შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რასაც გულით ინატრებ ყველაფერს აგისრულებს უფალი.


20-11-2016, 23:19
ავტორი D M
ნანახია 1 481

ჩემმა დაქალმა გადმომდო თავისი სიხარული და ბედნიერება, მისი ემოციებიდან გამომდინარე გადავწყვიტე პატარა ჩანახატის დაწერა. ნათქვამია რასაც გულით ინატრებ, უფალი აუცილებლად აგისრულებსო! ეს ნამდვილად ასეა. თავდაპირველად როდესაც იკეთებ ორსულობის ტესტს და ხედავ როგორ ეცვლება მეორე ხაზს ფერი და როგორ წითლდება შეუმჩნევლად, აი ამ წამიდან იცვლება ქალის ცხოვრება. მე უკვე ვგრძნობ მის არსებობას, ენით აღუწერელი რამ არის, როდესაც შენს სხეულში კიდევ სხვა არსება ცხოვრობს, ამის გაგების შემდეგ ალბათ ყველა ქალში იღვიძებს დედობრივი თვისებები და გრძნობები. როდესაც იძინებ ცდილობ კარგად მოთავსდე საწოლში, თითქოს უფრთხილდები მუცელში პატარას რაიმე არ დაუზიანო. გაღვიძებისთანავე ცდილობ შეჭამო თუნდაც ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არ გიჭამია. იმაზე ფიქრს წყვეტ ბევრი ჭამის შემდეგ თუ როგორი ფორმის სხეული გაგიხდება, აღარ ინტერესდები იმით რომ შენს საყვარელ კაბას ან შენს საყვარელ მაისურს ვეღარ ჩაიცვავ. უსმენ წყნარ მუსიკებს, ისეთებს, რომლებისთვისაც აქამდე არც მოგისმენია, კითხულობ წიგნებს. ხშირად გეცვლება ხასიათები, გზიზღდება საყვარელი საჭმელი ან სასმელი, გაღიზიანებს თითქმის ყველაფერი, უარს ამბობ ბევრ ისეთ ადგილებში სიარულზე, რომლებიც ორსულებისათვის არც თუ ისე სასარგებლოა. ჰმ...ორსულს რამდენ რაიმეზე უწევს უარის თქმა ხო? ვისაც არ გამოუცდია ეს გრძნობა, ალბათ იფიქრებთ კიდევაც 9-თვე როგორ გავუძლებთო, მაგრამ არა! როდესაც ეხოზე თქვენი პატარის გულისცემას მოუსმენთ და დაინახავთ ქმრის გაბრწყინებულ სახეს აი მაშინ დიდი გადატრიალება მოხდება თქვენს ცხოვრებაში, გაიაზრებთ რომ მალე ეს პატარა არსება ჩამოყალიბდება და ამქვეყანას მოევლინება. შემდეგ საყავრელ ადამიანთან ერთად მოკალათდები სახლში თბილად და იწყებთ მომავალ პატარაზე ფიქრს, ურჩევთ სახელებს. რათქმაუნდა თითქმის ყველა კაცს პირველი ბიჭი უნდა და ძირითადად ისინი ბიჭების სახელზე აკეთებენ აქცენტს. მერწმუნეთ ეს არის ყველა ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტი, ჩემთვის ეს პირველი ორსულობაა, რომლის არსებობასაც თითქმის 1-წელი ველოდი. მე ჩემი პატარის არსებობამ ყველაზე დიდი ბედნიერბა მომანიჭა, პირველ რიგში იმიტომ რომ მისი მამიკო სამყაროს მირჩევია. გოგონებო ყველა მომავალი დედიკოები ხართ, გულით გისურვებთ ამ ლამაზი გრძნობის განცდას.



№1  offline წევრი D M

Moshodo
Mash ........

heart_eyes heart_eyes <3<3<3

 


№2  offline წევრი D M

anuki2662
Me 5 weli velodi da kargad vici am dros ras ganicdis qali 15 testii gavikete roca meore witeli xazi davinaxe mkrtali titqos sheumchneveli magram mainc shesamchnevi radgan amas elodebi.mezizgeboda eg testebi imdenjer gamicrua imedi magram dges yvelaze bednieri var radgam myavs chemi nanatri shvili romelic chemi suntqvaa

ბედნიერი დედა ყოფილიყავი <3

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent