შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


5-12-2016, 14:31
ავტორი brunchi
ნანახია 1 791

გათენებულიც კი არ იყო საწოლიდან რომ წამოვფრინდი,მართალია ძველებურად ვერა მაგრამ მაინც წამოვფრინდი,იმდენად მიყვარდა 31 დეკემბერი უარს ვიძახდი ძილზე და დილაუთენია ღიღინით ვიწყებდი სამზადისს,ეს ჩემი ერთგვარი ტრადიცია იყო რომლის შესრულება ყოველ წელს მსიამოვნებდა.
დილის 8 საათი იყო როდესაც ჩემს საძინებელში შევიპარე და ჩემს ცხოვრებას ტუჩებში ვაკოცე,მანაც არ დააყოვნა და ფრთხილად თავისკენ მიმიზიდა,მუცელმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ამიტომაც გვერდით მიმიწვინა და ფერება დამიწყო,პატარა ლეკვივით თვალები დავხუჭე და თევდორეს ყელში ჩავრგე თავი.
-სახელზე ხომ არაფერი მოგიფიქრებია?-მკითხა მოგუდული ხმით.
-გააჩნია როდის დაიბადება-ღიმილით ვუთხარი და თვალებში ჩავხედე-მივხვდი სათქმელს ვერ მიმიხვდა და აღარაფერი უკითხავს,-და გააჩნია გოგო იქნება თუ ბიჭი-დავამატე ბოლოს და უფრო მაგრად მივეხუტე.

დაახლოებით 10 საათი იქნებოდა საწოლიდან რომ წამოვდექი და თევდორეც თან ავიყოლიე.
ერთად ვამზადებდით სხვადასხვა საჭმელებს და ძალიან ვხალისობდით.ასეთი ბედნიერი ახალი წელი პირველად მქონდა.
ვიყავი ჩემი საყვარელი მამაკაცის გვერდით და მუცელში მეჯდა მეორე საყვარელი ადამიანი ოღონდ რომელი ჯერ არ ვიცოდი.
ჩემს ცხოვრებას ასევე სიხარულით ავსებდა ახალი წელი,არ ვიცი რატომ მაგრამ ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ეს დღესასწაული რადგან მჯეროდა რომ ახალ წელს ოცნებები ხდება და ეს მართალია რადგან ჩემი ერთი ახდენილი ოცნება ჩემს გვერდით საჭმელს აკეთებდა შეძლებისდაგვარად და მეორე ოცნება მუცელში მეჯდა და ელოდა დაბადებას.
არ მინახავს ადამიანი ვისაც ახალი წელი არ უყვარს,ეს ხომ რაღაც ახლის შემომტანია ჩვენს ცხვრევაში,თითქოს იმ წინა წლის ძველს,ცუდს ვივიწყებთ და რაღაც სიახლეს ველოდევით,რაღაც ახალს რომელიც ჩვენს ცხვრებას შეცვლის,შეიძლება ეს სიახლე არც კი იყოს მაგრამ იმედი ხომ ამინც გვაქვს,რაც არ უნდა ცრურწმნები იყოს მაინ გვჯერა ან ჩვენ გვინდა რომ გვჯეროდეს და ამით უფრო ვილამაზებტ და ვიმრავალფეროვნებთ ისედაც ხანმოკლე ცხოვრებას

15:00
მე და თევდორე დაღლილები ვისხედით დივანზე,მისი ხელი ჩემს მუცელზე დასრიალებდა თითქოც პატარა გრძნობდა ისე მოუსვენრად იჯდა მუცელში,ან ახალი წელი უხაროდა,როგორც ყველას,უხაროდა რომ სწორედ ეს ახალი წელი იქნებოდა მისთვის განსაკუთრებული და სიცოცხლის მომტანი,უხაროდა რომ როგორც იქნებოდა მოევლინებოდა ამ ქვეყნად და თვითონაც ისე ბედნიერად იცხოვრებდა როგორ მე და ჩემი თევდორე ვართ,მაგრამ ერთი ის იყო უცნობი ოქროსფერ კულულებიანი ციფერი თავლის მქონე საყვარელი გოგონა დაიბადებოდა თუ შავთმიანი მწვანეთვალება ბიჭი.

20:00
თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს,მხოლოდ გოზინაყი დაგვრჩა გასაკეთებელი,სუფრასაც ნელ-ნელა ვშლით,გადავყვიტეთ 3 ადამიანზე გაგვეშალა რადგან სადაც იყო ჩვენი პატარაც ოჯახის წევრი გახდებოდა,
აი რა სიახლე იქება ჩვენს ოჯახში და ამ სიახლის მოლოდინში ვართ უკვე რამოდენიმე თვეა.

22:00
უკვე ყველაფერი მზადაა,მთელი დღის დაღლილები ტელევიზორის ვუყურებთ და გვიხარია ახალი წელი,პირველი ახალი წელი რომელსაც ერთად ვხვდებით და უფრო გაგვიხარდება მეორე ახალინწელი რომელსაც ჩვენი მესამე წევრით შევხვდებით.

23:00
ჩემში აღელვება უფრო მატულობს, ახალი წლის მოლოდინში უკვე წუთებს ვითვლი და მუცლის ტკივილსაც ამ აღელვებას ვაბრალებ,მაგრამ ვგრძნობ როგორ მატულობს ეს ტკივილი და ბოლოს ვეღარ ვიტმენ და კივილს ვიწყება,თევდორე გაკვირვებული და შეშინებული მიყურებს და ვერ ხდება რა ხდება.
-საყვარელო რა დაგმართა?
-მგონი მშბიარობა მეწყება-ვყვირი და თევდორე გაფითრებული მიყვანს ხელში და საავადმყოფოში მივყავარ,სასწრაფოდ შევყავარ ექიმებს სამშობიარო ბლოკში და ცემი პატარა ცხოვრებაც იბადება.
პალატაში გადააყვანის შემდეგ კი ხმები მესმის როგორ ლოცავენ ჩემს პატარას,ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ მთელი ჩემი სამეგობრო,სანათესაო და საახლობლო შეკრებილია და შამპანიურის ჭიქები ყველას ზემოთ აქვს მიმართული,გული მიჩუყდება როდესაც თევდორეს სიხარულის ცრემლიან თვალებს ვხედა.
ხოლო ბიჭი რომელიც ეხლახანს დაიბადა სიხარულის მომტანია ყველასთვის და ჩვენი დახმარებით დიდი მორაგბე გაეზრდება საქართველოს
-ახალი წელი ბედნიერების არომატით-ვჩურჩულებ ჩემთვის და ცრემლიან თვალებს ვიწმენდ.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent