შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათასივე შენ ხარ და ათას მეერთეც


24-11-2016, 15:33
ავტორი nimi
ნანახია 1 593

არ ვიცი საიდან დავიწყო, არც ისე ადვილია გადმოსცე ეს ყველაფერი. არ მინდა ისევ გადავაჭარბო, ისევ შეგაშინო ამხელა გრძნობით.
არ გამომივიდა, ამხელა გრძნობა ერთად შევაქუჩე და შენში ჩავდე, აგავსე. ახლა ვხვდები რატომ ვერ შეძელი, შეგეშინდა ამხელა ტვირთის ტარება. სულ ჩემები იყო, შენთვის ადგილი არ დაგრჩა, მეგონა ორივეს გვეყოფოდა, მაგრამ ჩავფლავდი. ვერ ვიფიქრე, შენებისთვისაც დამეტოვებინა ცოტა ადგილი.
სენ ვერ შეძელი და ყველაფერი მოისროლე, წლების ნაგროვები ჯანდაბაში ჩაყარე. აბა რა უნდა გექნა? გინდოდა შენც შეგექმნა რამე, მაგრამ საშუალება არ მოგეცი ამოგესუნთქა. ხოდა ახლა მარტო დავრჩი ბნელ დიდ და ცარიელ სახლში, იმის მაგივრად რომ ერთად ვიყოთ! მარტო დავრჩი
ვფიქრობ ათას რამეზე, ეს ათასივე შეზეა და ათას ერთიც. რა მაგარია ფიქრი არა? შეგიძლია ნებისმიერ რამეზე იოცნებო. ნეტავ კიდე ერთი შანსი მქონოდა. ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის. ამჯერათ შენ მოქცემდი საშუალებას შენი გრძნობები გამოგეხატა, ხმას არ ამოვიღებდი! დაგისვავდი წინ და გიყურებდი მთელი დღე თვალებში, თვალებით გეტყოდი ყველაფერს, ხმის ამოუღებლად! თვალებით შეგეხვეწებოდი დარჩენილიყავი და მომხვეოდი. მე არ გავინძრეოდი, შემეშინდებოდა მეორედ დაკარგვის. არ ვისუნთქებდი, თვალსაც არ დავახამხამებდი. მაგარი რამეა ფიქრი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელიც შენთან მაკავშირებს. მას ყველაფერი შეუძლია. ერთხელ იცი რა მაგარი რაღაქც მაჩვენა?.. მე და შენ ერთად გვეძინა, როცა გამეღვიძა შენ მე მიყურებდი და ტიროდი... რატომ ტიროდი?! რატომ? ისევ შეცდომა დავუშვი ალბათ, მაგრად გეხვეოდი და გახრჩობდი ხო? მეშინოდა მარტო დარჩენის ისევ. მაგრამ არ დამტოვე, შენ კარგი ბიჭი ხარ. ფიქრებში არასდროს მტოვებ, ჩემი ერთგული ხარ. ყოველთვის მკოცნი და მერე გეცინება, რომ შევძელი ჩემი გრძნობების მოთოკვა
და უცებ ამოხეთქა, ვეღარ შევძელი. გავგიჟდი სუნთქვა გამიჭირდა. ყველაფერი გითხარი, ყველაფერი, რომ შენზე ჭკუას ვკარგავდი, შემეძლო გული ამომეგლიჯა და შენთვის მომეცა, შემეძლო სენთვის მოვმკვდარიყავი. მერე მოგვარდი და ჩაგეხუტე, გახრჩობდი. მერე სახე დაგიკოცნე, თვალები როცა გავახილე აღარ იყავი, წახვედი ისევ. ამის მერე აღარ მინახიხარ, ეს ბოლო იყო. მაპატიე, ვერ შევძელი, არ შემიძლია უშენოდ, ვერ ვსუნთქავ გესმის?! გეძახი მაგრამ ხმას არ მცემ, გამიგე ეს მაგიჟებს. რა ვქნა არ ვიცი, როგორ მოვიქცე შენი ნახვისას. გამოვიქცე და ჩაგეხუტო ტუ შორიდან გიყურო. რატომ მოხდა ასე? ვიცი ეგოისტი ვარ! მაპატიე, უშენოდ არ შემიძლია. მე გელოდები, მენატრები, ძალიან მიყვარხარ! მშინია ეს ამხელა გრძნობა არ დაიკარგოს დროთა გამნავლობაში. გემუდარები დაბრუნდი და გპირდები ვეცდები არ შეგაწუხო, ყველაფერს სწორად გავაკეთებ. შევძლებ გპირდები, ყველაფერს შევძლებ თუ ახლოს მეყოლები, თავს გავაკონტროლებ
მე არ შემიძლია უშენოდ, შენი სუნი მენატრება, შენი ხელები მენატრება ჩემს თმებში. მენატრები. დაბრუნდი გთხოვ...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent