უსახელო
ვუყურებ მანქანების ფერები სისწრაფეში როგორ იდღაბნება, ვუყურებ ხალხს რომლებიც შუშის თვალებით იყურებიან. მათ სახეზე აკრულ ბედნიერ, კეთილ ნიღბებს ვაკვირდები და ვბრაზდები. ისინი სინამდვილეს არ აფასებენ. ისინი რეალობას გაურბიან. დღეს მეც ერთ-ერთი მათგანი ვიქნები. ადამიანი რომელიც მხოლოდ გადარჩენით კმაყოფილდება. ჩემი სახელია ანასტასია ბაქრაძე და დღეს მე მოვკვდები. ალბათ გაინტერესებთ საიდან ვარბასეთი დარწმუნებული, მაგრამ მე ეს დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, მაშინ როცა ხალხმა შეცვლა დაიწყო. თავიდან მეგონა რომ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო. არ მინდოდა დამეჯერებინა რომ ხალხი იდეალურობისკენ ისე მიისწრაფვის რომ სხვა ყველაფერს ივიწყებენ. მე არ მინდა ასეთი სამყაროს ნაწილი ვიყო, სამყაროს სადაც ბოროტი კეთილზე ძლიერია, ტყუილი სიმართლის ტოლია და ადამიანი მხოლოდ მოჩვენებით არის ბედნიერი. მე დღეს წასვლას ვაპირებ, და იმედი მაქვს იქ უკეთესი სამყარო დამხვდება. ქუჩებს ნელი ნაბიჯებით მივუყვები და ხალხის დამახსოვრებას ვცდილობ. ისინი ხომ უკანასკნელები იქნებიან ვისაც ვნახავ. ვუყურებ თინეიჯერებს რომლებიც ეწევიან, სვამენ ან კიდე ერთმანეთს ზურგს უკან დასცინიან. მათი არ მესმის და არც არასდროს არ მესმოდა... მტკვარს ვუახლოვდები და ვიღიმი. ჩემ გარშემო ბევრი ხალხია, მაგრამ ერთიც არ მეგულება ისეთი რომელიც ჩემ გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში ჩახტება. მოაჯირზე ფრთხილად ვძვრები და დაბლა წყალს დავყურებ. მუქი მწვანე, ტალახისფერი წყალი ჩხუილით მიდის ჩემ დაბლა. ერთხელ ღრმად ჩავისუნთქავ და ვხტები. პირველუ რასაც ვგრძნობ ყინულივით ცივი წყალია, პირს ვაღებ ინსტინქტურად რომ ჰაერი ჩავისუნთქო მაგრამ მხოლოდ წყალი მხვდება. მაღლა ასვლას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვცურავ, თვალები მეწვის და ვიხრჩბი. ვგრძნობ როგორ მევსება ფილტვები წყლით და საშინელი ტკივილით თვალთ მიბნელდება. ვგრძნობ სლიპინა არსებები როგორ მეხებიან და დაცურავენ ჩემ გარშემო მე კი მგოია რომ ცეცხლი მიკიდია... შემდეგ კი მოულოდნელად ტკივილი ქრება, ნელ-ნელა კი ყველაფერი გაქრობას იწყებს... ------------- იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.