შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ის რაც ხარ!


17-10-2016, 00:54
ავტორი საოცრება
ნანახია 2 033

ალბათ გინახავთ ადამიანები რომლებსაც ყველაფერი აქვთ?! თუმცა ეს გარეგნული „ყველაფერი “ ხომ არაფერია სინამდვილეში. ცარიელი შანელის ჩანთა, ბოლო მოდელი „აიფონი“ ტონა მაკიაჟი სახეზე, საფულეში ფული - იმისთვის, რომ კაფეში ყავა დალიონ, რადგან დღვანდელობა ესაა.ესაა ის რეალობა, ეს არის დღვანდელი ურთიერთობა.
თუ გინდა სადაქალო სასტავში მოხვედრა მაგარი „ზმანი“ უნდა გეცვას და ყავის ფული მაინც უნდა გედოს პოპულარულ „ზავიდნიაში“.
ღმერთო რა ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება. ადამიანი ამიტომ არის საზიზღარი, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერს ეგუება.
სულ არ მაქვს სურვილი ასეთი ფასადური სიმდიდრე მქონდს, ასეთივე ფარისეველი მეგობრები, რომლებსაც მხოლოდ კაფეში შევხვდები. მეცინება იმაზე, ასეთმა „მეგობრებმა“, რომ გაიგონ ყავის ფული არ გაქვს.. ამაზე ხომ საერთოდ აიცრუვბენ შენზე გულს და მათთან ერთად სიარულის უფლებასაც ჩამოგართმევენ. არადა შესაძლოა ის ბოლო კაპიკები მშობლის წამალში დახარჯო ან თუნდაც უცხოს მისცე, რადგან შია, შენ კი სახლში უკვე ისაუზმე.
არ მესმის როგორ უნდა იურთიერთობო ადამიანებთან თუ მხოლოდ კაფეში ნახავ, მხოლოდ ბრენდებში არიან გამოწყობილები , მხოლოდ “ აკეთებენ იმას რაცსურთ“ - არადა აკეთებენ იმას რაც მასიურია და ამის გაგება უჭირთ. რთულია.
იყავი ნამდვილი, ცოცხალი და ბუნებრივი!
ჩაიცვი ის რაც გიხდება, რაც არ იქნება გამომწვევი, იყავი ბუნებრივი - გამოაჩინე შენი სინათლე - შინაგანი სილამაზე და მშვენიერება, ის რაც თვალით არ ჩანს, მაგრამ გონება ხედავს.
მიდი მეგობართან ყოველგვარი ფორმალურობების გარეშე, ეს ზედმეტი დროის კარგვაა. მოეხვიე, ესაუბრე, გადაუშალე გული.
ნუ თუ რთულია?
ნუ თუ დავრჩი 90-იან ებში?!
მე მხიბლავს სინამდვილე, მამაცი, ქუსლის კაკუნით მოსიარულე ქალები. უყურებ და გგონია ვიღაცის დასასჯელად მიდის)) მიზან-მიმართული, მოწესრიგებული. მიდის და მიაქვს მთელი ყურადღება! ეს კი მეტად წევს გრადუსს მის სხეულში. მიდის,მიმართულების ცვლილების მიუხედავად არ კარგავს რითმს. მიიწევს წინ და პულსიც ჩქარდება.
სწორედ ასეთი ქალი გამოჩნდა ვიწრო ქუჩის ასფალტის ნაწვიმარ გზაზე..
მოკლე თმები და შავი ფერის- ტყავის ქურთუკი და მომდგარი ჯინსი. როგორ უხებოდა მკაცრი ნაბიჯები უნდა გენახათ, თვალს ვერ მოსწყვეტდით.
თვალი გავაყოლე, გამოჩნდა მეორეც.. შავი „შლაპით“ და პლაშით. ერთი მეორეს უკან მიდიოდა და არც ერთი არ აგდებდა სიჩქარეს. შეხედავდი და გამომძიებელი გეგონებოდა რომელიმე კინოფილმიდან , თუმცა არა გაზვიადებული შენიღბვებით. არა , სრულიად ბუნებრივები იყვნენ ეს იყო რამაც მიიპყრო მზერა ირგვლივმყოფთა.
მიდიოდა ქალი, მისი მისამართით ყოველი მზერა სხეულში სიცხეს მატებდა.
ძნელია ამდენი მზერის ტყვე იყო. ქალი ხარ და ეჩვევი, თუმცა წლები გადის, მეტად იხვეწები და მეტად გწვავს მწვლი მზერა. გრძნობ, იმ ერთი გამოხევითაც თუ რას ფიქრობს იმ მზერაში ადამიანი. ზოგჯერ ფიქრობ, რომ საერთოდ ჯობია არც კი გესმოდეს მათი ფიქრების, თუმცა ზოგჯერ სასიამოვნოდ მწველია მზერის შეგრძნება.
იყავით ბუნებრივები,ემოციურები, რეალურები და ინდივიდუალურები ეს თქვენი გასაღებია სრულყოფილების მისაღწევად, ნაბიჯი წინსვლისათვის, ნაბიჯი რაიმეს ახალის შექმნისაკენ.
მე ასეთი ვარ.
მე სხვა ვარ.
მე საოცრება ვარ!
გაგვაოცე შენც!



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 


№2 სტუმარი Guest საოცრება

მადლობა kissing_heart
სამწუხაროდ ვერ შევდივარ ჩემს გვედრზე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent