ახალი წლის არომატი
ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული ლამპიონის შუქი ანათებს. საწოლზე გაშეშებული ვწევარ და ფეხები კედელზე მაქვს შელაგებული. ახლა აქ რომ იყოს მეტყოდა: „გასწორდი, თორემ ტვინში სისხლი ჩაგექცევა“. მეცინება, ამას ყოველთვის ისეთი სერიოზული ხმით და სახით ამბობდა, თითქოს მსოფლიოს გადაუჭრელ პრობლემაზე იყო საუბარი. მეცინება და ვხვდები, რომ მენატრება. რამდენიმე წუთში,როგორც დედაჩემი ამბობს ხოლმე, ახალი წელი შემოაღებს კარს და ახალ წელს ახლა მონატრების, მელანქოლიის და მარტოობის არომატი აქვს. ოთახში საათის წიკწიკი მესმის და ვხვდები ეს ხმა ნელ-ნელა ტვინის ნერვიულ უჯრედებს ურტყამს. და ისევ, აქ რომ იყოს, როგორც ადრე ქნა, იგივეს გაიმეორებდა, საათს ელემენტს გამოაცლიდა და გამარჯვებულის სახით დამიდებდა ტუმბოზე. ნახევარი წლის წინ, საათს ელემენტი რომ გამოაცალა ერთი კვირა სამსახურში აგვიანდებოდა. მოგონებები თავისით ქაოსურად მოძრაობენ ჩემს გონებაში და ვხვდები კარზე მომდგარ ახალ წელს მოგონებების არომატიც დაჰკრავს. საათი ისევ არ ჩერდება, წიკწიკს კედელზე მილაგებულ ფეხებს ვაყოლებ და ასე მისი ხმის გადაფარვას ვცდილობ. წიკ-წიკ, წიკ-წიკ....და უცებ გარედან საშინელი, გამაყრუებელი ფეიერვერკის ხმა მესმის. ჯანდაბა! ეს ხმები ბავშვობიდან მეზიზღებოდა. პატარაობაში ახალ წელს მაგიდის ქეშ დამალული ვხვდებოდი. მეშინოდა მაშხალების და ფეიერვერკის. ყოველთვის მეგონა მე დამეცემოდა. მას ეს, რომ მოვუყევი ძალიან ბევრი დამცინა და მითხრა გონებრივად განუვითარებელი ბავშვობა გქონიაო. ფეიერვერკის ხმა აღარ წყდება. ახალმა წელმა კარები შემოაღო, ახალი წელი ჩემს ოთახშია. ვფიქრობ, ნეტავ სითავხედე თუ ეყოფა და საწოლზეც თუ დამიჯდება. მის ბალიშს ვიღებ და სახეზე ვიდებ. „ახალ წელს გილოცავ“ ვბურტყინებ უკმაყოფილოდ და ვცდილობ მისი არომატი შევიგრძნო: თბილი კანის, მზენაკოცნი ციტრუსის და კიდევ იმის, რომ ვერ ვხდებოდი რა იყო, სახელს რომ ვერასდროს ვარქმევდი და ბოლოს ვარსკვლავლვის მტვერის არომატი ვუწოდე. მინდა ახალ წელს ისევ მისი არომატი ჰქონდეს და გარესამყაროსგან გამოთიშვას ვლამობ. ტელეფონის ხმა მაფხიზლებს. არეულ საბნებში ძლივს ვპოულბ და ვპასუხობ. - ახალ წელს გილოცავ ჯენ! -მესმის ნაცნობი, თბილი, ბავშვობაში დამაბრუნებელი ხმა. - მეც გილოცავ დედა. - არ მოხვალ? - მეკითხება და ხმაში უიმედობა იგრძნობა. ისედაც იცის სახლიდან ფეხს არ გავდგამ. მაინც ვჩუმდები, არ მინდა ვუთხრა პირდაპირ „არა“. ეს სიტყვა ხომ ძალიან მკაცრად ჟღეს. ჩემი სიჩუმით ხვდება პასუხს და მადლობა ღმერთს ამ თემაზე აღარაფერს ამბობს. - საავდმყოფოში როდის მიდიხარ? - მკითხა ბოლოს. - ექიმის ზარს ველოდები. - ვპასუხობ და ვცდილობ, ყელში მობჯენილი ბურთი უკან გავაგდო. - არაფერი შეცვლილა? - ჩამეძია ისევ. კარგი რა, დედა შენ ხომ ასე არ გჩვევია. ძალას ვიკრებ და ვცდილობ შეუცვლელი ხმით ვუპასუხო. - არა. - რომელიც ასე, საშინლად მკაცრად ჟღერს. - თუ წახვალ დარიჩინიან დამცხვრებს ხომ წაუღებ? ხომ იცი უყვარს. - ამ სიტყვებით ისევ მოგონებებში გადავეშვი. შარშანდელი ახალი წელი გამახსენდა, რომელსაც დარიჩინის და გირჩის არომატი ჰქონდა. გამხსენდა, 24-ში ჩემს ხელოვნურ ნაძვის ხეს ცოტა ამრეზით, რომ ვუყურებდი და ვუყვებოდი, რომ მამას ბავშვობაში ბუნებრივი ნაძვის ხე მოჰქონდა, რომელსაც გირჩის არომატი ჰქონდა. სახლში დაბრუნებულს კარი, რომ გავუღე ბუნებრივი ნაძვით ხელში დამხვდა, რომელიც არც კი ვიცი სად იშოვა. ნაძვი ღიმილით მოწია ჩემ ცხვირთან და მკითხა: „აბა აქვს გირჩის არომატი?“. არვიცი მართლა ჰქონდა თუ მისი საჩუქრით გახარებულს მომეჩვენა, მაგრამ ნაძვს ოდნავ ნოტიო გირჩის არომატი ასდიოდა. იმ, გირჩის პატარაობაში უჯრაში, რომ ვინახავდი განძივით. დარიჩინის არომატი კი, ახალ წელს დედაჩემის ნამცხვრებმა შემატა. სახლში, რომ შემოვიდა და სათუთად გადხვეული ნამცხვრები მაგიდაზე დააწყო. მისმა, არომატმა მაშინვე ცხვირში მომიღუტუნა. დაიჩემა ეხლავე უნდა ჭამოთო. მან კი დედაჩემის ნამცხვარი სულ ძალით, მისი ხათრით ჭამა და სახიდან ღიმილს არ იშორებდა. ღმერთო, არად ვერ იტანს ტკბილეულს. თავისუფლად ვუწოდებ „ნამცხვართმოძულეს“. მე კი ამ სანახაობამ ძალიან გამართო, როგორ არ იტეხდა იხტიბარს და როგორ ცდილობდა ბოლომდე ეჭამა მისთვის უზარმაზარი ნამცხვრის ნაჭერი. ამიტომაც ჰქონია დედას, რომ ის გიჟდება მის დარიჩინიან ნამცხვრებზე. - ჯენ გესმის? - მოგონებების საბურველიდან ძლივს გამოვყავარ დედაჩემის ხმას და უკვე ვაცნობიერებ, რომ თვალებზე სველი, მარილიანი წვეთები იწყებს წამოსვლას. - კი, კი წავიღებ. - ვბურტყუნებ და საკუთარ ხმას ვეღარ ვცნობ. - ჯენ ხომ იცი - დაიწყო შეშფოთებული ხმით. ვიცი მეტყვის. „ჯენ ხომ იცი, ნებისმიერ წუთს შენთან გავჩნდები. დაგეხმარები.“ - ვიცი - ვაწყვეტინებ მოკლედ - კარგად დედა. - ვეუბნები და ფაქტიურად თავიდან ვიშორებ, რადგან აღარ მაქვს ლაპარაკის გაგრძელების უნარი. - მიყვარხარ ჯენ. - მეც. - ვჩურჩულებ ისე, რომ საკუთარი ხმა თავადაც ძალივს მესმის და ტელეფონს ვთიშავ. „არ იტირებ“ მკაცრად ვეუბნები საკუთარ თავს. მეზიზღება ტირილი. ვიცი უაზროდ, მაგრამ, მაინც სისუსტის გამოვლინება მგონია. ბავშვობაშიც კი, როცა რამეს ვიტკენდი არასდროს ვტიროდი. უბრალოდ დავდგებოდი და გიჟივით ხმამაღლა ვყვიროდი. ახლაც, არ ვიტირებ, ვუმტკიცებ საკუთარ თავს და ბალიშზე პირქვე ვემხობი, საბანს თავზე ვიფარებ და ვყვირი. თითქოს ეს მშველის და ისევ ვყვირი. და ამას იქმადე ვიმეორებ, სანამ ემოციებისგან ცოტათი მაინც არ ვიცლები. და ამ წუთას ახალ წელს მუნკის „კივილის“ არომატი აქვს. ცოტახანში ისევ ტრადიციულად კედელზე ფეხებშემოლაგებული ვწვები და ბალიშზე დარჩენილი მისი არომატით ვტკბები. არომატით, რომელსაც ერთი ოთახიდან დახურულ კარს მიღმა მეორე ოთახშიც ვგრძნობდი და სულ ვფიქრობდი, რომ ეს იყო სიყვარული. მაგრამ, სიყვარული ხომ ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი არომატი. და როგორც ბეგბედერი იტყოდა, ის არის ერთდროულად ქონაც და არ ქონაც. შეხებაც და არ შეხებაც. არც კი ვიცი რამდენ ხანს ვწევარ გაშეშებული ასე ან რა დროა. ერთბაშად დავკარგე დროისა და სივრცის შეგრძნება და რატომღაც მომწონს ეს. მაგრამ, უეცრად ისევ მობილურის ხმა მაფხიზლებს. დედაჩემი არ იქნება ამიტომ დაფეთებული ვპასუხობ. - ჯენ მე ვარ. - მესმის ექიმის ხმა და მულოდნელობისგან ფეხები კედლიდან მიცურდება. საწოლზე ვჯდები. - გისმენთ. - ვპასუხობ დაძაბული. - შეგიძლია მოხვიდე. - წამში მისი ადრე ნათქვამი სიტყვები მიტვტივებს გონებაში: „როგორც კი კარგად იქნება მე დაგირეკავ, მანმდე ნუ მოხვალ, მისთვისაც ცუდია.“ აღარაფერს ვეუბნები ისე ვუთიშავ ტელეფონს. კარადას ვხსნი და პირველივე აღმოჩენილ ჯინსს და სვიტრს ვიცვამ. მის მუქ ლურჯ ქურთუკს ვიღებ, რომელიც მის თვალებს საშინლად უხდებოდა, რომელსაც ისევ მისი არომატი აქვს შერჩენილი და სწორედ ამიტომ არ ვრეცხავ. ტელეფონს ხელი დავავლე და გიჟივით გავვარდი ქუჩაში. ათწუთიანი ლოდინის შემდეგ ტაქსს ძლივს ვაჩერებ და მისამართს ვეუბნები. ვცდლობ არაფერზე ვიფიქრო იმედები, რომ არ გამიცრუვდეს შემდეგ. იმედგაცრუება, ხომ სახალხოდ სილის შემორტყმას ჰგავს. საავდმყოფოსთან გაჩერებულ ტაქსისტს ფულს ვუხდი, ხურდას არც ველოდები და კიბეებზე ავრბივარ. მეშინია არ დამაგვიანდეს. არც ვიცი, რამდენ ხანს გასტანს მისი მახსოვრობა. მეოთხე სართულამდე შეუსვენებლად ავრბივარ და დერეფანშიღა მახსენდება, რომ ლიფტიც არსებობს. მისი პალატის კართან ვჩერდები. ვცდილობ ემოციებს თავი მოვუყარო და ისე შევიდე. კარს ფრთხილად ვაღებ. ვხედავ საწოლზე წამომჯდარა და ექიმს უსმენს. კარის ხმაზე ორივე მე მიყურებს. ექიმი ჩემკენ მოდის და და ღიმილით მიყურებს. ჩუმად გადის პალატიდან და ჩვენ ვრჩებით. -ახალ წელს გილოცავ ჯენ! - მეუბნება ის ღიმილით და ლამის ჩავიკეცო. ჯანდაბა! როგორ მომენატრა მისი ხმით წარმოთქმული ჩემი სახელის გაგონება. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი და ისე ვიბნები, თითქოს პირველ პაემანზე ვიყო. - მეც გილოცავ. - ვამბობ და მასთან მივდივარ. ტვინისგან პირველივე გადმოცემული იმპულსით ვმოქმედებ და ვეხუტები. სახით მის კისერში ვეფლობი და ვცდილობ მისი არომატი კარგად შევიგრძნო. მიუხედავად წამლების სუნისა, მას ისევ თბილი კანის, მზენაკოცნი ციტრუსის და კიდევ იმის არომატი აქვს, რომ ვერ ვხდებოდი რა იყო, სახელს რომ ვერასდროს ვარქმევდი და ბოლოს ვარსკვლავის მტვერი ვუწოდე. მის თბილ ხელებს ვგრძნობ წელზე და შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ყველაფერს ჩემი ჭკუიდან გადაყვანა შუძლია. ცოტახანში ვშორდები, მინდა მას ვყურო. - როგორ ხარ? - ვეკითხები უაზროდ -დაკარგული, ტვინ გამორეცხილი და წამლებით გაჭყეპილი ადამიანვით.