სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი
ძველ ქვაფენილს პატარა ,,პოვოსკას"ეტლი მიუყვებოდა, ჯერ მზეც არ იყო ამოწვერილი და ირგვლივ არსებული ნისლი უფო შიშის გრძნობას ქმნიდა, ვიდრე სენტიმენტალობას. ზამთარი იყო, თუმცა დედა ბუნებას სამყაროსთვის არ შემოებერტყა თავისი თეთრი საბურველი, თითქოს რცხვენოდა სიშიშვლის და დროს წელავდა. ეტლი კი ჯახჯახით მიდიოდა. მასში ორი მგზავრი იჯდა. მანდილოსანს თეთრი ბეწვეული ამშვენებდა, მამაკაცი კი საკუთარი უხეში სახის ნაკვთებით დაგამახსოვრდებოდათ. მათ შორის დისტანციის შემჩნევა კი ნებისმიერ მნახველს შეეძლო. ეს ის მანძილი იყო, რაც გაგრძნობინებდათ მათ შორის ჩატეხილ ხიდს, სიშორეს, რომელიც ზედაპირული ცოლქმრული კავშირით იმართებოდა. იმ დღეს ერთ-ერთი ელიტარული ახალდაოჯახებული წყვილის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ. კარგად გაერთნენ. უბადლოდ მოირგეს ხალხში ძლიერშეყვარებულების როლი და მომღიმარე სახეები, ახლა კი თანდათან მეტამორფოზას განიცდიდნენ და ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებოდნენ. ღრმავდებოდა მათ შორის უფსკრული და ორივეს კარგად ესმოდა ეს. ქალი ულამაზესი იყო. შავგრემანი, უხეში წაბლისფერი თმის კულულები ზღვის ტალღებივით ეხეთქებოდნენ მის ფერმკთალ შუბლს. მის გამომეტყველებაში იკითხებოდა ძლიერი ინტელექტისა და ამბიციების მქონე ქალი. ეს გახლდათ ის კაბიანი არსება, რომელსაც დაუნგრიეს პირადი ცხოვრება და დედას მაჭანკლობის წყალობით გაჰყვა ცოლად ამ მოუხეშავ დევს- სრულად დაცლილს იდეალებისგან, ჯენტლმენობისგან თუ სხვა სასარგებლო თვისებისგან. ცარიელი ფიტული იჯდა ქალის გვერდით და ქალმა ეს იცოდა, თუმცა ზევსივით მშვიდი და არტემიდასავით უხვი და ხელგაშლილი იყო ქმართან. მოულოდნელად თეთრი უსასრულობიდან ციცქნა ფურცლებივით დაიწყო ცვენა ფიფქებმა. ქალი გრძნობდა ამ სიცივეს, ფიფქების დაცემით გამოწვეულს, გრძნობდა, რომ ეს საღამო ავისმომასწავებლად უნდა დაესრულებინა და გამხდარიყო ისეთივე ქორფა და წმინდა, როგორც წლების წინ თოვლი იყო. ახლა მძაფრად ესობოდა ეკლები გულში და ვერ ეგუებოდა შებილწული ქალის სტატუსს, მოტყუებულს დედისა და ვიღაცა ვიგიინდარას მიერ. ქალი ნათლად გრძნობდა დედა ბუნების მადლს, იმას, რომ საბოლოოდ მან შემოიძარცვა თეთრი პატარძლის კაბა და დედიშობილა დადგა დედამიწის წინაშე. ეს ისეთი მშვენიერი იყო, რომ ამდენი მწარე ფიქრის შემდეგ, ქალს ნაზმა და მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა ულამაზეს ბაგეებზე, ბაგეებზე, რომელსაც წლების წინ ნამდვილი ვაჟკაცი უკოცნიდა. ეს მისი სიყვარული იყო, რომელიც წაართვეს, ახლა კი სულ სხვა ქვეყანას უნდა სტუმროდა ძველი ,,პოვოსკით", ქვეყანას, რომელიც ჯოჯოხეთად ესახებოდა. ქლი მიხვდა, რომ მზემ თავისი სხივები ვეღარ მოაფინა სამყაროს, მიხვდა, რომ დრო იყო ტავადაც ძირს დაშვებულიყო. ხელის ანაზდი და მოულოდნელი მოძრაობით გაქრა კაცის ჯიბიდან ახალთახალი დატენილი დამბაჩა. ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოცდა. ქალის თეთრი ბექვეული წითელი ლაქებიდან დამშვენდა, ამას ერთვოდა განუწყვეტელი თოვა და ირგვლივ ყველაფერი წითელ-თეთრ ფერებში აკიაფდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.