შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


8-12-2016, 00:01
ავტორი pupsik22
ნანახია 1 701

სახლის კარს ვიხურავ და ეზოში გამოვდივარ. ცივი ჰაერი სახეზე მხვდება, მაფხიზლებს და უფრო მონდომებით ვიწყებ გარემოს თვალიერებას. რკინის დიდ კარს ვაღებ, გარეთ გავდივარ და ვცდილობ ნელა დავხურო, რადგან მიჯახუნების დროს საშინელი ხმა აქვს. ზუსტად ამ დროს ფეხებთან „ბომბაჩკა“ ფეთქდება. განწირული ვკივი, კარს ხელს ვუშვებ და გულზე ვიდებ დასამშვიდებლად. ახლა კარის მოჯახუნების ხმა მაშინებს და განმეორებით ვკივი. სწრაფად ვსუნთქავ და გულში ჩემ თავს ვლანძრავ,- რით ვერ მივეჩვიე. დამშვიდებულს ბავშვების ხითხითის ხმა მესმის, უკან ვტრიალდები და პატარა ლუკასა და რატის ლაღად მოხითხითეებს ვაწყდები. -უხ თქვე ონავრებო!- ვუწყრები, მაგრამ მეც მეპარება ტუჩის კუთხეში ღიმილი. მათთან მივდივარ და ორივეს სიცივისგან გაწითლებულ ლოყებს ვუკოცნი. სახლში შევიპატიჟე, ვიცი დედასაც გაუხარდება მათი დანახვა. ისინიც დაუფიქრებლად მომყვებიან უკან. ჩემი ვარაუდისამებრ დედას სახე უნათდება მათ დანახვაზე. გემრიელად ჩაკოცნა, გაუწყრა ამ სიცივეში ასე თხლად ჩაცმულები რომ დადიოდენ და ტკბილეულით დაასაჩუქრა. ბავშვებიც თამამად ასუფთავებენ ვაზას და ჯიბეებს ივსებენ. მათ ასეთ საქციელზე მეღიმება. მე ამათი ტოლი, რომ ვიყავი საწყლად ერთ შოკოლადს ავიღებდი და კუთხეში ვიტუზებოდი დასჯილივით. ბავშვებთან ერთად გარეთ გავდივარ, დედის დაძახილზე უკან შემოვბრუნდი, ტელეფონს მაწვდის -დაგრჩაო-და ბავშვებს უკან მივყვები. როგორც ჩანს მოუსწრიათ ტკბილეულის დაგემოვნება და ამასთან ერთად ჩემი ეზოს დანაგვიანებაც. მათ დაყრილ ნაგავს ვიღებ, ნაგვის ურნაში ვაგდებ და ამჯერად მშვიდად ვახერხებ ეზოს გარეთ გასვლას. ჩემი ონავრები აღარ ჩანან, ალბათ სხვების შესაშინებლად წავიდნენ. თავს ვაქნევ და მარიამთან მივდივარ. მის ნახვას წელიწადში ორჯერ ზაფხულში და ახალ წელს ვახერხებ, ამიტომ მინდა ეს დრო გამოვიყენო და ყველაფერი მოვაყოლო , რაც ჩემს აქ არ ყოფნაში ხდებოდა. მარიამთან მშვენიერ დროს ვატარებ, მანამ სანამ კითხვებს თვითონ დამისვამს. სულაც არ მინდა რაიმეს გახსენება, მაგრამ არ მინდა ვაწყენინო, ამიტომ მოკლედ ვუყვები ჩემზეც.ხვდება ,რომ არ მინდა ამ თემაზე საუბარი და მალევე თავს მანებებს. ხასიათი უკვე გამიფუჭდა. აქ ხომ ყველაფრის დასავიწყებლად წამოვედი, ცოტახნით მაინც. არადა ვიცოდი ვერ მოვახერხებდი ამ ახალი წლის მხიარულად გატარებას ნიკას გარეშე. ჩემს თავზე მეშლება ნერვები ასეთი ამაყი, რომ ვარ.წესით ნიკასთან ერთად უნდა ვხვდებოდე ახალ წელს, მის მკლავებში სახე გაბრწყინებული, მაგრამ მე ბებისათან ვარ ის კი, არვიცი სად. ალბათ, რომელიმე ბარში ვისკის ჭიქით ხელში, ჩემზე გაბრაზებული. ვიღაც ახალ წელს ახალი იმედებით ხვდება , მე ახალ წლამდე ორი დღით მოვახერხე საყვარელი ადამიანის გულის ტკენა. მარიამისგან მალევე მოვდივარ გაფუჭებული ხასიათით. იმედი მქონდა სოფელში მაინც დამხვდებოდა თოვლი, მაგრამ სულ ტყუილად. რამოდენიმე საათში ახალი წელია, მე კი სულაც არ მაქვს საახალწლო განწყობა. გზად სოფლის ბირჟაზე მორთული ბუნებრივი ნაძვის ხე შემხვდა. ახლოს მვდივარ და ვათვალიერებ. მეზობლის ბიჭი მოდის და მიხსნის, რომ ყველას ერთი სათამაშო გამოაქვს და კიდებს. ეს იდეა მომწონს. ღამით, რომ გამოვალ აუცილებლად წამოვიღებ მეც ერთცალს. სახლში გაყინული და წითელი ცხვირით ვბრუნდები. დედა მიწყრება, სიცივეში წანწალის გამო. მთელი საღამო დედას და ბებიას ვეხმარები საჭმლის კეთებაში. თორმეტისთვის იმდენად დაღლილი ვარ, რომ არანაირი ხალისი აღარ მაქვს გარეთ გასვლის,არადა მარიამს დავპირდი ოჯახთან ერთად შევხვდები ახალ წელს და მერე გამოვალთქო. ჩემი და ძალან ბედნიერია, მის ასაკში მეც მიხაროდა. ახლაც გამიხარდებოდა,ოღონდ ნიკასთან ერთად. სავარძელში თვალებ დახუჭული ვზივარ. მინდა დავიძინო მაგრამ მშობლების მცხვენია. არ მიბნდა ტრადიცია დავარღვიო. არადა ძალიან დაღლილი ვარ და არ მინდა ამ ახალ წელს ნიკას გარეშე შევხვდე, ამას მიეჩევნია დავიძინო. სულ ცოტა დარჩა და ახალი წელი შემოგვიღებს კარს. მე ისევ თვაებ დახუჭული ველი, რადგან ვიცი ის ნიკას არ მომიყვანს.მაინც ვაპირებ სურვილის ჩაფიქრებას. ვიცი არ ამისრულდება, აღარ მჯერა. იყო დრო, როდესაც მჯეროდა, მაგრამ ახლა აღარ.მაგრამ მაინც ნიკა ჩავიფიქრე .... 9, 8, 7,6, 5, 4, 3, 2, 1 და ჩემი დის კისკისი აყრუებს არემარეს. ოხ როგორი გადარეულია ეს გოგო. მშობლებთან მივდივარ ვკოცნი და ვულოცავ. მამას მურაბა გამოაქვს და ყველას თითო კოვზს გვაჭმევს. ესეც ჩვენი ოჯახის ტრადიციაა.მამა ჩემს დას დაპირდა ახლი წლის ღამეს თოფს გაგასროლინებო და ისიც ჭკუაზე აღარაა. აივანზე ძალით გავყავარ, რათა ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტი არ გამოვტოვო. აივნის კიდედან უკან ვიხევ, ყურებზე ხელს ვიფარებ, თვალებს ვხუჭავ და ველოდები ჩემი დის საგმირო საქმეს. ხმა მაინც მესმის და შიშით ვხტები, ჩემი დის შეძახილები მგონი მთელმა სამეზობლომ გაიგო. თვალებს ვახელ და ცას შევყურებ და არაფერზე ვფიქრობ, რომ ვიფიქრო ალბად ტირილსც დავიწყებდი, მონატრებისგან.არ მინდა მშობლებმა ინერვიულონ და ვცდილობ თავი შევიკავო. მლევე ჩემი და კურტკას მახურავს და დაბლა ჩასასვლელად მექაჩება. რათქმაუნდა, ბირჟაზე წასვლა სულ მიმავიწყდა. სახეს საწყლად ვმანჭავ, ლელა თვალებს მიბრიალებს და მეც ხელების აწევით ვნებდები. მასთან შეკამათება არც ღირს. სახლიდან ერთი სათამაშო გამომაქვს, ჯიბეში ვიდებ, მშობლებს ვკონი, ვუბარებ მალე მოვალთქო და ლელას მივყვები. გზაში უკვე ისმის ბირჟაზე შეკრებილი ახალგაზრდების ხმა და ლელაც ფეხს უჩქარებს და მაძულებს ჩქარა ვიარო. ჩემდა უნებურად ცრემლები მომდის. ამ ახალი წლის გატარებას სხვანაირად ვგეგმავდი. ნიკა მენატრება საშინლად, მინდა დავურეკო და მივულოცო, მაგრამ ვერ ვბედავ. არ მინდა მისი ცივად ნათქვამი „მადლობა, მეც გილოცავ“ მოვისმინო, ვიცი ვერ გავუძლებ.არადა ჩემი თავი ძლიერი გოგო მეგონა. ბოდიშიც მოვუხადე, მაგრამ ვიცი პრინციპულია და მაინც არ მაპატიებს. ნერვები მეშლება ჩემს სულელურ საქციელზე, გოგო და ასეთი დაუფიქრებელი როგორ უნდა იყო.ძალას ვიკრეფ და ვბედავ ნიკასთან დარეკვას. ლელას ვთხოვ იაროს. ტელეფონს ვიღებ და აკანკალებული ხელით ნომერს ვკრეფ. როგორც ჩანს ხაზები გადატვირთულია და ვერ ვახერხებ დარეკვას. ალბად რამდენი ბედნიერი წყვილი ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს.ბირჟამდეც მივდივარ, ახალგაზრდებს ვესალმები და ვულოცავ. ისინიც სასმელს მთავაზობენ, თავდან ვყოყმანებ, მაგრამ მერე ვართმევ. იქნებ ასე მაინც შევძლო ცოტახანს სხვა რამეზე ფიქრი. სასმელი ყელს მწვავს და ვიჭყანები. ბავშვები ძალიან ბედნიერები და მხიარულები არიან. ისინი ახალი წლიდან სურვილების ასრულებას ელიან, მე აღარაფერს. ნაძვის ხესთან მივდივარ და სევდიანი თვალებით ვუყუებ. წინა ახალ წელს ნიკასთან ჩახუტებული შევსცქეროსი, ახლა სასმლის ბოთლთან. მოულოდნელად ვიღაც ხელს მხვევს. შიშით შევკივლე, მაგრამ როგორც კი მივხვდი ნიკა იყო ღრმად სუნთქვა დავიწყე. ყელში მკოცნის და ყურში მეჩუჩულება-„ახალ წელს გილოცავ საყვარელო“ . თვალებიდან ცრემლები მომდის, ემოციებს ვერ გამოვხატავ, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ნიკა მატრლებს და თვალებზე მკოცნის, თავის განიერ მხრებში მიფარებს და მე სრუტუნს ვიწყებ. არვიცი ასე რამდენ ხანს ვართ, მე უკვე დავმშვიდდი, დავრწმუნდი მის რეალურობაში, თავიდან სასმელს და მონატრებას დავაბრალე. ახლა ეჭვი აღარ მეპარება, რომ ის ნამდვილად ჩემთანაა და კიდევ უფრო შევიყვარე ამ ქმედების გამო. მაპატია ... მისი მხრებიდან თავს ვყოფ და ცაში ვიყურები, თოვს. მხოლოდ ეს აკლდა ბედნიერ ახალ წელს.ახლა ნათლად შემიძლია ახალი წლის არომატის შეგრძნება. როდესაც, იმედი გადაწურული მქონდა,მეგონა ვეღარასდროს შევიგრძნობდი ამ არომატს, სწორედ მაშინ ვგრძნობ ნიკას მკლავების სიძლიერეს და ცხვირში ამ სასიამოვნო არომატს. ნიკამ მოიტანა ეს არომატი.ჩემთვის ახლა მოვიდა ახალი წელიც და წლევანდელი პირველი თოვლიც, თუმცა ეს სხვებისთვისაც პირველია. ნიკა ხელს მკიდებს და მანქანისკენ მივყავარ. -სად მივდივართ? -სადაც მუდამ ერთად ვიქნებით. ეს იმდენად ამაღელვებელია, გააზრებას ვერ ვახერხებ და გზაში ვჩერდები. ნიკა მომლოდინე თვალებით მიყურებს. არვიცი რა გავაკეთო. მასთან ერთად არსად წასვლაზე არ ვიტყვი უარს, თუნდაც უკუნით სიბნელეში. მაგრამ ახლა იმდენად ბედნიერი ვარ, ვეაფერს ვაკეთებ. ვერ გადმოვცემ,თუ როგორ გამაბედნიერა მისმა გამოჩენამ, შემდეგ კი ამ სიტყვებმა. ნიკას სახე უფრო ნაღვლიანი და ტკივილიანი უხდება. ალბათ ჩემი უმოქმედობის გამო. აზრზე მოვდივარ, ნიკა ჩემს წინ დგას სევდიანი და თან მომლლოდინე სახით. მე უკან ვტრიალდები ნაძვის ხესთან მივდივარ და ჩემს სათამაშოს ვკიდებ. ცაში ვიყურები და უაზროდ ვიღიმი. ვიცი, რომ მივტრიალდები ნიკა ისევ იქ დამხვდება და ეს ასეცაა. მასთან მივდივარ, ფეხის წვწრებზე ვიწევი და ვკოცნი. ხელს ვკიდებ და მივდივართ იქ, სადაც მუდამ გვეყვარება ერთმანეთი დამუდამ აგვისრულდება საახალწლო სურვილები. რადგან არცერთი არ ვაპირებთ ერთად ყოფნის და ერთმანეთის ბედნიერების გარდა სხვა რაიმეს ჩაფიწრებას. ახალი წლის სურვილები ხომ ხდება...



№1 სტუმარი Guest eka

Vaimee raa gogo myavxaar sheen proostaa. ❤ametiiraa martlaa ❤miyvarxaar puupsiik ❤❤❤chemii daqaliia xalxoo eess saocrebaa ❤❤❤

 


№2  offline წევრი pupsik22

მადლობა ჩემო ტკბილო<3მიყვარხარ მეც<3

 


№3  offline წევრი Frigga

ძალიან მომეწონა, თAვიდან ვიფიქრე რომ არასწორი იყო ემოცია მაგრამ შემდეგ ისე გამოანათე რომ არარსებობდა ვინმეს არ მოსწონებოდა ძAლიან საყვარლობაა და ამტკიცებს რომ ახალწელს სურვილები ხდება ძალიან მაგარი ხარ smiling_imp sunglasses stuck_out_tongue_winking_eye

 


№4  offline წევრი pupsik22

მადლობა ტკბილო<3:დ

Vampire
ძალიან მომეწონა, თAვიდან ვიფიქრე რომ არასწორი იყო ემოცია მაგრამ შემდეგ ისე გამოანათე რომ არარსებობდა ვინმეს არ მოსწონებოდა ძAლიან საყვარლობაა და ამტკიცებს რომ ახალწელს სურვილები ხდება ძალიან მაგარი ხარ smiling_imp sunglasses stuck_out_tongue_winking_eye

ჩემთვისაც გამოანათა შენმა კომენტარმა<3 მადლობა საყვარელო<3 მაბედნირებს ის ფაქტი, რომ ვინმეს მოსწონს<3<3

 


№5 სტუმარი Guest მარი

ვაუუ heart_eyes heart_eyes ძალიან კარგია kissing_heart გამაბედნიერა ამ დასასრულმა smile უკვე მჯერა ახალი წლის სურვილი მეც ამისრულდება smiley blush kissing_heart

 


№6  offline წევრი pupsik22

მახარებს ასეთი კარგი შეფასებები kissing_heart kissing_heart დადებითი ენერგიით ვიმუხტები kissing_heart მოტივაციას მაძლევს, ვიღაცAს მაინც, რომ მოსწონს kissing_heart უყვარხართ ყვითელ გოგოს heart_eyes მეც ველი ახალი წლის სურვილის ასრულებას kissing_heart heart_eyes heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye

 


№7  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№8  offline წევრი pupsik22

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

მადლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent