შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეკლესია ..


13-11-2016, 21:51
ავტორი Faithful
ნანახია 1 436

ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის სიტყვა ეკლესია , თუ რა არის ჩვენი ამქვეყნად მოვლინების უმთავრესი მიზანი ,ზოგ ადამიანს ამის კითხვაც კიარ უჩნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში რადგან, ისინი დამოკიდებულნი არიან მატერიალურ მხარეებზე, უფრო ფუფუნების გზაზე დადიან და აცდენილნი არიან სწორ და ჭეშმარიტ გზას , როდესაც ადამიანი თვით დაიწყებს ეკლესიაში მოღვაწეობას, აღმსარებლობას ზიარებას და დაინახავს თუ რაოდენ სიყვარული სითბო ჭეშმარიტება და ყოველივე ეს სუფებს,მაშინ უფრო მეტად ზრუნავენ და ფიქრობენ რათა ამ კითვას პასუხი გასცენ .
როცა ადამიანი ეკლესიისკენ ნაბიჯს არ დგამს, უფალი უშვებს იმას, რომ განსაცდელის მეშვეობით მიიყვანოს ეკლესიაში , მაგრაამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უფალს უხარია ჩვენი გასაცდელი ! , ამით ის იმის საშუალებას გვაძლევს რომ უფრო ახლოს ვიყოთ მასთან , გამოვსწორდეთ და უფრო ჭეშმარიტად და ამაღლებულად ვიცხოვროთ ..
ეს ყველაფერი რატომ მოვაყოლე , დღეს ტაძარში ვიყავი მამა სერაფიმე იყო ჩამოსული და წირვას ატარებდა , რათქმაუნდა ყველა ძალიან კარგად იცნობს , რადგან არაჩველებრივი ადამიანია და საოცრად გალობს , ხალხის ტევა იყო , იმდენი იყვნენე ერთმანეთში გაჟღენთილები ვიყავით და ჰაერის უფლება მხოლდო თავის აწევით გქვონდა წარმოიდგინეთ , ამას ძალიან შემაშფოთა, რათქმაუნდა ხალხის მესმის რადგან ყველას უნდოდა მასთან მიახლოვება დალოცვა მაგრამ სად გაიქცეოდა ? არსად რათმქმაუნდა, ადამაინები ადამიანებს აღარ გავდნენ, ერთი სტიქაროსანი ძლივსღა გამოვიდა გარეთ ზარის დასარეკად და შემდეგ უკან უნდა დაბრუნებულიყო, არ შეუსვეს ადგილს დაიკავებს სხვაო ფიქრობდნენ, ამ კაცს ნერვები მოეშალა და ასე განაცხადა :ხალხნო რაგჭირთ, სანახაობის გამო კიარა ეკლესიაში ღვთის გამო იარეთო, ეს ყველაფერი ამ მდგოამრეობამ გამოიწვია რადგან მამა სერაფიმე ყოველთვის ვერ ჩამოდის ბათუმში და როცა ჩამოდის კიდევ ხო ნუ რათქმაუნდა ყველა მისკენ ისწრაფვის და არც გამკვირვებია ეს სიტუაცია მაგრამ მაინც , ძალიან მიკვირს იმ ხალხის ვინც ეკლესიაში სალაპარაკოდ მოდის, დინამიკები აქვთ დაყენებული ხოლმე ტაძრებში რადგან ხალხის ხმა გადაფარონ და ერთხელ ჩემთან სადაც მოძღვარი მყავს მანდ ,სულ ბუსბუსებენ ლოცვის მოსასმენად და ღმერთთან კიარა ერთმანეთის სანახავად მგონია ხოლმე მოსული ხალხი , ერთხელ ჩემი მოძღვარი გაჩერდა და თქვა იმათ მიუხმო ვინც გაუთავებლივ ლაპარაკობდა :მოდით ხალხნო და თქვენ მოგისმენთ უფრო საინტერესო იქნებაო , ვინც საუბრობდა ძალიან შერცხვათ , მაგრამ რა აზრი აქვს ყოველთვის ეგ სიტუაციებია ხოლმე ..
მოკლედ ესე გაგუდული ვდგავარ, მეც რათქმაუნდა პირველად ვიხილე მოძღვარი მაგრამ ტაძარია და იქ ზრდილობა მოქცევა ყველაფერია საჭირო, ის მაინც მოვიდოდა ყველასთან და არავის დატოვებდა ისე რო არ დაელოცა .. მოკლედ ეს ყველაფერი ხომ ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად რატომღაც მომიწია დგომა მთელი ორი საათი, პატარა საყავრელ ოჯახთან ერთად , პატარა ბავშვი ,დედა და მამა .მათში იმხელა სითბო სიყვარული სუფევდა სასიამოვნო სანახავი იყო,ბავშვი ბიჭი იყო ზუსტად სახელი აღარ მახსოვს, იმდენ ჯლეტაში მამას ეუბნებოდა დამსვი მამა რაღაც უნდა გითხრათო , მამა რათქმაუნდა დასვა , დედაც გვერდით ედგა, ბავშვმა ესე დაიწყო : დედიკო მამიკო ხო ძალიან გიყვარვართო, ცოტა ხმამაღლა მოუვიდა და ხალხის ყურადგღბა შესაბამისად მიიპყრო, , შემდეგ ეუბნებოდა მამა დედას ხელი ჩაკიდე შემდეგ მეო , მოკლედ იმდენი ხალხი იყო ხელის ჩაკიდებაც კი არ იყო შესაძლებელი მაგრამ აი ასე რაღაცნაირად მოხერხდა, ჩაკიდევს ერთმანეთს ხელები ეხლა გადამხვიეთ ხელები ორივემ და ჩამეხუტეთო, ასე მთელი წირვა იდგნენ ,ხალხი შედიოდა გამოდიოდა ჟლეტვა იყო მაგრამ ხელი არცერთს არ გაუშვია, მერე ეს ბავშვი თავდახრილი ლოცულობდა,ისეთი საყვარელი იყო გული სიყვარულით ამევსო, ალბად ამით გადავიტანე ხალხის ღრეობა .. თუ კი ოდესმე ამას წაიკითხავენ ძალიან გამიხარდება , მსიამოვნებს ოჯახში ამხელა სიყვარული რომ სუფევს, ამბობენ ოჯახი პატარა ეკლესიააო, ბავშვიც დიდ როლს ასრულებს რათქმაუნდა ..
დადგა დრო, რათქმაუნდა მამაომ იგალობა , აი ვერ აგიღწერთ ეს რეალურად რამდენად ემოციური იყო ვტიროდი ბედნიერებისგან, მისი ხმა იმდენად მაღალი სუფთა წმინდა იყო ემოციის გარეშე ნამდვილად ვერ მოუსმენდით, შემდეგ დასრულდა წირვა და უკვე გამოდიოდა დასალოცად, მანდ საერთოდ სადმე თუ ვჩანდი არვიცი ,ვერაფრის დიდებით ვერ მივაღწიე იქამდე აქედან მაწვებოდნენ იქიდანაც თითქოს სადმე მიდიოდა და ისე დატოვებდა რომელი ადამიანს რო არ დალოცავდა ? გავგიჟდი თავზე მახტებოდნენ ოღონდ მართლა, როგორც იქნა გამოვაღწიე უკანა კარებიდან და წინ დავდგები ცოტას რო დაიცლება ხალხი მერე მივალ და დამლოცავს მეთქი მაგრამ გარეთ უარესი მდგომარეობა იყო, თავისუფალ ადგილას დავდექი და იქაც შემომიღობეს ,სტიქაროსნები ხალხს ეუბნებოდნენ ხალხნო გაიწიეთ მამაოს საშუალება მიეცით რომ გაიაროს , სულ თითქოს ალყაში იყოო მოქცეული , არც იქით უშვებდნენ არც აქეთ .. ყვირილამდე ადიოდნენ რომ ხალხს გაეგოთ , გასაგებია რო ყველას ძალიან უყვარს მაგრამ ცოტა მორიდების მომენტიც უნდა გამოეჩინათ მის მიმართ, ის არავის დატოვებდა დაულოცველად და სიყვარულის გარეშე, მოკლედ ამ ყველაფერზე ფიქრით ვხედავ რომ მიახლოვდება, აი მოვიდა და მეუბნება ,,მოდი შვილო ჩემთან,, ამ სიტყვების მერე ყველაფერი დამავიწყდა ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა დამლოცა , გავგიჟდი , ვერც კი აგიღწერთ ეს რამხელა ბედნიერება სიყვარული სითბო არვიცი , ამხელა ძალა სიყვარულის საიდან მოდის ადამიანისგან, მზეა რომელიც ყველას ათბობს, ეს იყო განცდა რაც აქამდე არასდროს მიგრძვნია , განცდა იმის რომ ყველაზე კარგი ადამიანები ყოველთვის არსებობენ და ადამიანი სიყვარულის გარეშე არაფერია! არვიცი , ეს ადამიანი საოცრად ანათებს მისი სიყვარულით გვითხრა ესე : მომიხსენიეთ ლოცვებში შვილებო, მომიხსენიეთო .. იმხელა ძალა დამეუფლა მაგ დროს მდიდარი ადამიანი ვიყავი თითქოს ..
მინდა უბრალოდ გირჩიოთ, ეკლესიური ცხოვრება ღმერთთან სიახლოვე ეს ყველაზე დიდებული საქმეა რასაც გააკეთებთ .. ეკლესია არის სახლი, სადაც სიყვარული სუფევს და არანაირი ბოროტება არ ცოცხლობს , სახლი სადაც სულ ბედნეირი გაღიმებული და დამშვიდებული ხარ , იქ მისული ღმერთმა კარგად იცის რას ითხოვ, ნუ დავცილდებით უფალს ..



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent