შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იფრინე.. იფრინე.. იფრინე ..


13-11-2016, 23:12
ავტორი on lee wan
ნანახია 1 672

ნახე რა უცებ იცვლებიან დროები და რა უცებ იცვლებიან ადამიანები და რა უცებ იცვლებიან შეხედულებები და ფიქრები და რჩევები და მიზნები და ოცნებები.. ჰო , ოცნებებიც რა მალე შეიცვალნენ..
ჯერ კიდევ გუშინ შენზე ვოცნებობდი.. ღამით ვფიქრობდი დღეზე, როცა დაბრუნდებოდი მაგრამ იცი დილით რა მოხდა ? შენ არ დაბრუნდი.კიდევ ერთხელ მაჩუქე უშენო დღე.. მე ჩვეული სიმარტივით ავდექი ჩემი თეთრი, წითელ ყვავილებიანი ხალათით , ნახევრად დახუჭული თვალებით და აბურძგნული თმებით(რომელიც შენ ასე ძლიერ გიყვარდა) გავედი სამზარეულოში და ჩვეული სიმარტივით მოვიმზადე ჩაი.. მერე დავდექი ფანჯარასთან .. (ჩემი ხედი ხომ შენი ბინაა..) დავფიქრდი და მივხვდი რომ შენით თუ უშენოდ ცხოვრება მშვენიერია..
იმ დღეს ბევრი ვიარე.. აქაც, იქაც.. იქ, სადაც ერთად დავდიოდით და იქ, სადაც ერთად ვეღარასდროს ვივლით.. და იცი რას მივხვდი ? არ ვიცი სიყვარული მართლა არსებობს თუ ეს უბრალოდ ადამიანებმა გამოვიგონეთ, არ ვიცი ჩვენ შორის მართლა სიყვარული იყო თუ არა.. მაგრამ ერთი ვიცი.. მე ვიჩქარე მყვარებოდი.. მე ვიჩქარე მყოლოდი და ახლა სწორედ ამისთვის ვისჯები.. ჩემივე უგუნურებისთვის.. არ ვიცი..
ახლა კი მთავარი.. ის რისთვისაც ვწერ.. გიშვებ ! ჩემი სულიდან.. ჩემი გულიდან.. ჩემი გონებიდან, რადგან არ ვარგა ადამიანის ძალით გამოკეტვა შენში.. გიშვებ და ერთი წამითაც არ მწყდება გული.. შენ კარგი გამოცდილება ხარ და იქნები ( შენ ხომ იცი არაფერს ვნანობ ცხოვრებაში) გიშვებ და ბედნიერი ვარ რომ განთავისუფლებ.. გიშვებ და მინდა გაშალო ფრთები .. იფრინო .. იფრინო.. იფრინო.. (ისე როგორც მე მასწავლიდი ფრენას, ოღონდ იმ განსხვავებით რომ მე შენთან ერთად ფრენას მასწავლიდი.. მე კი მინდა მარტომ იფრინო მანამ მაინც, სანამ ვინმესთან მიფრინდები.. ვინმესთან , ვისგანაც გაფრენა აღარასდროს მოგინდება..)
დაე იფრინე.. იფრინე .. იფრინე ჩემო აწ გარდაცვლილო სიყვარულო !



№1  offline წევრი on lee wan

eremar
ფუ, ნამდილი ბოთეეე :@ ნამდვილი kissing_heart

მე ?

 


№2  offline წევრი on lee wan

მადლობაა .. დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია.. მომნატრებია

 


№3  offline წევრი on lee wan

მმ .. მადლობა

 


№4  offline წევრი kakulia

კაია კაიიიიიიიიი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent