შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ დროა, სიყვარული ისწავლო ?


6-10-2016, 10:36
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 393

ქუჩა ცარიელია, მხოლოდ ის მიაბიჯებს, წელში გამართულს კისერიც კი მაღლა აუწევია და ამაყად მიაპობს ჰაერს, რომელსაც მედიდურად ისუნთქავს, თითქოს მასზე მნიშვნელოვანი იყოს, არადა ის, ის ამაყი გოგონა, არავისთვისაა აუცილებელი, ოდნავაც კი არა, გავა დრო და სულ დაავიწყდებათ მისი არსებობა, მალე საერთოდ ვეღარ იგრძნობებნ, რომ იღვიძებენ და იძინებენ მათი ქვეცნობიერნი ამ გოგონას გარეშე.
ასეა, დიახ ასეა.. ის არავის სჭირდება და აღარც მას სჭირდება ვინმე, ყელში ამოუვიდა ის მოჩვენებითობა, რომელიც ხალხთან აკავშირებს, სძულს ყოველი ყალბი მოკითხვა, გაღიმება, ჩახუტება...
თუმცა მაინც ამაყად მიაბიჯებს. იქნებ სწორედ უსიყვარულობა ხდის ამაყს ? იქნებ მწვერვალი ჰგონია საკუთარი თავი, რომელსაც მოკვდავი ვერ უსწორებს მზერას ან იქნებ იმდენად ოპტიმისტია, რომ ცვლილებების სჯერა ?
მაგრამ არა! ადამიანები არ იცვლებიან!
შენ ამაყი ხარ, მედიდური, დამცინავი და ირონიული თვითმარქვია! შენ ვერ შეიცვლები, მუდამ ასეთი დარჩები, ყველასგან განზე მდგომი, როგორც მყინვარს, რომლის მეტაფორაც გძულდა, თავად დაემსგავსე.
საშინელი ადამიანი ხარ. როგორ ექცევი გარშემო მყოფთ ან როგორ ექცევი საკუთარ თავს ? ყველაფერი გინდა, გინდა, მაქსიმალურად გამოიყენო ამქვეყნიური ნობათი, მაგრამ მსხვერპლის გაღება არ გსურს...
გაუმაძღარი, დაუკმაყოფილებელი არსება ხარ და სიყვარულიც კი არ შეგიძლია. ამასთან ერთად საშინლად ცივი გული გაქვს, ისეთი გაყინული, როგორიც მყინვარსაც არ ექნება.
გუშინ როგორი თვალებით გიყურებდა, დაინახე ? ლამის იყო კისერი მოსტეხოდა. შეამჩნიე, როგორ უციმციმებდა თვალები შენს დანახვაზე ? ალბათ არა, ან შეამჩნიე და უბრალოდ დააიგნორე, აუჩქარე ნაბიჯს და იქაურობას გასცილდი, თან ფიქრობდი, კიდევ მიყურებს თუ არაო. როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი ? მერე გაჩერებულიყავი ოთხასიოდე მეტრის მოშორებით, ზედაპირულ საუბარს შეჰყოლოდი და სულ არ გაგხსენებოდა, რომ მისი მზერა ისევ შენზე იყო მოყინული.
რატომ მოიქეცი ასე ? მას ხომ ეწყინებოდა შენი ადგილიდან უეცარი მოწყვეტა ? ასე მხოლოდ იმიტომ იქცევი, რომ ის არ ჰგავს იმათ, ვინც შენ გიზიდავს თავისი მომხიბლავი გარეგნობით ? ნუთუ მხოლოდ გარეგანად აფასებ ხალხს ?
„ქსეროკოპიოს“ მანქანასთან ბიჭი რომ იყო, გახსოვს ? მაღალი, კუნთებზე გამოყვანილი პერანგითა და ლურჯ შარვალში ყანჩასავით ატოტებული ფეხებით, თმები უკანასკნელ მოდაზე რომ დაეყენებინა ? აღიარე, რომ გინდოდა მას შემოეხედა შენთვის და გული დაგწყდა, რომ არც კი შეუმჩნევიხარ.
იქნებ დროა, აღიარო, რომ იდეალური არ ხარ და ვერც ვერასდროს გახდები, იქნებ დროა, გრძნობებს კარი გაუღო ? იქნებ დროა, ცივი იმიჯი შეცვალო თბილით ? იქნებ დროა, სიყვარული ისწავლო ?

შენი სიტყვები ჰაერმა გაფანტა შორს, არაფერი ესმის ჩემს გულთასმენასო, მითხარი და წახვედი, სად წახვედი, თვითონაც არ იცოდი. ნაწყენი იყავი იმის გამო, რომ, დღეს, როცა უნივერსიტეტიდან გამოდიოდი, იმ უცნაურად შეუხედავმა ბიჭმა მოგაძახა, დარჩები ღმერთივით მარტოო და თან ხელის გადამცემს შენთვის ტელეპათიური კოცნაც გამოატანა. შენ მაშინ არაფერი გითქვამს, იმაზეც არ გქონია რეაგირება, როცა შორს წასულს მოგესმა, მაგ მშვენიერი ხასიათის ბრალიაო.
ვიცი, ახლა ფიქრობ, ღმერთის მარტოობა რას უნდა ნიშნავდეს; ფიქრობ, რომ მისი ჯვარცმა ჰქონდა მხედველობაში შენს შეუხედავ პრინცს და თავს იმით იიმედებ . რომ შენი მარტოობაც ღვთაებრივობამ განაპირობა.
დრო გადის, გადის სწრაფად და ურიტმოდ, გადის და შენც მიყვები მას, ისევ მარტო და ისევ ამაყად, ისევ ღიმილით და ცინიკური გამოხედვით, თუმცა არა ძველებურად, შენ ხომ ყოველ დილას, როცა იღვიძებ, გულის სიღრმეში არსებულ პატარა ნახვრეტის მეშვეობით შენში სიცივე შემოაქვს იმ უცნაურად შეუხედავი, წელში მოხრილი, უაზროდ მომღიმარი ბიჭის სიტყვებს, ღმერთივით მარტო დარჩებიო და გიჩნდება კითხვა, ეს მართლაც შენი ხასიათის ბრალია თუ არა...



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

eremar
დედაა, სულ როგორ ილანძღება ეს ბიჭი, გააადააამრეეევსსს :Dდდდდ

რომ ჰკითხო, თვითონ ისწავლა უკვე ზედმიწევნით...:DDD

რას გულისხმობ ?

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

eremar
უნდა ვწერო
eremar
დედაა, სულ როგორ ილანძღება ეს ბიჭი, გააადააამრეეევსსს :Dდდდდ

რომ ჰკითხო, თვითონ ისწავლა უკვე ზედმიწევნით...:DDD

რას გულისხმობ ?

ეგ, ისე, არაფერი... ღრუბლებში დავფრინავ და რაღაცებს გამოვიგონებ ხოლმე ჩემთვის:) ყველა ვერ გაიგებს))

კომენტარებში ნუ წერ გამოგონებებს მერე, სიახლეები დადე

 


№3 სტუმარი მკითხველი

ძალიან მაგარია, ყველაფერი ვიგრძენი,თითქოს ეს ყველაფერი ჩემთვის იყო დაწერილი...

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მკითხველი
ძალიან მაგარია, ყველაფერი ვიგრძენი,თითქოს ეს ყველაფერი ჩემთვის იყო დაწერილი...

მადლობა

 


№5 სტუმარი მე

მომეწონა ძალიან და სიახლოვე ვიგრძენი ამ ტექსტთან.გარკვეულწილად ჩემი თავიც დავინახე.მადლობა ავტორო

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

მე
მომეწონა ძალიან და სიახლოვე ვიგრძენი ამ ტექსტთან.გარკვეულწილად ჩემი თავიც დავინახე.მადლობა ავტორო

მადლობა შენ <3

 


№7  offline წევრი kakulia

ძალიან მომეწონა ძალიან kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent