შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი არ არსებობა


11-08-2016, 02:04
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 726

„ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.

მეცნიერების ამ საფეხურზე, მშვენიერებად შევრაცხავ ირმის ნახტომს, რომელიც ჩემდა განსაცვიფრებლად, მაგონებს ტვინის ნეირონებს. ნეირონები გამუდმებით ქაოსში არიან, ვით ამ ღამეს არაფერზე განლაგებული სამყარო, რომლის მთავარი საიდუმლოება, ამ საიდუმლოების ამოუხსნელობაში მდგომარეობს, მაგრამ მე თუ სრულყოფილად ამოვხსნიდი და მოვიპოვებდი ჩემი არსებობის დამამტკიცებელ საბუთს, უსათუოდ მივუახლოვდებოდი იმ ამოუხსნელობას, რომელსაც ეწოდება უსასრულობა.
შენ ერთობი სხვადასხვანაირად: მეგობრებთან ერთად განიხილავ მდაბიურ, თუ ბრძნულ აზრებს, უყურებ ფილმებს, კითხულობ წიგნებს, გიყვარს, ლაშქრობ, მუშაობ, სწავლობ, ან ჯერ კიდევ ერთი მტირალა ჩვილი ხარ, რომელიც არათუ არაფერს ეჭვობს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, არამედ საერთოდ წარმოდგენაც კი არ გაქვს, თუ სად ჯანდაბაში ხარ და ეს სულაც არ განაღვლებს. მაგრამ რანაირადაც არ უნდა ერთობოდე და ვინც არ უნდა იყო; ვინც არ უნდა გიყვარდეს, რასაც არ უნდა კითხულობდე, არასოდეს მოგდის აზრი, არსებობ თუ არა; ეს ყველაფერი: წიგნები, მეგობრები, ხედი შენი აივნიდან, შენი სასწავლებელი თუ სამუშაო, შენი ტანისამოსი, ცა, ვარსკვლავები, ფერები, მწვანე ფოთლები ხეებზე, სასიამოვნო სიო, მართლაც რეალურია თუ არა. შენ არ გებადება კითხვა, რეალური ხარ თუ არა და სწორედ ეს არის დიდი საფუძველი იმისა, რომ არ არსებობ. შენ იცი, თუ როგორი გემო აქვს შოკოლადის ნაყინს, მაგრამ არ იცი, თუ რამდენად უყვარს ვინმე შიზოფრენიკის ჰალუცინაციას ვანილის გემო. შენ არ შეგიძლია კედელში გავლა, მაგრამ არ იცი რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავს სრულყოფილად დაარწმუნებდი იმაში, რომ ყოვლისშემძლე ხარ, რომ ეს შენი სიზმარია და შეგიძლია ერთ ადგილას ასე უაზროდ არ ირბინო.
შენ შეგიძლია დამამტკიცებელი საბუთის მოძებნა:
რომ შენ ახლა არ გძინავს?
რომ ვიღაცის ჰალუცინაცია არ ხარ, რომლის ერთადერთი მოვალეობაა უბრალოდ მეტროში შესვლა და გაღიმება იმ პიროვნების მიმართ, ვინც უბრალოდ გამოგიგონა?
რომ რაღაც კოსმიური გაელვება არ ხარ, რომელმაც რაღაცნაირად შექმნა ცნობიერება, ცნობიერებამ კი უსაზღვროდ ნიჭიერი ფანტაზია?
რომ ეს ყველაფერი, რასაც ხედავ, რასაც გრძნობ, ვიღაცის ერთი დიდი ჰალუცინაცია არ არის?
რომ შენ ღმერთის გასართობი საშუალება არ ხარ?
ან იქნებ რომელიმე უნიჭო მწერლის მთავარი პერსონაჟი ხარ?
ხომ შეიძლება, ეს უსასრულობა ვიღაც შენაირი პიროვნების ტვინის ნეირონი იყოს?
რა იცი, იქნებ რაღაც უმნიშვნელო გაელვება ხარ და ამ გაელვებამ, უნებლიედ შეგქმნა შენ და შენი უსასრულობა. რა იცი, იქნებ ეს გაელვება ამდენ ხანს იმიტომ რჩება, რომ ფარდობითობის თეორია მუშაობს?
სრულიად შესაძლებელია ნებისმიერი კონკრეტული პირი თავისი ისტორიითა და ყოველდღიურობით შექმნილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველ დილით, სამსახურში წასვლის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაუღიმოს ერთ მარტოსულ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს, ვინაიდან და რადგანაც, ამ უკანასკნელის გონების რაღაც ნაწილი, მუშაობს უშუალოდ იმ საქმეზე, რაც თვითონ დაავადებულ ცნობიერებას აკლია და ამის საშუალებით ის ავსებს ფსიქოლოგიურ დანაკლისებს, მაგალითად: მე არავინ მიღიმის.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent