შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება და სიყვარული


18-10-2016, 18:06
ავტორი Hickie
ნანახია 2 561

მზის უნაკლო, მოყვითალო მოთეთრო სხივებმა გამაღვიძა და სიზმრებს მომწყვიტა. თვალები ღიმილით გავახილე და გაცრეცილ შაბიამნის ფერ კედლებს თვალი მოვავლე. გვერძე გადავბრუნდი პარტნიორის მოლოდინში მაგრამ საწოლში არ დამხვდა.
არა, ის არ იყო პარტნიორი ერთი ღამისთვის. ჩვენ ერთმანეთის 'პარტნიორები 'ვართ აბსოლიტურად ყველაფერში. და დიახ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.
ვუყურებდი მუქ იასამნიაფერ გადასაფარებელს და ვიცოდი, ახლა მეორე ოთახში მელოდა.
უცნაური ჩვევები ჰქონდა, საუზმისას ყოველთვის მოვიდოდა, აბურდულ თმას გადამიწევდა და კისრის და მხრის გასაყარზე მაკოცებდა. არასდროს არ აცილებდა, თითქოს მისი უზომოდ ვარდისფერი ტუჩებისთვის ადგილი ჰქონდა მონიშნული. მე მის ყურთან მიყვარს კოცნა.
ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და ამის გვეამაყება.
ის არაჩვეულებრივი მზარეულია და როდესაც სავახშმოდ მეძახის ხოლმე, გული პატარა ბავშვივით მიმიწევს. თავის დიდ ტორებს წელზე შემომხვევდა და ხის უბრალო მაგიდაზე კოცნის შეუჩერებლად მასკუპებდა.
ჩვენ ვართ წყვილი, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს ერთმანეთის გარდა.
"სხეულია სხვადასხვა, თორემ სული ერთი" ვეუბნებოდი ხოლმე და ლოყები მიწითლდებოდა. ამაზე ყოველთვის სიცილს ტეხდა და ბილწი სიტყვებით მპასუხობდა. მისგან ეს სიბილწეც კი სასიამოვნოა..
"მე მიყვარს შენი სხეული, კიდევ კარგი სხეულიც ერთი არ გვაქვს." მეუბნებოდა მოურიდებლად. მე ამას უზრდელობაში არ ვუთვლიდი და დიახაც მე ვნებას არ ვთვლი სიბინძურედ. სიყვარული ვნების გარეშე არაფერია!
ბევრი სულელად მთვლიდა, თუმცა ყოველღამე ერთმანეთის ნეტარებაში ჩაძირულებს აღარაფერი გვახსოვდა.
როცა მეგობრებში წამიყვანდა, საკუთარ თავს ყველაზე მეტად მაშინ შევიგრძნობდი. მეამაყებოდა იმ კაცის გვერძე ყოფნა, რომელსაც მეგობრებში ადიდებდნენ და გარე ხალხისთვის ყველასთვის სასურველი იყო.
როცა მეგობრებში სმა და ქეიფი იყო, იქ ერთადერთი გოგო მე ვიყავი და არანაირი შეზღუდვა არ მქონდა. გარკვეული საზღვრები გვქონდა და ამის შედეგად იშვიათად თუ ვკამათობდით.
გამახსენდა პირველად რომ წამიყვანა ასეთ სიტუაციაში და პირველად რომ ამაწითლა.
"- გიყვარს?" ჰკითხა ერთერთმა, მან კი რათქმაუნდაო და ისე ძლიერ მიმიხუტა, რამის ნეკნები დამატეხა.
"-მასთან სექსი გექნებოდა?" ამ კითხვას კი ჩემსავით არ ელოდა და პირველი სიწითლეც ამას მოყვა. ხმა არ ამოუღია და მე შემომხედა, თითქოს ჩემგან ელოდა თანხმობას. რათქმაუნდა კი!
როცა ადამიანი გიყვარს მაშინ არანაირი ფიზიკური საზღვრები არ არსებობს!
თავი მსუბუქად დავუქნიე და მანაც მეგობარს მწარედ უპასუხა.
მეამაყებოდა როცა ამბობდა მე სხვა ვიყავი. ვიცნობდი მის ყოფილებს და მათზე გული მწყდებოდა.
როგორი სულელი უნდა იყო ადამიანი რომ ასეთი საოცარი კაცი ხელიდან გაუშვა?
მე ამას ნამდვილად არ ვაპირებ.
ხშირად მიეჭვიანია და ჩავკეტილვარ სახლში როცა არავინ ყოფილა.
ხშირად შემშინებია მისი და გავქცეულვარ რადგან არ მინდოდა მისი ბნელი მხრის დანახვა.
მარტო დარჩენას კი არ მაცდიდა.
მაშინ როცა საკუთარ ოთახში ფანჯარასთან ჩაკეცილს სული მეცლებოდა, მისი მანქანის მუხრუჭების ხმა მაფხიზლებდა და ზუსტად ათ წამში ჩემ ოთახში იყო.
მას ამ დროს ზურგს ვაქცევდი, არ მინდოდა ასეთი ვენახე, მის წინაშე ხომ უკვე ბევრს უტირია.
აქედან დაიწყო მისი უჩვეულო ჟესტები.
მხრის და კისრის გასაყარზე კოცნა, ჩახუტება ისე რომ ნეკნებს უკვე ჭრიალი გაუდიოდა.
და დიახ. მე მიყვარდა მისი ხასიათი, მისი სიუხეშე, მისი სიმკაცრე.
ის საკმარისი იყო ჩემთვის, სრულიად საკმარისი

გამარჯობათ, აქ ჯერჯერობით ახალი ვარ. მხოლოდ ჩანახატებით გიერთდებით, მალე ისტორიასაც შემოგთავაზებთ.



№1 სტუმარი Guest nita

ar sheckvito.dzalian kai dasackisia

 


№2  offline წევრი Hickie

Guest nita
ar sheckvito.dzalian kai dasackisia

ეს მხოლოდ ჩანახატია

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent