მოტივაცია დაკარგული.
ნელ-ნელა ვგრძნობ რომ უფსკრულიდან ამოვდივარ,თუმცა ჯერ კიდევ ნაპირზე ვტივტივებ.ხელის გამომწვდომელი არავინ სჩანს,ალბათ აქედანაც მარტო,დამოუკიდებლად მომიწევს ამოსვლა.მსგავს სიტუაციაში ადრეც ვყოფილვარ,თითქოს მთელი ჩემი ცხოვრებაც დიდ ორმოს გავს,საიდანაც ნელა,მაგრამ ამოძრომას ვაინც ვახერხებ.იმისაც ვხვდები,რომ რაც უფრო ზევით მივიწევ მით უფრო ეგოისტი და ამბიციური ვხვდები.ადამიანებს ვემსგავსები. ჰო,მათ ვემსგავსები რომლებიც ზევიდან მიყურებენ,იცინიან და მაინც ვერცერთი მათგანი თოკის ჩამოგდებას ვერ ბედავს,მგონი ერთმანეთის ეშინიათ...ან ჩემი. ვიცი,სულ მალე ამოვალ აქედან და მერე...მერე ყველაფერი შეიცვლება. მარიამ,მზად ხარ...მხოლოდ ერთი ნაბიჯი,მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებს რეალობას...სულ ცოტაც მარიამ,სულ ცოტაც და დაინახავ მწვანე მდელოს,რომელსაც აქამდე მხოლოდ სიზმარში ხედავდი,მზეს დაინახავ,ჩიტებს,მთებს,ყვავილებს,შენს გვირილებსაც ნახავ მარიამ… ერთი ნაბიჯიც გადავდგი და ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს,ბრმას რომ თვალები აეხილება და...ისეთი ბედნიერია,ისეთი ბედნიერი რომ მხოლოდ კარგს ხედავს,მხოლოდ ყვითელ ბუნებას,მწვანე მდელოს და თეთრ გვირილებს ხედავს...მეც ასე ვარ,ჩემს წინ გადაშლილი საოცარი ხედი,ადამიანებისა და შავ-თეთრის გარეშე.დღეიდან აღარ მომიწევს იმის წარმოდგენა თუ როგორია მზე,აღარ მომიწევს ჩემი ფანტაზიით აწყობილ სამყაროში ცხოვრება.ღმერთო,ახლა თავისუფალი ვარ და შემიძლია უსასრულოდ ვიარო ამ ველზე,ვირბინო და მოვეფერო ჩემს გვირილებს. თუმცა ერთი მავიწყდება,მავიწყდება,რომ აქ ადამიანებიც არსებობენ,ის ადამიანები ხელი რომ არ გამომიწოდეს და ზევიდან აკვირებოდნენ ჩემს წამებას.მაგრამ ახლა აქ ვარ,დროა ყველას პასუხი მოვთხოვო უმადურობისა და ბოროტებისთვის.სურვილი მიჩნდება ყველა იმ უბსკრულშუ ჩავაგდო და ზევიდან მიწა დავაყარო,დავტანჯო,ვაწამო და ბოლოს მოვკლა.თან ვიცინოდე,ბოლო ხმაზე ვიცინოდე,მათ დავცინოდე და სწორედ ისე ვუყურებდე როგორც ისინი ადრე...როგორც ადრე მიყურებდნენ. აქამდე მთვარე არსადროს მენახა,არც ვარსკვლავებისთვის მომეკრა თვალი,რაოდენ საოცრებაა ეს ყოველივე,მილიარდობით მოციმციმე წერტილი,რომელიც თვალს არ გაშორებს და მრგვალი,კაშკაშა,დადებითად დამუხტული ენეგიით სავსე ბურთი,რომელიც ზევიდან დაგყურებს. ქვემოთ ყველაფერი სხვანაირად იყო.ჩემივე ფანტაზიით შექმნილ ჩემივე სამყაროში ვცხოვრობდი.ღამეებს არც სიგრძე ჰქონდათ და არც-სიგანე.იქ არსებობა უფრო უსახური იყო,ვიდრე აქ.უჰაერობით სავსე დღეები,მოჩვენებითი სიმშვიდე და წონასწორობა,ყოველი ნაბიჯის შემდეგ გადაყლაპული ცრემლი,რომელიც ხშირ შემთხვევაში ყელში მეჩხირებოდა ხოლმე.არავინ იცის რა ხდებოდა ჩემს გულში,რას ვგრძნობდი,არც არავინ დაინტერესებულა.ყოველ ღამე ერთი ადამიანი მესიზმრებოდა,სწორედ ამ ერთმა მომიყვანა აქამდე,მისით ვსუნქავდი,მისით ვარსებობდი და აქ ამოსვლის სურვილიც მას შემდეგ გამიჩნდა,რაც ის გამოჩნდა.აქ ამოსვლის ერთადერთი მიზანიც სწორედ ის ერთია,ჩემი ერთი.მთავარი პრობლემა კი ისაა,რომ არ ვიცი სად ვეძებო,ვისთან ან როგორ.აქაც,ზევით,ყოველღამე სიზმარში მას ვხედავ,მასთან მძინავს და მასთან ერთად ვათენებ,აქაც ერთად ვმღერით და ვცეკვავთ,ვთამაშობთ,ვსაუბრობთ,ვერთობით,წვიმის ქვეშ მოკლე მკლავიანი მაისურით დავრბივართ,აქაც ჩემთანაა...აქაც ყოველ დილით იმედგაცრუებული ვიღვიძებ,თვალებს გავახელ და ვხვდები რომ ის არ არსებობს,არაა ჩემთან და უბრალოდ ყოველივე ეს სიზმარია.დასწყევლოს ღმერთმა,მაშ რისთვის ამოვედი,რისთვის დავაღწიე თავი იმ ჯოჯოხეთს,იმ შავბნელ ცხოვრებას,რატომ ვიყავი ასეთი მამაცი და ძლიერი,რისთვის ვიბრძოლე ამდენი,რისთვის?! ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა. მხოლოდ ერთხელ შეგეხო,ჩაგეხუტო სხვა არაფერი მინდა...რატომ ღმერთო,ხომ შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ ის არც იქ და არც აქ არ არსებობს,რომ ის ჩემი წარმოსახვის ნაწილია...რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია.ჯანდაბამდე გზაც გქონიათ. მაშ კარგი,თუ ასეა ისივ იქ მივდივარ,ისევ ჩემს რეალურ სამყაროს ვუბრუნდები...აღარ მინდა ყვითელი მზის,მობიბინე მინდვრის,სავსე მთვარისა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ნახვა...ვბრუნდები იქ სადაც მხოლოდ ჩემი სიზმრები და შავი ბუნებააა.სადაც ყველაფერი მიწისფერია და სადაც მზეც კი არ ანათებს.ჩემს რეალობას ვუბრუნდები და მე,დიახ მე,მამაცი გოგონა რომელმაც ყველა სირთულე გადალახა,მე, მარიამი ჩემი ნებით ვუბრუნდები იმ ბნელეთს და ვფიცავ რომ დღეიდან არაფრისთვის აღარ ვიბრძოლებ,არაფრისთვის აღარ დავხარჯავ ენერგიას...უბრალოდ ვიქნები და ვიოცნებებ,გავხდები მეოცნებე გოგონა,რომელიც რეალურ სამყაროს მოწყვეტილი იქნება.ვიქნები ჩემს წარმოსახვასთან და ჩემს ერთთან მარტო,თუნდაც სიზმარში მაგრამ მაინც...დაე მარადიულად მეძინოს და ჩემი ერთი ჩემთან იყოს. ამ ფიქრებით ვუყურებ ჩემს უბსკრულს და გადახტომისთვის ვემზადები.თუმცა სადღაც მაინც არის იმის იმედი,რომ ის ერთი ამის უფლებას არ მოგცემს და ხელს ჩაგჭიდებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.