შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის დღიური


19-10-2016, 23:45
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 470

. . .

მთვარისგან მიტოვებული ღამეა. მე კვლავინდებურად მარტო ვგრძნობ თავს, როგორც ამ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი და ვუსმენ ამაღელვებელ მუსიკას. მარტოობა მტანჯავს და მეც მინდა წავიდე, მაგრამ სად, არ ვიცი. არა მგონია კიდევ დიდი ხანი ვუღიმო რეალობას. ავდგები, მოვიკიდებ ჩანთას და სრულ სიჩუმეში დავსახლდები, რომც შიმშილმა ამომხადოს სული.
რა ვქნა, ვეღარ ვუძლებ ყალბი მეგობრების ყალბ ღიმილს და ჩემი ოჯახის არეულობას. აღარ შემიძლია არსებობით ტკბობა და სამყაროსაც ბნელ ფერებში ავღვიქვამ. ყველაფერი შავია, რასაც კი ვხედავ, და როგორ ძლიერ მენატრება ბავშვის თვალებით დანახული მზე. როგორ მენატრება ბავშვური აზროვნება და საერთოდ ყველაფერი, რაც კი ნათელ ფერებს მახსენებს. მაგრამ არა, განგება ჯიუტობს და ჩემს გარშემო კვლავ არაფერია გარდა ენით აღუწერელი ბურუსისა. ამ ესეოდენ მშვენიერი ცის ქვეშ, რა მტანჯავს, რა არ მასვენებს, ვერ გამიგია.
ყველაფერში მარტოობას ვერ დავადანაშაულებ. არის კიდევ რაღაც, რაც მოსვენების საშუალებას არ მაძლევს და მეც ჩემს სისუსტეს ვავლენ: ქრისტეს თვალცრემლიანი შევთხოვ, რომ დამეხმაროს. ტერენტივით ვიტანჯები და ეჭვი მიპყრობს, რომ ის ოდესღაც მე ვიყავი. ხოდა არ ვიცი ჩემი წამალი რა არის, მაგრამ თუ თავს არ მოვიკლავ და გადავრჩები, აუცილებლად გავექცევი ყველაფერს სადმე უღრან ტყეში, საიდანაც კარგად დავინახავ ირმის ნახტომს.
უკვე ძლიერ დავიღალე...
12 მაისი.
შუა ღამე.
03:05


. . .

მე წესს არავინ ამიგებს, თუმცა ჩემი ღმერთი, იქ, იმ სილურჯეში, მაინც მიმიღებს.
გაურკვეველი დრო.



. . .

მეტად დამთრგუნველი ღამის თორმეტი საათია. თვითმკვლელობაზე ფიქრი არ მინელდება, თუმცა პატარა ბავშვივით მაშინებს სიკვდილი. ხვალ აუცილებლად მოვცილდები აქაურობას და წავალ ზღვისპირა ქალაქში, საიდანაც დანახული მზე, წითელია. იქნებადა მოვისვენო, მაგრამ ვინ მაპატიებს დედაჩემისთვის ნათქვამ სიტყვებს: „მეზიზღები’?! ნუთუ ამის გამო ჯოჯოხეთის არსებობა არ უნდა ვინატრო, ვინაიდან იქ სამარადისოდ დავიწვა?! ან, იქნებ ღმერთმა ნება იბოძოს და დამეხმაროს... ღმერთო! რატომ მტანჯავ?! ნუთუ რაიმე დამიშავებია?! მე ხომ ერთი საწყალი ბიჭი ვარ... ხოდა, შენი დადებითი ენერგიით შემიპყარი და მაგრძნობინე ბედნიერების გემო.
დედაჩემი კიდევ, ალბათ მაპატიებს, მაგრამ მე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს.
დღეს უკიდურესობაა...
დღეს ძალიან მიჭირს.
დღეს აღარ შემიძლია.
13 მაისი.
00:00
შეუბრალებელი ღამეა
და
სული მეთოშება.

. . .

წამოვედი. აბობოქრებული მდინარის პირას ვზივარ და ვწერ. ტყეს და საერთოდ მცენარეების სურნელს ისე შევიგრძნობ, როგორც არასდროს. ჭიანჭველები შიშველ ფეხებზე მაფოფხდებიან, მაგრამ ეს არ მადარდებს, მთავარი ისაა, რომ ჩემს დღიურს ვუზიარებ განცდილ გრძნობებს. ხოდა, ვამბობ, ბედნიერი არ ვარ–მეთქი, მაგრამ თითქოსდა დავეტოვებინე იმ განცდებს, რომელიც ჭკუიდან მშლიდა. ახლა ბევრი არაფერი არსებობს: მხოლოდ აბობოქრებული მდინარის ხმაური და ენით აღუწერელი სიმშვიდე, რომელსაც, ალბათ... რომელსაც ალბათ მევე ვჩუქნი საკუთარ თავს. მაგრამ დაღამების მეშინია, ვით ზეცაზე დასვენებული, ნაზად მოელვარე გარდაცვლილი მთვარის. მეშინია ხვალინდელი დღის, ვაითუ წამერთვას ის ახალგაზრდული ენერგია, რომელიც ახლა მიპყრობს?! ვაითუ ხვალ კვლავ ვიგემო მწუხარებისა და უიმედობის აუტანელი გემო?! დალახვროს ეშმაკმა, იმედს არ ვკარგავ...
დღეს მზეს ვხედავ.
დღეს სიკვდილი აღარ მინდა.
მაგრამ ბედნიერი არ ვარ.
14 მაისი.
7:30
აბობოქრებული მდინარის წინ ვზივარ
და
ვწერ.


. . .

მე დავბრუნდი. მთვარე ჩემს ფანჯრებს უყურებს. ამის თანმხლებით, მობის „დამელოდეს“ სრულ ალბომს ვუსმენ და ვნადგურდები. მე ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს და ეს მინდა იგრძნოს ვინმემ, რომ დროებით მაინც აღარ ვიგრძნო თავი მარტოსულად.
ო, ღმერთო ჩემო, შემიბრალე და მომაშორე ეს წმინდათა წმინდა განცდები, რამეთუ ამისთვის სუსტი ვარ.
17 მაისი.
01:17
დღეს არ მოვკვდები... სამწუხაროდ.
ო, როგორ მიჭირს...
უკიდურესობაა, ვნადგურდები.



. . .

ღმერთო!!!
დავიღალე!!!
და თუ ოდნავ მაინც გიყვარს ადამიანები, და თუ ოდნავ მაინც გადარდებს ჩემი ბედი, გემუდარები, მუხლმოდრეკილი გთხოვ, ბოლო მომიღე, საბრალო ვარ ! ! !
18 მაისი.
12:42

. . .
სიგიჟე ! ! !
გაურკვეველი დრო.


. . .

იესო, გთხოვ, დამეხმარე.
გაურკვეველი დრო.



. . .

მე დღეს ყველაზე უბედური ადამიანი ვარ, რადგან ყველაზე უბედურ ადამიანზე ვწერ.
გაურკვეველი დრო.


. . .

ღმერთო, დიდებულო, უკიდურესად ვარ. დღევანდელი ღამე როგორ გადავიტანე წარმოდგენა არ მაქვს. მე თვითმკვლელობაზე სერიოზულად ვფიქრობდი. ხო, ვიტანჯები და აბა რა აზრი აქვს ყოველივე ამას?! უმეგობროდ ვარ, მარტოდმარტო ამ სამყაროში და ვკვდები.
ძალიან მინდა ვინმე შემიყვარდეს და მასთან ერთად გავიქცე დედამიწიდან. არასწორ ადგილას, არასწორ დროს დავიბადე. გავტყდი. დავეცი. და ეჭვი მიჩნდება, რომ კიდევ ბევრს გავუძლებ, თუ გაძლება ჰქვია ამას.
ღმერთო, თუ არსებობ, შემიბრალე, რადგან მხოლოდ შენ თუ იცი როგორ ვიტანჯები.
30 მაისი.
დილა.
ენით აღუწერლად ცუდად ვარ
და
ჩემი მშველელი ჯერ არ მოჩანს.


. . .

არ მინდა უსასრულობა! ეს მტანჯველია! მე მსურს პატარა და თან მყარი სივრცე. მინდა ცა, რომელიც არასდროს ჩამომექცევა თავზე. მინდა ვწერდე! მინდა უმაღლესი მოსვენების გემო გავიგო.


. . .

მოცარტის „რექუიემი“
1 ივლისი.
შუა ღამე.



№1  offline წევრი მოლურჯო

არ ვიცი რა ვთქვა
სასწაული იყო.
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი ^^

როგორც ყოველთვის ვამაყობ შენით. ამჯერად შორიდან და ჩუმად :)

 


დღეს მზეს ვხედავ.
დღეს სიკვდილი აღარ მინდა.
მაგრამ ბედნიერი არ ვარ.
14 მაისი.
7:30
აბობოქრებული მდინარის წინ ვზივარ
და
ვწერ.
( არა'ჩვეულებრივი იყო)

 


№4  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent