შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


3-12-2016, 10:57
ავტორი sopiko
ნანახია 1 990

''ახალი წლის არომატი''

ახალი წელი დგებოდა... გარეთ ციოდა, სახლში კი თბილოდა... ყველას გულში ბედნიერების ცეცხლი ენთო და გიზგიზებდა ჩაუბჟუტავად, ჩაუფერფლავად... ოთახი უცნაური არომატით ივსებოდა...
ერთი იცინოდა, მეორე მღეროდა, მესამე ცეკვავდა, მეოთხე ფანჯარასთან იდგა და ფეიერვერკების ყურებით ტკბებოდა, მეხუთე მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი, მეექვსეს ხელში გოზინაყის ნაჭერი ჰქონდა მომზადებული, ენის წვერზე კი ტრადიციული ''ტკბილად დამიბერდი'' ედგა, მეშვიდე ადგილზე ხტუნაობდა, მერვე ნაძვის ხეს არ აშორებდა თვალს, თოვლის პაპას მალულად რომ არ მოეტანა საჩუქარი და ისევ ისე არ გაპარულიყო, როგორც წინა წლებში, ერთიც ტელევიზორში ტელეწამყვანთან ერთად ითვლიდა ათიდან უკან... მაგრამ ერთსაც, მეორესაც, მესამესაც, მეოთხესაც, მეხუთესაც, მეექვსესაც, მეშვიდესაც და მერვესაც ერთნაირად უღუტუნებდათ ცხვირთან ახალი წლის არომატი...

ციტრუსების არომატი
ერთმა მაშინვე მაგიდაზე დადებული მინის ლამაზი, გამჭვირვალე ვაზისკენ გაიხედა, რომელშიც ერთმანეთზე სხვადასხვაგვარი ციტრუსი ელაგა. მოგეჩვენებოდა, თითქოს ფორთოხლის ყვითელი ელფერი ანათებდა იქაურობას, ლიმონი კი მჟავე ნოტების აკორდს უკრავდა ჰაერში. ფეიხოა თავის ტკბილ-მწარე გემოს თანაბრად უყოფდა ორივეს და ახალი წლის არომატიც უფრო და უფრო უჩვეულო ხდებოდა. აქ არაფერი იყო საახალწლო, მაგრამ ახალი წელი იყო თითოეული მათგანი. ვერაფერს ნახავდი სანტას მოტანილს, მაგრამ ლაპლანდიის სურნელი მაინც თითოეულს ჰქონდა.
იმ ერთს თავის ფანტაზიებზე ხმით გაეცინა და პირიც მსწრაფლ აევსო უკვე ნაცნობი არომატით...

ნამწვის არომატი
მეორემ სიმღერა შეწყვიტა და ხელის მოძრაობაც შეანელა. თითებში შუშხუნა ჰქონდა მოქცეული, რომელიც ირგვლივ ოქროსფერ სხივებს ისვრიდა. არომატის ბწრყინვალე შარავანდედიც მის გარშემო შეკრულიყო. ყოველ სხივს თავისი სურნელით ტვირთავდა და გულუხვად უზიარებდა გარშემომყოფებს იმ ბედნიერებას, რომელიც მის დანახვაზე ღვივდებოდა თითოეულის გულში.
შუშხუნა ჩაიწვა და ნამწვის არომატი დატრიალდა... არადა იმ მეორეს ეგონა, რომ ახალი წლის იყო, რომ მან მოიტანა ეს სასიამოვნო სურნელი... ის იყო, გადაწყვიტა, შევცდიო და კვლავ სიმღერა განაგრძო, რომ ხმა რაღაცამ ჩაუხშო...
ეს ახალი წლის არომატი იყო.

ყვავილების არომატი
მესამე გატაცებით ცეკვავდა, მაგრამ ყელთან მოტრიალე არომატმა ცეკვის შეწყვეტა აიძულა. თორმეტს რამდენიმე წუთი აკლდა. მესამემ თავისი ხელის გულები დასუნა, მაგრამ უცებ ჩათვალა, რომ ეს ახალი წლის არომატი იყო. ალბათ სულ არ დაუკვირდებოდა ამას, მეორე დღეს კი უბრალოდ იტყოდა, რომ საახალწლო სიგიჟის ნაწილი იყო ეს ყველაფერი, თუმცა მიხვდა სინამდვილეში რის სურნელსაც აფრქვევდა. ეს საგანგებოდ სააახალწლოდ ნაყიდი სუნამოს არომატი იყო. ისეთ გრძნობას გიქმნიდა, თითქოს ყვავილების წარმტაც ბაღში იყავი.
მესამემ ცეკვა განაგრძო, მაგრამ უცებ გარეთ თოვა დაიწყო და ყველა ყვავილი თოვლის საფარის ქვეშ მოექცა...
ახალი წელი თავის არომატით ატყობინებდა მასპინძლებს, რომ არ დაიგვიანებდა...

დენთის არომატი
მეოთხემ ოდნავ გაღებული კარი მაშინვე მიხურა, მაგრამ სახლში შემოსვლა მაინც მოასწრო დენთის მძაფრმა არომატმა. ცხვირზე ხელი უნდა აეფარებინა, მაგრამ უცებ იგრძნო, რომ ესიამოვნა. რაღაც მოგონებებიც წამოუტივტივდა გონებაში. დეჟავუმ ადგილზე დაატრიალა და მიხვდა, რომ ამ სურნელს ყოველ ახალ წელს გრძნობდა. ასაფეთქებლების ბათქა-ბუთქს ირგვლივ წუილი გაჰქონდა.
მეოთხემ კარები ახლა კი თამამად გამოაღო და ყურადღება არ მიაქცია მეგობრის შეძახილს, დახურე, ცივაო... სიცივეს ეს ტკბილი არომატი შერეოდა და სულაც აღარ იყო ცივი.
მან თვალები დახუჭა და ფილტვებში ახალი წლის სურნელი შეუშვა.

მტვრის არომატი
მეხუთე შეეცადა უფრო კომფორტულად მოთავსებულიყო იატაკზე, ფეხი რომ გაუსრიალდა. მტვრის ფენა ჰაერში გაეზავა და მან რაღაც ახალი წლის არომატის მსგავსი იგრძნო. უხილავი ნაწილაკები გარშემო ქაოსურად დაქროდნენ, ერთმანეთს ერეოდნენ და ისევ შორდებოდნენ. მეხუთემ ჩათვალა, რომ უბრალოდ იატაკი ვერ გამოწმინდეს ნორმალურად და აქ ახალი წელი არაფერ შუაში იყო, მაგრამ...
მაგრამ როცა მაგიდის ფეხს თითი გაუსვა და ის ცხვირთან მიიტანა, გააკანკალა. ზამთრის სუსხი მოსასხამივით შემოეხვია მხრებზე. თითქოს ახალი წელი ესალმებოდა მას...

გოზინაყის არომატი
მეექვსეს უკვე ლოდინი უჭირდა. ადგილზე ცმუკავდა, მოტკბო, წებოვანმა არომატმა წინ რომ ჩაუქროლა. ამ არეულობაში შემთხვევით გოზინაყი გაესვა ცხვირზე. გაეცინა, ვეღარ მოითმინა და პატარა კუთხე მოაჭამა. ახლა უფრო გაუმძაფრდა მოლოდინი, თითქოს თოვლის დიდი მასა გადაეყლაპა. თაფლმა მის პირში დაიწყო დნობა, როგორც ფიფქებმა იციან ხოლმე ჩვენს ხელისგულებზე.
მეექვსემ სხვებს გადახედა და მიხვდა, რომ მათაც იგივე ემართებოდათ. ცდუნებას ვერ სძლია და კიდევ ერთხელ მიიტანა პირთან გოზინაყის ნაჭერი.
ახალი წლის არომატი ეშმაკური ხერხებით ცდილობდა მის შეცდენას და ეს მშვენივრად გამოსდიოდა კიდეც.

ფიჭვის არომატი
მეშვიდემ მწვანე ფიჭვის ტოტი დაყნოსა და უკან დაიხია. ცხვირში რაღაც უსიამოვნო შეუძვრა. მაშინვე დააცემინა და შედარებით შვება იგრძნო, მაგრამ ახლა უკვე თან სდევდა ფიჭვის არომატი. სახეზე ხელები ჩამოისვა და შეშინებულმა დედისთვის დაძახება გადაწყვიტა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ასე არ შეიძლებოდა. ახალი წელი მასში შეღწევას ცდილობდა, ის კი უძალიანდებოდა.
ის უფრო მიჩოჩდა ფიჭვთან და წიწვებზე წაეთამაშა. სათამაშოები აჟღარუნდნენ და მეშვიდემ ახალი წლის ხმასთან ერთად არომატიც ამოიცნო.

ყველაფრის არომატი
მერვემ მხედველობა მოადუნა და ტელევიზორსაც თვალი მოაშორა. იგრძნო, როგორ აბრუებდა სურნელების ნარევი. ყოველი მხრიდან ტყვიებივით ესროდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ არომატებს და მალე ყველა ერთად დაფარავდა მას.
ეგონა, რომ ტყეში დაიკარგა, დაღლილი და დაქანცული კი ერთ ფიჭვთან მიწვა და მის ძირში დადო თავი, ფიჭვის ტოტებიდან თაფლი წვეთავდა, იქაურობა მტვრით დაფარულიყო, ირგვლივ ასაფეთქებლებს აფეთქებდნენ, მისი მკლავებიდან ყლორტები გამოდიოდა, ორად იყოფოდა და ყვავილებს იბამდა, მის გარშემო ცეცხლი ენთო და დამწვრის სუნი ყელში კოცონს უნთებდა, პირში კი მჟავე გემო უტრიალებდა და ოცნების, მოლოდინის, ბედნიერების ხელშეუხებელ გარსში გახვეულიყო.
ჯერ ვერაფრით მიხვდა, რისი ბრალი იყო მისი ეს წარმოსახვა...
მერე კი საათს შეხედა და ბაგეებზე ძნელად შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა...

ახალი წელი დგებოდა... გარეთ ციოდა, სახლში კი თბილოდა... ყველას გულში ბედნიერების ცეცხლი ენთო და გიზგიზებდა ჩაუბჟუტავად, ჩაუფერფლავად... ოთახი ციტრუსების, ნამწვის, მტვრის, დენთის, გოზინაყის, ფიჭვის, ყვავილების არომატით ივსებოდა...
დიდმა და პატარა ისარმა ერთმანეთი იპოვეს!
თორმეტი შესრულდა!

პ.ს. ვეცადე ისეთი გამოსულიყო, როგორიც მინდოდა.
გამომივიდა თუ არა, ეს თქვენ შეაფასეთ.
ჩემთვის კი ახალ წელს ამ ყველაფრის არომატი აქვს.



№1 სტუმარი გვანცა))

კარგი იყო
შენ ესე გინდოდა დაა გააკეთე

წარმატებები

 


№2  offline მოდერი sopiko

გვანცა))
კარგი იყო
შენ ესე გინდოდა დაა გააკეთე

წარმატებები

გმადლობ blush
''ესე გინდოდაში'' რას გულისხმობ?

 


№3 სტუმარი გვანცა))

sopiko
გვანცა))
კარგი იყო
შენ ესე გინდოდა დაა გააკეთე

წარმატებები

გმადლობ blush
''ესე გინდოდაში'' რას გულისხმობ?

sopiko
გვანცა))
კარგი იყო
შენ ესე გინდოდა დაა გააკეთე

წარმატებები

გმადლობ blush
''ესე გინდოდაში'' რას გულისხმობ?

ჰო ცუდად დავწერე :)
ანუ შენ კონკრეტულ არომატზე არ დაგიწერია და ყველა არომატი ერთ ნაწერში გააერთიანე
კარგი იყო მე ესეც მომეწონა
წარმატებებიი❤

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვაუუ მე ვფიქრობ რომ კონკურსის ყველანაირი წესი დაცულია.
პირველ რიგში_ნამდვილად ჩანახატია და არ წააგავს არც ისტორიას და არც რამე სხვას.
მეორე_ნამდვილად ყველა ახალი წლის არომატი გაქვს ჩამოთვლილი და ისე გავიყეპე მეც რომ ლამისაა დროის მანქანა შევქმნა :დ
გადავახტე რამდენიმე დღეს და ახალი წლის ღამეს ვეწვიო.
ეს არომატები ხო იყო და იყო,მაგრააამ
მთავარი რაც არის, მე აქ ვიგრძენი ოჯახური ბედნიერება,სიყვარული,სიხარული. ჩამოთვლილიდან ყველას შევუსაბამე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო,მაგალითად ის ვინაც ნაზავი არომატი შეიგრძნო ბაბუას გავუუიგივე,დაკარგული რომ აქვს ახალგაზრდული ხალისი,დინჯად ზის ბუხრის წინ შესცქერის თავის შვილიშვილებს აქეთ-იქით რომ დახტიან და თავის მოფუსფუსე ქალიშვილს,რომელსაც ხანდაზმულობის ასაკი შემოჰპარვია.
მართლაც ისეთი ლამაზი იყო აი არ ვიცი.
მე რომ ვიყო ჟიურში და რამე პირველ ტურშივე გამარჯვებულად დაგასახელებდი(ამიტომაც არ ვარ :დდ)
მართლაც ახალი წლის არომატით გქონდა ეს ჩანახატი მომზადებული.
რომ ვკითხულობდი გოზინაყს ველოდი მეც იმ პატარა გოგოსავით/ბიჭისავით მემართება ხოლმე და ბებოს ვპარავ ჩუმ-ჩუმათ.
სოფი ჯერ მე შენი მოთხრობები ხო მიყვარს და მიყვარს, ამ ჩანახატმა კი გამაგიჟა.
მომინდა ჩემი დედიკო მყოლოდა გვერდზე და შარშანწინდელ ახალი წლის ღამეს,დედაჩემით, თოვლით, უამრავი არომატითა და ბედნიერებით გაჯერებულ დროში დავბრუნებულიყავი.
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
წარმატებები!
პოტენციური, მეორე ტურში გადასული მწერალი ხარ :დ
ჩამოვაყალიბე?! :დდ

 


№5  offline მოდერი sopiko

gvanciko_gvancunia
ვაუუ მე ვფიქრობ რომ კონკურსის ყველანაირი წესი დაცულია.
პირველ რიგში_ნამდვილად ჩანახატია და არ წააგავს არც ისტორიას და არც რამე სხვას.
მეორე_ნამდვილად ყველა ახალი წლის არომატი გაქვს ჩამოთვლილი და ისე გავიყეპე მეც რომ ლამისაა დროის მანქანა შევქმნა :დ
გადავახტე რამდენიმე დღეს და ახალი წლის ღამეს ვეწვიო.
ეს არომატები ხო იყო და იყო,მაგრააამ
მთავარი რაც არის, მე აქ ვიგრძენი ოჯახური ბედნიერება,სიყვარული,სიხარული. ჩამოთვლილიდან ყველას შევუსაბამე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო,მაგალითად ის ვინაც ნაზავი არომატი შეიგრძნო ბაბუას გავუუიგივე,დაკარგული რომ აქვს ახალგაზრდული ხალისი,დინჯად ზის ბუხრის წინ შესცქერის თავის შვილიშვილებს აქეთ-იქით რომ დახტიან და თავის მოფუსფუსე ქალიშვილს,რომელსაც ხანდაზმულობის ასაკი შემოჰპარვია.
მართლაც ისეთი ლამაზი იყო აი არ ვიცი.
მე რომ ვიყო ჟიურში და რამე პირველ ტურშივე გამარჯვებულად დაგასახელებდი(ამიტომაც არ ვარ :დდ)
მართლაც ახალი წლის არომატით გქონდა ეს ჩანახატი მომზადებული.
რომ ვკითხულობდი გოზინაყს ველოდი მეც იმ პატარა გოგოსავით/ბიჭისავით მემართება ხოლმე და ბებოს ვპარავ ჩუმ-ჩუმათ.
სოფი ჯერ მე შენი მოთხრობები ხო მიყვარს და მიყვარს, ამ ჩანახატმა კი გამაგიჟა.
მომინდა ჩემი დედიკო მყოლოდა გვერდზე და შარშანწინდელ ახალი წლის ღამეს,დედაჩემით, თოვლით, უამრავი არომატითა და ბედნიერებით გაჯერებულ დროში დავბრუნებულიყავი.
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
წარმატებები!
პოტენციური, მეორე ტურში გადასული მწერალი ხარ :დ
ჩამოვაყალიბე?! :დდ

დამადუმე!!!
აი, არ ვიცი, გამაბედნიერე უზომოდ ამ სიტყვებით heart_eyes
ხო, მომენტებში აზვიადებდი, მაგრამ :დ მაინც ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!

 


№6  offline წევრი პიკალი

სოფიკო მე შენს ისტორიებზე ხომ ვგიჟდები და ესეც საოცრად კარგი იყო.... ღირსეული გამარჯვების კანდიდატი ხარ... წარმატებები ტკბილო <3

 


№7  offline მოდერი sopiko

პიკალი
სოფიკო მე შენს ისტორიებზე ხომ ვგიჟდები და ესეც საოცრად კარგი იყო.... ღირსეული გამარჯვების კანდიდატი ხარ... წარმატებები ტკბილო <3

თქვენ მე გადამრევთ heart_eyes დიდი, დიდი მადლობა!

 


№8  offline წევრი Ignifex

სოფიკო,დარწმუნებული ვიყავი რომ ასეთ გემრიელ ჩანახატს დაწერდი და არ შევმცდარვარ.
კარგი წერის მანერა გაქვს,მომწონხარ ძალიან!
წარმატებებს გისურვებ მთელი გულით! ♥

 


№9  offline მოდერი sopiko

Ignifex
სოფიკო,დარწმუნებული ვიყავი რომ ასეთ გემრიელ ჩანახატს დაწერდი და არ შევმცდარვარ.
კარგი წერის მანერა გაქვს,მომწონხარ ძალიან!
წარმატებებს გისურვებ მთელი გულით! ♥

დიდი მადლობა, ქეთი heart_eyes
მე კი შენი თაყვანისმცემელი ვარ და იმედია მონაწილეობას შენც მიიღებ!
Yvavi.
"დანაყრებული ვარ" შენი სიახლით.
არაფერი დამკლებია, პირიქით.
გადააჭარბა მოლოდინს. მართლა ძალიან, ძალიან კარგად წერ <3
წარმატებები <3

სოფი, როგორ გამახარა შენმა შეფასებამ, არ იცი ^_^
შენი ჩანახატი კი ჩემთვის ფავორიტია heart_eyes

 


№10  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent