შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ზღვა


16-10-2016, 13:34
ნანახია 2 685

ღამეა. გარშემო ყველგან კენჭები ყრია ხოლო წინ ჰორიზონტზე მხოლოდ ზღვა და უსასრულობას ვხედავ. თუ გულაღმა დაწვებით შეგეძლებათ დაინახოთ უამრავი ლამაზი ვარსკვლავი და დიდი მთვარე. მუსიკა დაბალ ხმაზე მაქვს ჩართული და მელოდია ზღვის ხმასთან ერთად იკარგება ჩემს თავში... ჩემს სხეულში და უსასრულოდ სასიამოვნო გრძნობას მანიჭებს ეს ყველაფერი იქამდე სანამ თანმიმდევრულად არ დავიწყებ იმ უჩვეულო და განსაკუთრებული დღეების გახსენებას როცა სიყვარულით ვიღვიძებდი და ვიძინებდი. ჩემდა უნებურად დიდრონი ოკეანისფერი თვალები მარილიანი წყლით მევსება და უფრო მიფართოვდება ისედაც გაფართოებული თვალები. სასწაულად მიჩნდება სურვილი გავიხადო ჩემი ლიმნისფერი სარაფანი შავი ბასანოჩკებიდან გავინთავისუფლო ფეხები და ზღვაში შევიდე ამიტომ ვდგები და კუპალნიკების ამარა როგორც კი დავრჩები ცრემლიანი თვალებით კიდევ ეთხელ ავხედავ ვარსკვლავებს შემდეგ კი ნელა მივდივარ ზღვისკენ. ცივი წყლის შეხებისგამო მთელ ტანზე ეკლებს ვგრძნობ თუმცა იმდენად მინდა ზღვაში შესვლა ამას ყურადღებას არც ვაქცევ და ვგრძნობ წყალი როგორ იწევს მაღლა, თავში კი მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: აქ მოლოდ ჩვენ ვართ... მე და ზღვა...
წყალში ძალიან ღრმად შევდივარ შემდეგ მის ფსკერზე ვჯდები და მთელი ხმით ვყვირი. ვხვდები რომ ამ ბგერების გამოშვებით ჩემი ემოცია ზღვას გავატანე თუმცა მხოლოდ დროებით დაიკარგა ეს ტკივილი ხვალ კი როგორც კი გავიღვიძებ მივხვდები რომ ამ ბგერებმა და ამ ემოციებმა მომძებნეს და ისევ ჩემში ჩასახლდნენ. ვგრძნობ ამ ტკივილს ის ისე მხურვალედ გეკვრის რომ მისი მოშორება თითქმის შეუძლებელია ამიტომ ისევ ზღვის ფსკერზე ვჯდები და დიდი ხანი... ძალიან დიდი ხანი ვრჩები იქ თავში კი მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს : აქ მხოლოდ ჩვენ ვართ... მე და ზღვა ვართ...



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent