შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო


30-11-2016, 00:13
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 477

დღეს უკანასკნელი დღეა. მე დღეს მიდივარ და უკან ვიტოვებ სამყაროს რომელმაც ნაწილებად დამშალა. ვუყურებ მესიჯებს და თვალები ცრემლით მევსება. მახსენდება თითოეული წამი და გერ ვხვდები, ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა. ერთ წამს ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი არსაიდან თითქოს მოწმენდილ ცაზე ნაცრისფერი ღრუბელი გამოჩნდაო, ყველაფერმა გაქრობა დაიწყო. თითქოს ყველაფერი მარტვად იყო, მაგრამ ამავდროულად ასე რთულად. ქუჩაში გავდივარ და გარემოს ვაკვირდები. ერთი ჩვეულებრივი დეკემბრის ცივი ღამეა, ჩაბნელებულ ქუჩებს ლამპიონების სუსტი სინათლე ანათებენ. უმთვარო ღამე თავზე დამყურებს და თითქოს ჩემ გადაწყვეტილებას ეთანხმებაო. ჩემგან არც ისე შორს შეყვარებული წყვილი ზის და ერთმანეთს ბედნიერი სახეებით უყურებენ, მათ არ იციან რომ მათი ეს ბედნიერება დროებითია და როგორც ყველაფერი სხვა ისიც მალე გაუფერულდება და გაქრება, თითქოს არც არასდროს უარსებია.
პარკში ხეებთან კი პატარა ბიჭები დამალობანას თამაშობენ და ერთმანეთი ყველაფერს ურჩევნიათ, მაგრამ მოვა დრო როცა ისინიც ძალით კაი ტიპობას დაიწყებენ და ერთმანეთს დაივიწყებენ.
როგორც ყველას მეც მალე დამივიწყებენ... მე ხომ არასდროს არ ვყოფილვარ მნიშვნელოვანი ფიგურა მათ ცხობრებაში?
მტკვარს ცრემლიანი თვალებით ვუყურებ და ვცდილობ ყველა ის უსიამონო მოგონება მოვიშორო, რომელიც უკვე უამრავი დღეა ბნელი აჩრდილივით დამყვება. მინდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მხოლოდ კარგი გამახსენდეს ხალხზე, რომლებმაც აქამდე მომიყვანეს.
ჩემ დაბლა მიმდინარე, ტალახიან წყალს დავყურებ. წყალს, რომელიც მომკლავს და თან თავისუფლებას მაჩუქებს. თვალებს ვხუჭავ და ვხტები...
პირველი რასაც ვგრძნობ ყინულივით ცივი წყალია, შემდეგ უჰაერობას ვგრძნობ. ვგრძნობ როგორ მეწვის უჟანგბადობის გამო ფილტვები. ვგრძნობ როგორ იწყებს სიბნელეში წერტილები ფარფატს და ვგრძნობ როგორ ვკარგავ გრძნობელობას.
უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და ვიღიმი.
როცა მოვკვდები მინდა ხალხმა მომ...


____________
ხელოუ...
ვიცი რომ არაა კარგი ნაწერი, მაგრამ საშინელი სურვილი მქონდა დამეწერა... იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent