ნუ გამიმეტებ.
თუ გინდა ნახო ჩემი არყოფნა, მიყურე ყოველ დილით როგორ მაღვიძებს დედა, როგორ ვდგები, როგორ არ ვლოცულობ, როგორ არ ვიბან ხელ-პირს, როგორ არ ვივარცხნი თმას, როგორ არ ვჭამ საჭმელს, როგორ არ ვწესრიგდები, როგორ არ ვიცვამ გაუთოვებულ ტანსაცმელს, როგორ ვიღებ მაგიდაზე დატოვებულ ხუთლარიანს და როგორ გავდივარ გარეთ, როგორ ვუკიდებ წინადღიდან შემორჩენილ სიგარეტს, რომელიც სადარბაზოდან გაჩერებამდე უნდა მეყოს, როგორ ვდგები გაჩერების კიდესთან, როგორ ვიცვლი ორ სამარშუტო ტაქსს, რომლებმაც უნივერსიტეტამდე უნდა მიმიყვანონ, რომელიც წესით უკვე დამთვრებული უნდა მქონდეს, რომელშიც წარმოდგენა არ მაქვს რა მინდა, როგორ მიკითხავენ, როგორ ვიკითხავ, როგორ ვესწრები რამდენიმე ლექციას, როგორ არ მესმის არაფერი რასაც მიხსნიან, როგორ არ ესმით არაფერი რასაც არ ვამბობ, როგორ არ მეტყობა ნერვოზი, სიგიჟე, ან თვითმკვლელობის ჯერარდაუგეგმავი მცდელობა, როგორ მინდა ვიყვირო, როგორ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ ჩემი მშობლები კარგი მომავალი შემიქმნან, როგორ ვიხსენებ იმას, თუ როგორ ვეუბნები დედას, რომ მომავალი არ მაქვს, ის კი არ ჩერდება, ის კი არ მეშვება, ის კი არ ნებდება, ის კი არ მანებებს ცხოვრების თავის დანებებას, როგორ არ მთავრდება ეს ყველაფერი, როგორ ემზადება წრე მორიგი ბრუნის შესასრულებლად, როგორ გამოვდივარ გარედან გარეთ, მივაღწევ სახლამდე, როგორ ვერ ვისვენებ, როგორ ვიწყებ რაღაცის წერას, აი ვფხიზლდები, აი ვიღვიძებ, აი ვიზმორები, აი თითქმის გეძახი, აი თითქმის ვარ და უკვე ღამის ოთხი საათია, მერე დედის ცხოვრებაგატეხილი ხმა, დაწექი, ხვალ ადრე ხარ ასადგომიო, მივდივარ, ვწვები და მერე ვფიქრობ და მერე ვგრძნობ და მერე განვიცდი, რომ ყოფნაზე დიდხანს გრძელდება არყოფნა, რომ ყველაფერი ჩემს ირგვლივ ხდება, მაგრამ ცენტრში სხვა დგას. ვფიქრობ შენს სიმშვიდეზე და თავად მერევა გონება. შენ არ უნდა გქონდეს ასე უიმედოდ ჩამოყრილი ხელები, როცა შენს თვალებში ფიქრის ქარიშხლები ქრიან… კარზე დააჭედე შენი ლექსები სახელურის ნაცვლად.. და შენს ოთახში მხოლოდ ერთი ადამიანი შემოვა.. მხოლოდ ერთი. ‘ხანდახან, როცა გიყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შორეულ ვარსკვლავს ვუცქერდე, ის ხომ ბრწყინავს, მაგრამ მისი შუქი ათობით ათასი სინათლის წლით დაშორებული მანძილიდან მოდის. არადა, სავსებით შეიძლება, თავად ის ვარსკვლავი აღარც კი არსებობდეს. ჩვენ კი ამ ნათების წყალობით გვეგონოს, რომ ის კვლავ ცაზე ჰკიდია. შენ აქ ხარ, ყოველშემთხვევაში ისე გამოიყურები, თითქოს მართლაც აქ იყო. არადა, იქნებ არც კი ხარ აქ? იქნებ რასაც ვხედავ მხოლოდ შენი ანარეკლია? ხოლო შენი ნამდვილი მე, ეგებ სულ სხვაგანაა? ან იქნებ უკვე გაუჩინარდი, დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ? შენს არსებობაში დასარწმუნებლად ვცდილობ შეგეხო, შენ კი იმალები ვარაუდთა ბუნდოვნებაში.’ ვინ იცის, თვითმკვლელობისას, დროის იმ თითქმის არარსებულ მონაკვეთში, რომელიც რევოლვერის სასხლეტის დაშვებასა და ცნობის წართმევას შორისაა, კაცს საშინელი, ყოვლისდამთრგუნველი სურვილით უნდება სასიკვდილოდ აშვებული ტყვიის უკან დაბრუნება და ტყვია კი არ კლავს, არამედ იმის განცდა, რომ ეს სურვილი ამაოა და აღარაფრის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა, ყველაფერი იოლია. განზრახვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა. ჩახუტებისას ვიგრძენი ის, რაც უნდა მეგრძნო, მაგრამ მე მაინც ჩრდილებზე ვფიქრობდი, თუ როგორ შეერწყო ორი ჩრდილი ერთმანეთს, და გახდა ერთი. მაგრამ ბოლოს როგორც ყოველთვის ესეც დასრულდა, დაიშალა. “სრულიად სიბნელეში შევაბიჯე. ვდგავარ. კი, ეს ეგოცენტრული სისტემაა. ეგოიზმი, ეგოიზმი, ეგოიზმი. ყველაფერი ელიფსზე ბრუნავს, ბრუნავს, ბრუნავს. ისევ ეს ექო, ექო, ექო. სასაუბრო არეალს შევამცირებ და გაქრება, გაქრება, გაქრება. გაქრა. საუბარი შეიძლება. სიგიჟეა, მაგრამ ჩემი პირველი ფიქრი მახსოვს, მოიცა, ფიქრი არა, უფრო იდეა ან იქნებ ფიქრი? არ ვიცი. დავიბენი. მოკლედ, მოგატყუეთ.კონკრეტული იდეა/ფიქრი კი არ მახსოვს, არამედ უბრალოდ დრო, როცა ის გაჩნდა. დაბადებისას. სწორედ მაშინ დავსნებოვნდი. იდეებით ვარ ავად. ისინი ბრუნავენ, ტვინის უჯრედებს ეჯახებიან, ააქტიურებენ და იმპულსებს გადასცემენ. ქაოსია. მე, მე კი ნარკომანი ვარ. ამ ქაოსს დღეში 2-ჯერ ვიკეთებ. დოზა არ უნდა დაირღვეს. არ უნდა დაირღვეს ზღვარი იდეებით დაავადებულისა და სიგიჟით დაავადებულის. ალბათ ეთიკის კოდექსიც. მიზეზს ნუ მკითხავთ, მეც არ ვიცი ეს უკანასკნელი რატომ დავწერე. მოკლედ ავად ვარ და ხშირად ხმამაღლა ვიცინი ან ვსაუბრობ ან ორივე. დიახ, მართალი ხართ, ეს სიმპტომებია. არა, გიჟი არ ვარ, ნუ დამაბრალებთ. უბრალოდ იდეებით ვარ ავად. იდეებით.” ნ.კ არ არსებობს არანაირი საზღვარი არაფრისა.. ყველაფერი უსაზღვროა.. მაგრამ ბოლოს ვხვდებით რომ ესეც რაღაც განსაზღვრული ტერიტორიაა რომელიც შემორაგულია დიდი კედლებით.. კედლებით რომლებიც არასდროს განადგურდება.. კედლები რომლებიც შენზე მაღალია.. კედლები რომლებიც შენზე ძლიერია.. კედლებს იქეთ კი უსამართლობაა.. უსამართლობა რომელმაც ჩვენი კედლები გაანგრია.. კედლებს იქეთ ტკივილია.. ტკივილი რომელმაც კედლებში შემოაღწია.. გადის დრო,და შენც უერთდები მათ, შენ ხდები მათი ნაწილი და შენც შედიხარ იმ სივრცეში რომელიც კედლებით არის შემოსაზღვრული.. მანამდე კი გეგონა რომ შენ უკვე შიგნით იყავი.. შენ შედიხარ იქ და ხვდები რომ ეს არის სივრცე, რომელიც კუბის ფორმის არის.. შენ დაბრმავდი, ვერ ხედავ ვერაფერს უზარმაზარი კედლების გარდა.. ეს კედლები სავსეა შენი ფიქრდებითა და ტკივილებით.. კედლის მეორე მხარეს კი სინათლეა.. რომელიც ებრძოლება ბნელ სივრცეს.. შენ გადიხარ კედლის მეორე მხარეს, მაგრამ სინათლის სხივები ნელ-ნელა ქრება.. იფანტება ბნელ და არაფრით მოცულ კუბში, რადგან კუბი დიდია, რომელსაც აქვს დიდი კედლები.. ის სავსეა შენით.. რას აპირებ ამ შუა ღამეს. საით აპირებ გაქცევას, როცა განათება უმნიშვნელოა და სიყვარული მიტოვებული. გაწიე ფარდა, შეხედე ფანჯრებს, ქარი დგას მათთან და შენ გდარაჯობს, რომ ერთხელ შემოვიდეს, შემოაბიჯოს, მოხვიოს ხელი შენს ოცნებებს და ყველა მოკლას. რას აპირებ ამ შუა ღამეს, როცა არჩევანის უფლება არ გაქვს, როცა შენი თავი უპერსპექტივოა და აზროვნების უნარი დაქვეითებული. რას აპირებს შენი წარსული, როცა ძველი სიყვარული ფეთქავს, მაგრამ არსად ჩანს, და არც კი იცის შენს შესახებ. რას აპირებ ამ შუა ღამეს, ძველი ლექსები არ აპირებენ წამოდგომას და შენთან მოსვლას. ყველაფერი უცვლელია, მათ არ განუცდიათ რეინკარნაცია. რას აპირებ, საით გინდა გაქცევა, როცა სახლი არსად გაქვს, როცა ყველაფერი მორჩა მამის სიკვდილის შემდეგ, როცა ყველა გრძნობა ფეხზე გკიდია და წარსულიდან ძველი სიყვარულის აჩრდილი მოგდგამს. თქვენ არ იყავით, არცერთი იყავით, არავინ იყავით, მაშინ როცა მე ამ ლექსებს ვწერდი, როცა ამ ლექსებს ვკითხულობდი, როცა ამ ლექსებს ვხევდი და დედაჩემი დამსკდარი თითებით ბრუნდებოდა სამსხურიდან და შარავანდედი თავზე კი არა, დახეთქილ ხელებზე ეხვია გარს და საზღვარგარეთ მყოფ მამაჩემს უნათებდა გზას, როცა თენება დღეებს სჭირდებოდათ და ღამეები ძილზე გრძელი და სიზმრებზე მოკლე იყო, მაშინ საკუთარ თავსაც სხვაგვარი ხმა ჰქონდა, ხმაწართმეული მათხოვრის ფეხებთან დაგდებულ აბრაზე ამოხრულ სიტყვების, რომ დამეხმარეთ, გთხოვთ დამეხმარეთ და იმედები გვერდს მივლიდნენ გამვლელებივით, საკუთარ თავებს აიმედებნენ, რომ ბოლოს მოკვდებოდნენ, რომ ეს ბოლო არ დადგებოდა და მე ვხედავდი, როგორ კვდებოდნენ და მე ვამბობდი, რომ ყველა არა ვარ და ყველა ამას იმეორებდა, სანამ ცხოვრებამ სათითაოდ არ გამოგვღადრა, ყველი, მაჯები, თვალები, გულები და ბოლოს მივხვდი, რომ ხანდახან ყველა უნდა ვყოფილიყავი, ყველაზე მეტიც, ყველაზე მეტად და გადავრჩებოდი, ან გადავარჩენდი ვინმეს ან რამეს და ახლა შეშლილის პერანგი მაცვია და თქვენს წინ ვდგავარ, მთელი ჩემი უბრალოებით, ჰო იმ შეშლილის, რომელიც იმაზე მალე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვიდრე თვითონ უნდოდა და ეს პერანგი, ამ სამყაროს ყველა შედევრს მირჩევნია. რომ ვენახე, მეტყოდა - დიდი გაქვს. აცხოვნე ღმერთო, ჩემი სულის ყველა ოცნება. რა ვქნა, რომ იმაზე არ სწუხან, რასაც თვითონ არ ჩაიდენენ ადამიანები. თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ. უცხოსგან გამოწვდილ ხელს რომ ხედავ იბნევი შენდაუნებურად. ელოდი, მაგრამ გაგიკვირდა ~ მაინც. წინდაუხედულობა და გაუცნობიერება თუ გაწუხებს პასუხს სხვებში ეძებ. დადიხარ გზებზე სადაც ადრე უკვე გივლია და უკვე მეორედ ტკეპნი მეორად ცხოვრებას. მაჯებს დაჰყურებ და იბნევი ტკივილით. ფერს ხედავ, რომელიც ადრეც დაგინახავს მაგრამ შენთვის მაინც უცხო იყო. ადამიანებს გარეკანის მიხედვით არჩევ მიგაქ გულთან და შემდეგ შინაარსს ნსჯი. ხელში იღებ ფანქარს და ხატვას იწყებ. შემდეგ კი შენს უნიჭობას ფერადი საღებავების არქონას აბრალებ ~ რომელიც არასოდეს გქონია და არც კი გამოგიცდია. იწყებ კამათს იმ თემაზე, რომელზეც არაფერი გსმენია და ცხოვრებას აბრალებ, რომ გამოუცდელობამ გიმტყუვნა შანსები. სახლში მარტო ბრუნდები, რადგან ფიქრობ რომ სხვები შენზე არ ფიქრობენ. თავი განათლებული გგონია და წყალი თუ დაგექცა ~ მიზიდულობის ძალას დააბრალებ და არა შენს თავს, რადგან უკვე ისწავლე და სხვებსაც გინდა რომ გააგებინო. ძილის წინ ფიქრები არ გასვენებენ, რომელიც გგონია რომ თავისით მოდიან არადა შენ იწვევ მათ. თავი დაკარგული გგონია იმიტომ რომ ახლა მოდაშია იყო დეპრესიული. მუსიკას რთავ და თუ არ მოგწონს მსმენელს ერჩი, როცა შეგიძლია შენს გემოვნებაზე დაიწყო ფიქრი. ადამიანო, ეს ცხოვრება არ გთელავს შენ. შენ ცდილობ ყველაფერი შენს გამთელავად აქციო. ნუ დაყნოსავ ვარდს როცა შეგიძლია გვირილების ყურებით ტკბებოდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.