შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის თვალთახედვა (ნაწილი III) 22:58


1-12-2016, 08:48
ავტორი Maniacal Laughter
ნანახია 1 668

22:14
უკვე მერამდენედ უნდა ვიწვე საბან ქვეშ ალკოჰოლისგან გონება არეული. საფეთქელი მტკივნეულად მიცემს, პარკუჭის შეკუმშვას ვგრძნობ, სისხლი წინაგულში გადადის, მერე ისევ პარკუჭში და ასე გრძელდება მანამ სანამ ორგანიზმი მომატებულ სეროტონინს არ გაანეიტრალებს.
რას ვგრძნობ?
ბედნიერებას, განტვირთვას, სიმშვიდესა და შვებას ნამდვილად არა, პირიქით, ორგანიზმი იმ მანქანის ძრავასავით ხმაურობს, რომელსაც ზეთი აქვს გამოსაცვლელი. ამ მომენტში მოდუნებაც კი შეუძლებელია.
და აი, უკვე მეათასედ ვდებ პირობას, რომ სასმელს და მოსაწევს, არც ერთად და არც ცალ-ცალკე, აღარასდროს გავეკარები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ის დაპირებაა რომელსაც დილით გამოღვიძებისა და გამოფხიზლებისთანავე ფეხებზე ვიკიდებ და ვივიწყებ.
ამ მომენტში მძულს საკუთარი თავი ნებისყოფის უქონლობის გამო. მძულს საკუთარი თავი, რადგან ვგრძნობ, რომ მხიარული, ხალისიანი დღის შემდეგ ღამეს ისევ საწოლში, საბანქვეშ მოკუნტული ვატარებ. მძულს საკუთარი თავი იმის გამო, რაც ჩემგან შევქმენი. მკლავს ის ნიღაბი რომელსაც მთელი დღე სხვების თვალის ასახვევად ვატარებ.
რატომ არის რომ მხოლოდ ღამით, მთელი სიცხადით გვეჯახება ის რეალობა, რომელშიც მთელი დღე ვცხოვრობთ.
ღრმად ვსუნთქავ, ვცდილობ ორგანიზმს ჟანგბადი მივაწოდო, რათა ჩავახშო ის ხმაური რომელსაც ორგანოები ქმნის. გასაკვირია, შეიძლება ვინმეს ამის კითხვისას ეგონოს, რომ სამედიცინოზე ვსწავლობ. არ შეცდეთ და წამითაც არ დაუშვათ ეს აზრი. სრული აფსურდია. თუ კი რამე გამერკვევა მედიცინაში ეს ჩემი უფროსი დის დამსახურებაა, რომელიც გაუთავებლად მეცადინეობს, რადგან ექიმობა მსხვერპლს მოითხოვს და აშკარაა ამ მსხვერპლს მე წარმოვადგენ. უკვე ხუთი წელია ვისმენ როგორ კითხულობს ხმამაღლა სამედიცინო ბიოლოგიას, ანატომიას, ფსიქიატრიას და კიდევ უამრავ სხვა საგანს. თავიდან მაშინებდა სიტყვები - პალპაცია, პერკურსია, პროპრედეპტიკა, დღეს კი როცა მაში შინაარსი ვიცი, ამ სიტყვებით სხვებს ვაშინებ.
ზედმეტად გამიგრძელდა სამედიცინო პრაქტიკაზე საუბარიც და ფიქრიც, მაგრამ ამან ცოტათი მიშველა კიდეც. ორგანიზმი ჩაცხრა.
მოვყვებოდი დღევანდელ ისტორიებსაც, მაგრამ არც მოსაყოლად ღირს და არც მოსასმენად.
შევწყვეტდი წერასაც, მაგრამ მობილური ეკრანის ჩაქრობა და ჩემი გათიშვა ერთი იქნება. მე კი თქვენ მჭირდებით, აუდიტორია მჭირდება, რომელიც მომისმენს, თან უხმოდ.
იქნებ დიდ სისულელეს ვაკეთებ ამ ყველაფერს რომ ვყვები, მაგრამ არ მაღელვებს, რადგან ისეევ ისეთი ფეხებზე ტიპი ვარ როგორიც ყოველთვის ვიყავი.
აქ იწყება ღამე და მთავრდება დღე. ნოემბრის ბოლო საღამოა. გავიღვიძებ და უკვე ზამთარი იქნება. თუ გავიღვიძე საერთოდ. ნეტავ ვერც გავიღვიძო. ნეტავ საერთოდ არ გავიღვიძო.
მელანქოლიკი, დეპრესიული, თვითმკვლელი მოზარდივით გამომდის, მაგრამ უკვე მართლა აღარ შემიძლია, აქაურობა აღარ შემიძლია, ეს ხალხიც აღარ შემიძლია.
ძილი მინდა.
მხოლოდ ძილშია თავისუფლება.
ხოდა დავიძინებ, მეყო რაც ვიფხიზლე.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი Maniacal Laughter

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

გმადლობ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent