შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Always In My Heart


23-11-2016, 11:14
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 551

ფანჯარას პირველი თოვლის ფანტელები აწყდება. ჰაერში მოუსვენრად დატრიალებენ ცელქი ფიფქები და თითქოს თავიანთი მხიარული ცეკვა-თამაშით სამყაროს ბედნიერებისკენ მოუწოდებენ.
მიყვარს დეკემბერი, სიცივე, ბუხარი და თბილი ჩაით სავსე ჭიქა, რომლით ხელშიც ჩემს საყვარელ ადგილას, სარკმელთან მდგარ პატარა სავარძელში ვზივარ და ჰორიზონტს დარდიანად გავცქერი. კვლავ მაგონდები. შენი თვალები მაგონდება. ყველაზე მეტად კი შენი ღიმილის დავიწყება მიჭირს. იმ ღიმილის, რომლის ყოველი დანახვაც პატარა ბავშვივით მაბნევდა.
თვალებს ვხუჭავ და რამდენიმე წლით უკან ვინაცვლებ. გონებით დროში მოგზაურობას ვიწყებ. ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა უშენობა მტკივა. წამებში სიბნელე ისადგურებს, შემდეგ კი ჩემს წინ ყველაზე ბედნიერი მოგონება დგება.
ახლაც ჩამესმის ყურში ღვის ტალღების ხმა, ახლაც ვგრძნობ ჩემზე შემოხვეულ შენს მკლავებს, ის ქარი, რომელიც მაშინ უბერავდა თითქოს ისევ ისე მიწეწავს თმას, როგორც უწინ და აფორიაქებულ, გახშირებულ სუნთქვასაც ვგრძნობ ყელთან ახლოს.
შენკენ მატრიალებ, ლოყაზე მხურვალედ მკოცნი და ყურთან ტუჩები ახლოს მოგაქვს
-მიყვარხარ -ჩურჩულით ამბობ და სამყარო სრულიად იცვლება. უფრო ფერადი, უფრო საოცარი და ზღაპრული ხდება. მერე მეხვევი. მთელი შენი სხეული მეუბნება, რომ რაც ცოტა ხნის წინ თქვი სრული სიმართლეა. თითოეული შენი უჯრედი თრთის, გინდა ეს არ მაგრძნობინო, მაგრამ მაინც მშვენივრად ვხვდები, რომ ახლა სუნთქვაც კი არეული გაქვს. მეღიმება, რადგან ჩემი გულიც სწორედ იგივე განცდების კორიანტელშია ჩაძირული.
-მიყვარხარ ვერ იტევს იმას, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ -გეუბნები და მაგიჟებს იმის დანახვა, თუ როგორ გეჩუტება მარჯვენა ლოყა ჩემი სიტყვებით მოგვრილი ღიმილისას
მერე შენი მკლავები მთლანად ფარავს ჩემს სხეულს და საოცარ სიმსუბუქეს განვიცდი. მეჩვენება, რომ სამყარო არსებობას წყვეტს, ზღვა დუმდება, მხოლოდ ჩვენი გულების ბაგაბუგი არღვევს ტკბილ სიჩუმეს, რომელიც ჩვენ ორმა შევქმენით. იქმნება ილუზია, თითქოს დანარჩენი სამყარო უკან მოვიტოვეთ და საკუთარი პატარა, მაგრამ საოცარი სივრცე მოვხაზეთ, სადაც მარტო ჩვენ გვაქვს ყოფნის უფლება. მხოლოდ მე და შენ.
მერე ამ სურათს სხვა სურათი ენაცვლება. შემზარავი ნაცრისფრი ისადგურებს. ვგრძნობ, რომ მიდიხარ და ჩემი სულის ნაწილიც თან მიგაქვს. მტკივა შენი სიშორე, გული მეკუმშება, თვალებიდან ცრემლები მომდის, მაგრამ შენ არ რჩები. არ შეგიძლია.
მიდიხარ, მტოვებ და ჩემს არსებას ისეთი აუტანელი ტკივილით ავსებ, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ირგვლივ ყველა და ყველაფერი იბურება, თითქოს ფერადი და მხიარულიდან, სევდიან და შავ-თეთრ სამყაროში ვინაცვლებ, სადაც სიტყვა ბედნიერების წარმოთქმაც კი სასაცილოა.
მერე თვალებს ვახელ, კვლავ რეალობას ვუბრუნდები და ლოყაზე პირველი ცრემლი მიგორდება. მას მოყვება მეორე, მესამე, მეოთხე . . . გულს კვლავ გაუსაძლისი ტკივილი ეხვევა გარს და ნაცნობი სიცივე ისადგურებს. ეს უშენობის სიცივეა. მას ვერ ვებრძვი. ვიცი, რომ არ მოგინდებოდა ასეთი გენახე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თავის შეკავება ჩემს ძალებს აღემატება.
-მიჭირს, გაუსაძლისია, გთხოვ მოდი და მომეხვიე -ჩურჩულით წარმოვთქვამ ამ სიტყვებს და კვლავ ცრემლები მომდის. ვტირი რადგან ვიცი ეს აღარასოდეს მოხდება.
შენი თავი ბედისწერამ წამართვა, თუმცა არაუშავს ჩვენ კიდევ შევხვდებით.
სხვა ადგილას და სხვა ცხოვრებაში . . .



№1  offline წევრი elene tetruashvili

ჰაიმეე ! ვუიმე ! ეს რა იყო ? მაგარია ძაან !

 


№2  offline წევრი nimi

როგორ ახლოს არის ჩემთან ეს ამბავი ! ყოჩაღ

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent