ხანდახან
ასეც ხდება ხანდახან მთელი ცხოვრება არ გვყოფნის ადამიანის გასაცნობად.. ზოგჯერ კი ერთი შეხედვაც საკმარისია რომ რაღაც უხილავი კავშირი დაამყარო შინაგან სამყაროსთან, მთლიანად გაშიფრო ადამიანი და მიიღო ისეთი როგორიცაა.. ზოგადად ადამიანთა შეფასება პირველი შთაბეჭდილებებით არ მიყვარს.. ბავშვობიდან მერევა ორიენტაციები და ამის მსგავსად არც ინტუიცია მიწყობს ხელს.. ასე რომ წინასწარი დასკვნებისგან თავს ვიკავებ ხოლმე.. ჩემდა არ გასაკვირად ყოველთვის შემცდარი აღმოვჩნდები ხოლმე.. ამასწინათ ერთი ადამიანი გავიცანი, რომელიც "თავის ადამიანს" ეძებს.. ამან აღმაფრთოვანა.. მე ხომ ის მეოცნებე ვარ, რომელსაც მომწონს იდეა რომ ვიღაც სადღაც ჩემთვისაა შექმნილი.. რომ გითხრათ ის სრულიად უცნობი იყო ჩემთვისთქო არა (თუმცა მე ნამდვილად სრულიად უცნობი ვიყავი და ვარ მისთვის) ნანახიც მყავდა.. თუმცა სრულიად სხვანაირი დამხვდა.. შინაგანად სულაც არ დამხვდა ცარიელი სტერეოტიპული ტიპაჟი.. პირიქით .. ამდენად სევდიანი არავინ შემხვედრია ჯერ.. შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან თავს გასული, გათამამებული, მექალთანე, "ფეხებზე ",ზერელე და ზედაპირული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ საკმარისია სულ 2 წამით შეხედო მის სახეს და ნახავ რომ ეს უბრალოდ ნიღაბია.. თვალებს შეიძლება მოატყუო მაგრამ თავად თვალები არასდროს ტყუიან, მაშინაც კი როცა ჩვენ ვაიძულებთ მათ იცრუონ .. არ ვიცი ..შეგრძნება გამიჩნდა რომ ბევრი სარკმელი ჰქონდა.. ბევრი ღია სარკმელი საიდანაც მასში ქარიშხლები ქროდა და ყველაფერს ურევდა.. და სურვილი გამიჩნდა ეს სარკმლები ერთიანად დამეკეტა და ეს ქარიშხლები მზეებით შემეცვალა.. შემიძლია კი ? მაშინაც თუ მას საერთიდ არ ვიცნობ და ის საერთოდ არ მიცნობს ? არ ვიცი .. იქნებ პროტესტის გრძნობამ შემიბყრო.. იყო დრო როცა მეც უამრავი სარკმელი მქონდა და ჩემშიც დაჰქროდნენ მრავალგზის ქარიშხლები და მაშინ ჩემთან არავინ მოსულა და დახმარების ხელი არ გამოუწვდია.. იქნებ ვერ ვიმეტებ მას რომ ჩემსავით მარტომ გაუმკლავდეს ? იქნებ მან ვერც შეძლოს ჩემსავით მარტომ გააჩინოს თავის თავში მზეები ? და საერთოდ ვინ მეკითხება მე ? რატომ ვფიქრობ ვიღაც უცნობის გაღებულ სარკმლებზე ღამის 1 საათზე ? რას გაუგებ ადამიანს.. ახლა ვხვდები ადამიანი ადამიანისთვის მართლა დღეა .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.