- მეუბნება და მიუხედავად იმისა, რომ ეს მართალია მაინც იღიმის. მიმძიმს, ვიცი მასაც და აღარ მინდ ამაზე ლაპარაკი. თემა გადამაქვს. - იცი, დედაჩემს უნდოდა შენთვის დარიჩინიანი ნამცხვრები წამომეღო. ჩაიზე გაუსწორდება, ხომ ვიცი ძალიან უყვარსო - ვეუბნები და მეცინება - ჯანდაბას დედაშენის დარიჩინიანი ნამცხვრები. დღესაც საშინლად მახსოვს. - მას ესეც ახსოვს, ლამის ბავშვივით დავიწყო ხტუნვა. - სულ ძალით ვჭამე. - იმიტომ, რომ გინდოდა დედაჩემისთვის თავი მოგეწონებინა: “ მიყურეთ მე თქვენს დარიჩინიან ნამცხვრებს ვჭამ. ო, რა გემრიელია“ - ვამბობ, მისი ხმის საცოდავი მიბაძვით. - არა, მინდოდა შენ გამეხარებინე - თქვა სიცილით და ჩემი აწეული წარბის დანახვისას სიტყვას ასწორებს - კარგი ჰო, მინდოდა დედაშენს მოვწონებოდი. - დედაჩემს ისედაც მოსწონდი - ვეუბნები და მის არაადამიანურად ლამაზ, დახვეწილ თითებს ვეთამაშები. -იცი, შენი გაკეთებული ჩაი მენატრება. - მეუბნება ღიმილით და თვალები უციმციმებს. გაცნობის დღიდან მეგონა, რომ მისი თვალები ოკეანე იყო, რომელმაც მთვარე ჩაყლაპა. -ეხლავე მოგიტან.- ვეუბენბი, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მინდ დავტოვო. - ჯენ.- ამბობს მაგრამ, სიტყვას არ ვასრულებინებ, ვიცი რასაც იტყვის ამიტომ პირდაპირ ვპასუხობ - მეც - და ჩქარი ნაბიჯით გავდივარ პალატიდან. მერე სართულზე სასადილოში ჩავდვარ, რომელიც მიტოვებული სახლივით ცარიელია ამ დროს და დენის ჩაიდანს ვაერთებ. ველოდები წყლის ადუღებას და უაზროდ ვცქმუტავ. ათი წუთის შემდეგ ვამზადებ ჩაის, ერთი კოვზი შაქრით და ლიმნით და ნელ-ნელა მიმაქვს პალატისკენ, რომ არ დამექცეს. პალატის კარი ღია მხვდება და იქ ექიმია. შიშის უსიამოვნო შეგრძნება მივლის თავიდან ფეხებამდე. და ის არაფრის მთქმლი გამომეტყველებით მიყურებს. მივხვდი, დამაგვიანდა. 13 წუთით, მაგრამ მე მაინც დამაგვიანდა. ვცდილობ ჭიქა არ გამივარდეს ხელიდან. ექიმი ჩემთან მოდის და გარეთ გავყავარ. -ჯენ, ხომ იცი როგორც ხდება. არც კი მეგონა ამდენ ხანს თუ გასტანდა მისი გონება. ეს ხო გესმის? - არ ვიცი რატომ მიხსნის ექიმი, იმას რაც ასჯერ მომისმენია. მაგრამ მისი გაგრძელებული ლაპარაკი უკვე აღარ მესმის. დენდარტყმული და სულ ამორიდებულივით ჩავდივარ დაბლა და ახლა ახალ წელს იმდეგაცრუების, ხრაშუნა თოვლის, რომელსაც ფეხქვეშ ვგრძნობ და მარილიანი ცრემლების არომატი აქვს. ცრემლების, რომელიც ვეღარ გავაჩერე და ლამის პატარა ბავშვივით ავღრიალდე. ჯანდაბას სისუტე! მგონია, რომ ნაწილებად ვიშლები და ვცდილობ არ ჩეკიცო. ჩაის ჭიქით ხელში უაზროდ ვჯდები ეზოს სკამზე და ფეხებზე , რომ თოვლიანი და სველია. მისი ჩაი მოვსვი და ლიმონის არომატი შევიგრძენი. ეგოისტურად ვბრაზდები მასზე რომ ისევ დავავიწყდი, მეც და საკუთარი თავიც. ვბრაზდები ამ დაავდებაზე, ასე გამეტებით, რომ გადეკიდა მას. ექიმებზე, რომლებიც ვერაფერს აკეთებენ და უბრალოდ ელიან და ვბრაზდები ღმერთზე, რომელიც ალბათ ახლა კარგად იცინის, მისივე მოფიქრებულ, საშინლად მწარე ხუმრობაზე. ჭიქა სკამზე დავდე და მისი ქურთუკი ძლიერად შემოვიხვიე. მის არომატს ისევ ვგრძნობ. და ახალ წელს ამდენ საშინელ არეულ არომატს შორის, მაინც აქვს მისი არომატი: თბილი კანის, მზენაკოცნი ციტრუსის და კიდევ იმის, რომ ვერ ვხდებოდი რა არომატი იყო, სახელს რომ ვერასდროს ვარქმევდი და ბოლოს ვარსკვლავის მტვერი ვუწოდე. ახალ წელს უვარსკვლავოდ დარჩენილი ვარსკვლავური მტვრის არომატი აქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.