში თინეიჯერებს ნამდვილად ვაჯობე. ჩემს გარეგნობაზე არ ვისაუბრებ და თავს არ მოგაწყენთ, დეგრადირებული ორგანოების კითხვით.
ჩემს ცოლს ელენა ჰქვია, როგორ მიყვრს ეს სახელი, ოო ელენა ელენა.
არ ვიცი როგორ დავახასიათო, უფრო სწორედ ვიცი მაგრამ , არ ვიცი . ძალიან სასაცილოა, ახლა მართლა მოზარდივით დავიბენი,
ის ლამაზია, ნამდვილი მზეთუნახავი, მისი დანახვისას მთელი ცხოვრების მანძილზე გაოცებული ვრჩებოდი ხოლმე, დღე არ გასულა რომ არ ყოფილიყო მომენტი როდესაც ელენას ვუყურებდი და პირი ღია არ დამრჩენოდა. ელენა მღერის, თან ისე კარგად რომ არცერთ ცნობილ მომღერალს არ შევადარებდი, უბრალოდ ყველაზე მეტად მსიამოვნებს მისი ტკბილი ხმის მოსმენა, მისი ხრინწი , მისი ემოცია. ოო ელენა ელენა.

თებერვლის ცივი საღამო იყო, ისეთი ცივი რომ ძაღლსაც კი არ გააგდებდნენ გარეთ, ქარის ხმა არ ისმოდა, არც ჩიტების, არც მანქანების, და არც ბავშვების ტიტინი გვაწუხებდა. მე და ელენა ბუხართან ვიჯექით, ერთმანეთს ვეხვეოდით და ისეთი სიჩუმე იყო რომ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმოდა, ერთმანეთის გულის ცემას ვგრძნობდით, ხმა მხოლოდ ბუხრიდან გამოდიოდა, ისიც ნაკვერჩხალი თუ დაიტკაცუნებდა წუთგამოშვებით. ვისხედით და ვიხსენებდით ახალგაზრდობას, ათას უაზრო წვრილმანსაც კი. ეს უბრალოდ გვაბედნიერებდა და სიცოცხლის ხალისს გვაძლევდა. ვისხედით ორი ბებერი და ვიხსენებდით.
ელენა: გიორგი
გიორგი: - გისმენ ჩემო მზეთუნახავო
ელენა: გახსოვს ჩვენი პირველი პაემანი?
გიორგი: არეული მარტი, კაფე, წითელი ღვინო, ორივემ პირველად გავსინჯეთ წითელი ღვინო
ელენა: ერთიმეორეს ვატყუებდით თითქოს ღვინოს ყოველდღე ვწრუპავდით
გიორგი: ვარდები
ელენა: რომელიც სკოლის წინ მდებარე მაღაზიაში მოიპარე
გიორგი: რამდენჯერ უნდა გითხრა რომ მეზობლის ბაღში მოვიპარეე!
ელენა: კარგი ხო კარგი, ვარდი, რომელიც მეზობლის ბაღში მოიპარე.
გიორგი: წითელი კაბა გეცვა, ძალიან მომწონდა ის კაბა
ელენა: უბრალოდ მეტი არ მქონდა
გიორგი: ხო კაბებს არ იცვამდი, ალბათ პირველად გეცვა
ელენა: არა მეორედ, პირველად ახალ წელს ჩავიცვი, ძალიან მიხდებოდა, გახარებული დავრბოდი სახლში, მინდოდა რომ არასდროს გამეხადა და ყოველთვის მცმოდა.
გიორგი: ჩაბნელებული ქუჩები
ელენა: წყვილი რომელსაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ მაგრამ ამის თქმის ორივეს ეშინოდა
გიორგი: ეე მე არ მეშინოდა უბრალოდ მომენტს ველოდებოდი
ელენა: კარგი ხო, რამდენჯერ უნდა მითხრა , უბრალოდ გეშინოდა მეტი ხომ არაფერი.
გიორგი: ისევ ისეთი ჯიუტი ხარ!
ელენა: შენ მასწავლე
გიორგი: მინდა
ელენა: რა გინდა?
გიორგი: შენ
ელენა: ხო მაგრამ ჩვენ ხომ ერთად ვართ?
გიორგი: კი მაგრამ...
ელენა: რა მაგრამ
გიორგი: არ ვიცი უბრალოდ როცა შენს გვერდზე ვარ მაინც მენატრები ხოლმე. სასაცილოა ხო ?
ელენა: გახსოვს, შენი კლასელი თინა?
გიორგი: კი როგორ არ მახსოვს, ძალიან მოვწონდი, ყოველთვის ცდილობდა რომ ჩემთან ყოფილიყო მაგრამ შემდეგ მოულოდნელად დამივიწყა და სხვა ბიჭთან დაიწყო ურთიერთობა, მე ეს არ მაღელვებდა, მე ხომ შენ მიყვარდი.
ელენა: იცი მე ის შევაშინე
გიორგი: რაა?
ელენა: შევაშინე, ვუთხარი რომ თავს თუ არ დაგანებებდა სახლს გადავუწვავდი, იმ სულელმა დაიჯერა და თავი დაგანება , სასაცილოა ხო?
გიორგი: გიჟი ხარ !
ელენა: შენ მასწავლე!
გიორგი: მიყვარხარ
ელენა: მ...
გიორგი: გინდა წავიდეთ?
ელენა:სად უნდა წავიდეთ?
გიორგი:არვიცი უბრალოდ წავიდეთ და გავერთოთ
ელენა: გიორგი, ჩვენ ხომ მოხუცები ვართ, სად უნდა გავერთოთ, ჩვენთვის ხომ გართობა აღარ შეიძლება?
გიორგი: და ვინ გითხრა რომ არ შეიძლება?
ელენა: არვიცი უბრალოდ... სად უნდა გავერთოთ?
გიორგი:არ ვიცი მოვიფიქრებთ
ელენა:გიჟი ხარ!
გიორგი:ვიცი, გიჟი ვარ და შენც გაგაგიჟე
ელენა:წავედით?
გიორგი: წავედით.

ელენე და გიორგი სახლიდან გავიდნენ, მთელი თვის სამყოფი თანხა წამოიღეს და თებერვლის ცივ სუსხიან ამინდში გიჟებივით გავარდნენ. გაგიკვირდებათ და მოხუცებულები კლუბში შევიდნენ, ერთიმეორეს გაოცებულები უყურებდნენ, არცერთს არ სჯეროდა რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. ახალგაზრდები უყურებდნენ და სიცილისგან თავს ვერ იკავებდნენ. მათ დალიეს, დათვრნენ, იცეკვეს, იცანცარეს, იგიჟეს, იბავშვეს, იხულიგნეს, იმღერეს ერთი თინეიჯერი ბიჭიც გალახეს და კლუბიდან წამოვიდნენ, ისინი ისე კისკისებდნენ რომ მთელს ქუჩაზე მყოფ ხალხს მათი გემრიელი სიცილის ხმა ესმოდა. ისინი ისეთი ბედნიერები იყვნენ რომ ვერაფერი ვერ წაართმევდა ამ ბედნიერებას. შემდეგ სახლთან ახლოს, კაფეში წავიდნენ, ცოტა კიდევ დალიეს, მიმტანს მაგიდაზე სანთელი მიატანინეს, შუაში ჩაადგმევინეს, მოუკიდეს, შემდეგ ყვირილი მორთეს რომ შუქს თუ არ ჩააქრობდნენ თავს მოიკლავდნენ და ყელზე დანა ჩანგლები მოიბჯინეს. შემდეგ მუსიკა ჩაართვევინეს, ზოგს ეს ყველაფერი მოსწონდა, მაგრამ ერთერთმა მიმტანმა მუქარა ესროლა მათ, უთხრა რომ პოლიციაში დარეკავდა. გიორგიმ პასუხად სიყვარულის სადღეგრძელო ფეხზე ამდგარმა წარმოსთქვა და შესვა. შემდეგ ხმადაბალი ტონალობით უთხრა ფეხებზე თქვენი მილიცია ვერ ხედავთ პაემანი მაქვს დამაცადეთო, ზოგი იცინოდა, ზოგს ეღიმებოდა, ზოგი ტიროდა, მიმტანი კი დანებდა და წყვილს გაოცებული უყურებდა. ელენა და გიორგის არაფერი არ აინტერესებდათ, ისინი ვერავის ვერ ამჩნევდნენ ერთმანეთის გარდა, მომენტალურად წამოხტნენ და ცეკვა დაიწყეს, მათ მთელი კაფე აყვა, ბავშვები, ქალები, კაცები, მოხუცები, ყველა ცეკვავდა. ერთი სიტყვით ელენა და გიორგიმ დიდი ჟრიამული გამოიწვიეს. შემდეგ ჩქარი სიმღერები ჩაართვევინეს და ერთმანეთს გიჟივით ეცეკვვებოდნენ, გიორგი ერთი ორ თინეიჯერს პირისპირ შეეჯიბრა და კარგი სანახაობაც კი აჩვენა. ნამდვილი შოუ მოაწყვეს. ბოლოს კაფიდან ისე გაიქცნენ რომ კრინტიც კი არ დაუძრავთ. ისინი ძალიან მთვრალები იყვნენ, არც კი იცოდნენ რას აკეთებდნენ, ან იცოდნენ და უბრალოდ ბედნიერებით ტკბებოდნენ. იხსენებდნენ, ახალგაზრდობას, ერთობოდნენ,სვამდნენ,იცინოდნენ,ტიროდნენ,დარბოდნენ, სეირნობდნენ, ხუმრობდნენ, ყვიროდნენ, გაუთავებლივ სვამდნენ ალკოჰოლს, მათი ბედნიერება სხვა ადამიანებმაც გაიზიარეს , და სრული აპათიიდან ნამდვილი რომანტიკოსი წყვილები ხდებოდნენ, ივიწყებდნენ ყველა იმეგაცრუებას, ყველანაირ გულგრილობას, სევდას,ბოროტებას და დეპრესიას. გიორგი და ელენა სახლის გზაზე გათიშულები მისეირნობდნენ როდესაც ერთერთმა პოლიციის თანამშრომელმა მანქანით გაიტანა. რამოდენიმე წამში ძალიან ბევრი ადამიანი მოეხვია ირგვლივ ელენა და გიორგის. ქაოსურ მდგომარეობაში ერთი-მეორეს უზიარებდნენ თავის განცდებს, ეს იმიტომ რომ მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო, მხოლოდ სიტყვებით თუ გააცილებდი მათ სააქაოდან საიქიოში. თებერვლის ცივი დღე იყო, როდესაც გიორგი და ელენა გვერდი-გვერდ დაასაფლავეს, მით საფლავზე ეპიტაფიაც კი ეწერა,
"ამ გულს ყოველთვის შეგინახავო
შენ ერთადერთო მზეთუნახავო".
მე ერთი უბრალო უბედური, უმუშევარი კაცი გახლავართ, ახლა მონასტერში ვცხოვრობ და ცხოვრების დარჩენილ დღეებს უფლის სამსახურში ვატარებ. სანამ მონასტერში წამოვიდოდი, პოლიციის თანამშრომელი ვიყავი, ბოლოს ერთი უბედური შემთხვევის გამო გამომაგდეს სამსახურდან. მე არასდროს დამიწერია მოთხრობა, არც ლექსი, არც ნოველა, საერთოდ არაფერი. როდესაც ორი მოხუცებული შეყვარებული წყვილი დაიღუპა, მე რამოდენიმე დღის მერე მათ სახლში მივედი, არ ვიცი რატომ, უბრალოდ მინდოდა რომ მივსულიყავი, მინდოდა რომ მენახა თუ სად ცხოვრობდნენ ისინი , საძინებელ ოთახში კომპიუტერი იდგა, კომპიუტერში შევძრომა ვცადე მაგრამ მას პაროლი ეყენა. 2 საათი ვცდილობდი რომ შევსულიყავი, რა არ ვცადე, ლექსიკონიდან რაც კი გამახსენდა ყველა სიტყვა ჩავწერე, ბოლოს უაზრო ცდებს მოვრჩი და რამოდენიმე წამით დავფიქრდი, ძნელი არ ყოფილა იმის მიხვედრა რომ პაროლი ელენა იქნებოდა. კომპიუტერი რომ გავხსენი ერთი ფაილი შევამჩნიე სადაც გიორგი მოთხრობის დაწერას ცდილობდა. იქ ეწერა თუ როგორ უყვარდა ელენა, ეწერა როგორ ესმოდათ თებერვლის ცივ დღეს ბუხრის წინ ერთმანეთის სუნთქვის ხმა, როგორ იხსენებდნენ ახალგაზრდობას, ეწერა თუ როგორ წავიდნენ გასართობად, ალბათ სანამ ელენა მოემზადა და სახლიდან გვიდოდნენ გიორგიმ დრო იხელთა და მოთხრობის წერა დაიწყო მაგრამ დასრულება ვერ მოახერხა. მე მთელი ქალაქი მოვიარე, მოვიარე რესტორნები, კაფეები,ბარები, სკვერები,კლუბებიც კი . ძალიან ბევრი ტყუილის თქმა მომიხდა. ზოგს თავი პოლიციელად გავაცანი, ზოგს ჯურნალისტად, ზოგს პარლამენტარად, ზოგს პოეტად, და ზოგს მუსიკოსად. მე მათი ყოველი ნაბიჯი გავიგე, გავიგე თუ როგორ ერთობოდნენ იმ ღამეს. მას შემდეგ დავიწყე წერა, დავიწყე და იმედი მაქვს რომ გიორგის მოეწონება, არვიცი თუ რის თქმას აპირებდა გიორგი როდესაც თქვა რომ საინტერესო ამბავი უნდა მოეყოლა ჩვენთვის, სასიამოვნო ამბავი რომელიც სიყვარულს გვაზიარებდა. მაგრამ ვფიქრობ რომ ეს უკვე ყველამ ვიცით, ვიცით რომ მათ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ და გიორგის უნდოდა რომ ამ გრძნობის შესახებ ეამბო თქვენთვის. ყოველ დღე წავიკითხავ და სხაპასხუბით დავიზეპირებ მოთხრობას, და აი როდესაც გარდავიცვლები და მას ვიპოვი, აუცილებლად მოვუყვები ყველაფერს.
იცით, მათ თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი, მთელი ცხოვრების მანძილზე ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ზრუნავდნენ, და ტკიოდათ ერთმანეთის სატკივარი, ასეთი სიყვარული ფილმებშიც კი არ მაქვს ნანახი. არამგონია რომ კიდევ ერთხელ დაიბადოს ასეთი სიყვარული , იმიტომ რომ ეს შეუძლებელია.
ცხოვრებაში არაფერი კარგი არ გამიკეთებია, გარდა ცუდისა. შეიძლება ითქვას ერთი კარგი გავაკეთე, როდესაც ბოლო კაპიკით გიორგი და ელენას საფლავის ქვაზე ეპიტაფია დავაწერე.
"ამ გულს ყოველთვის შეგინახავო
შენ ერთადერთო მზეთუნახავო".

ავტორი: გიორგი კინწურაშვილი



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent