შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა დედამიწიდან გაქცევას ცდილობ


23-11-2016, 19:40
ავტორი nimi
ნანახია 1 551

გათენდება და ერთ მშვენიერ დღეს გრძნობ, რომ ეს ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა, გინდა წახვიდე კოსმოსზე როცა დედამიწიდან გაქცევას ცდილობ. სადაც ყველაფერი სხვანაირია, ადამიანები და საერთოდ ყველაფერი. გინდა შეცვალო შენი ცხოვრება. ცდილობ მაგრამ ამაოდ, ეს ყველაფერი იცი რომ არარეალურია, მაგრამ შენ მაინც გინდა ასე მოხდეს ხოდა ცდილობ შენით შეცვალო ის. ჯდები ფანჯარასთან, რომელიც ზამთრის სუსხს შეუბყრია.ხელში ჭიქა გიკავია საიდანაც თბილი ორთქლი ამოდის და შენს გაყინულ ცხვირს წამიერ სითბოს აწვდის, მაგრამ მაინც გათბობს და მიდიხარ ფიქრებში. ფანჯარაზე შენს ფიქრებს წერ, ცოტა ხანში მათ რაღაც წვეთების მაგვარი შლის, შენ აგრძელებ წერას.
მუხლებში წიგნი გიდევს, რომელმაც ცხოვრების შეცვლა მოგანდომა,იქ ყველაფერი ისეა როგორც შენ გინდა. სადაც ადამიანები ერთმანეთს სითბოს ანახებენ, მტრობენ მაგრამ არა ისე როგორც აქ-დედამიწაზე, რეალურ ცხოვრებაში. უყვართ ისე როგორც აქ ვერავინ შეგიყვარებს. ენატრებათ და არ რცხვენიათ მონატრება აგრძნობინონ და საერთოდ არაფრის რცხვენიათ. გინდა შენც ერთ-ერთი მათგანი იყო და იწყებ ფიქრს, რა მოხდებოდა ასე რომ ყოფილიყო. გყოლოდა საუკეთესო მეგობარი, რომელთან ერთად ყველაფერს გააკეთებდი, რაც მოგინდებოდა. გახვიდოდი გარეთ, მასთან ერთად თოვლში ისეირნებდი კუს ნაბიჯებით, სადაც გამვლელი ისე არ შემოგხედავდა თითქოს გიჟი ხარ! გააკეთებდი რასაც მოისურვებდი, ისე რომ არავის აზრს არ მიაქცევდი ყურადღებას. გაისეირნებდი თოვლში, გაყინული თავიდან-ფეხებამდე, გვერდით ის გედგებოდა და შენ გათბობას შეეცდებოდა. გაიქცეოდით ერთად და თოვლის გროვაში ჩახტებოდით, იქნევით ხელებს, ფეხებს. ცაში აყრიდით თოვლს და გაყინულ სახეს შეუშვერდით.
სახლში დაბრუნებულს მშობლები ტბილ სამოსს დაგახვედრებდნენ. ოთახში, ფანჯარასთან ახლოს მდგარ სავარძელში მოკალათდებოდი და დაიწყებდი ფარჯრიდან ბავშვების ყურებას: როგორ გუნდაობენ,თოვლის კაცს აკეთებენ, ერთმანეთს მისდევენ, ეხმარებიან. ამ დროს ოთახში მშობლები შემოდიან, გულში გიკრავენ და გეუბნებიან რომ ძალიან უყვარხარ.
ხელიდან ჭიქა გივარდება და შენს წარმოსახვათან ერთად იმსხვრევა ჭიქაც, რომელიც შეგძულდა, რომელმაც შენი ოცნებები შეაჩერა, გაგახსენა შემზარავი რეალობა სადაც არც მშობლები გყავს და არც საუკეთესო მეგობარი. ტირიხარ გაუჩერებლად, უსამართლო ბედზე რომელიც შეგხვდა, მაგრამ ცდილობ ცხოვრება მარტომ გააგრძელო, თოთქოს ამაში ვიღაცეები გეხმარებიან. ფიქრობ რომ ისინი სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მშობლები არიან. რომლებიც ახლოს აღარ გყავს, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ახლოს გყავს. იქ! მარცხნივ რაღაც გაუჩერებლად რომ ფეთქავს. იქ, სადაც ყველაზე დიდი ადგილი ცხოვრების ბოლო წუთებამდე მარტოობის შიშის შემდეგ გარდაცვლილ მშობლებს უკავიათ.
ამ წუთიერი დაახლოვებისთვის მადლობას სწირავ უფალს და რჩები დედამიწაზე-კოსმოსიდან ძალიან შორს...



№1  offline წევრი elene tetruashvili

აუჰჰ !აი მართლა რაღაცნაირი იყო რა ! აი სიტყვებით ვერ ავღწერ ! smile

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent