შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უზენაესი სამართალი


14-10-2016, 00:32
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 664

აბა, ჩე გევარა, ნეტავ მართლაც აღშფოთებისგან მაცახცახებდეს უსამართლობის ხილვის დროს, ხომ ვიქნებოდი შენი მეგობარი, არა? მაგრამ, არა, ჩე, მე უსამართლობისას არათუ აღშფოთებისგან ვცახცახებ, არამედ ვკვდები. ვკვდები, ოღონდ ეს სიკვდილი საერთოდ არ ჰგავს სიკვდილს.

თუ ლამაზ ოჯახს შექმნი, თუ გეყოლება მშვენიერი ცოლი და ცხოვრების ლამაზი ფერებით გამფერადებელი შვილი, მაშასადამე, ეს უკანასკნელი უეჭველად შეუარდება ბორბლებს და თავისივე სიხლით მოსვის შენი ლამაზი ეზოს მიმდებარე ტერიტორიას, ცოლს კი, შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, საუკეთესო ვარიანტში სახრჩობელაში გახლართულს იპოვი, ან სულაც შენივე საწოლში თავის ახალ პარტნიორთან ერთად. შენ დაწვები ლოგნზე და იგრძნობ სისველეს, რის შემდეგაც უმალ მიხვდები, შენი ცოლის საყვარლის ს დააჯექი და ვინაიდან და რადგანაც ცა შეიღება შავად, თავადაც მალე იხილავ სააკუთარ თავს აბაზანაში და აბაზანა გაივსება შენი ვენებიდან გარდმომავალი სრულყოფილად წითელი სისხლით.

უკიდურესად ტანჯული გგონია თავი, როდესაც ერთ ღერ თმას აღმოაჩენ სოუზში და მე გეტყვი შენ, რომ ჩემი ლოგიკა ასეთია: თუ სოუზში ერთი თმის ღერი დაინახე, მაშასადამე, მინიმუმ სამი თმის ღერი უკვე შენ სასუნთქ მილში ფარფატებს და მე რომ შენი, ამას სიგარეტის კვამლით დავაგვირგვინებდი. შენ იცი, ვიღაცა არათუ სოუზსს ნატრობს, არამედ მიწაზე მიყრილ–მიმოფანტულ პურის ნამცეცს გამალებით დაეძებს, რომ კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი ღამე, იარსებობს.

ვინც გიყვარს, იმას არ უყვარხარ.

ვისაც უყვარხარ, ის შენ არ გიყვარს.

თუ მზეს ინატრებ მთვარე ამოვა და თუ მთვარეს, – მზე.

რა უფრო საუკეთესოა, მარტოხელა დედამ თავისი შიმშილით დატანჯული ჩვილი მოკლას, შაურმა უწიწაკოდ, თუ წიწაკით?!

ცოცხალია ის, ვისაც სიცოცხლე არ უნდა და მჩქეფარე სიცოცხლის მქონე პირს, სიმსივნის დიაგნოზს უდგენენ. რომელი ჯობია, შიმშილმა მოგკლას, თუ კიბომ?! ალბათ ეს უკანასკნელი, რომ სიცოცხლე გაფერადდეს სიკვდილის დროს. – ასე გულისამრევად მუშაობს ბუნების თავნება კანონები.

მაშ, მითხარი, მოკვდავო, ვის ბადებ ჩემში, როცა ჭამ და მშია; ცოცხალი ვარ და მკლავ; შენთან მინდა და მრიყავ; მიყვარხარ და გეზიზღები ?!

ვინ ვიქნებოდი მე, თუ არა კაცობრიობის ნეხვში ამოვლებული ლეში, რომ ეს ყოველივე არ მადარდებდეს და ვინ ვარ მაშინ, როდესაც მადარდებს ყოველივე ეს და ტკბილად მძინავს?!

მიდი, ღმერთო, შენი ძალით მოუხმე და მოიზიდე უზარმაზარი ასტეროიდი მთვარისკენ და დაახეთქე ის ამ უაზრო თანამგზავრზე, რათა დაირღვეს დედამიწაზე წყლის მიმოქცევა და წაგვლეკოს სულისშემძვრელმა ტალღამ. წალეკე სიბინძურე და იმეფოს სიმშვიდემ, როგორც არ არსებობამ და თუ არ იზამ ამას, ჯანდაბამდე გზა გქონია შენი ერთმნიშვნელოვნად იმედის მომცემი სხივებითურთ.

არ ვარ შენი მეგობარი, ჩე, მე არ ვცახცახებ აღშფოთებისგან უსამართლობის დროს. ეს ხომ ისეთივე ჩვეულებრივი კანონია, როგორც ოცდაოთხი საათი დღე–ღამეში.



№1  offline წევრი მოლურჯო

როგორც ყოველთვის განსხვავებული და საუკეთესო ხარ.
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Mirranda Qavtaradze

შეეესანიშნავიია ❤️

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent