შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და შენ 573 სიტყვაში ...


9-12-2016, 18:04
ავტორი lamour
ნანახია 1 499

იცი ? ასეთი საღამოები შენს თავს მაგონებს …
გარეთ ვიყურები და ნათლად ვხედავ კადრებს .გაიხედე შენც ! ხედავ მათ ? ისინი ჩვენ ვართ. ნუ იღიმი, ჩვენ ვართ ნამდვილად ! ნახე როგორ ჩუმად მივდივართ, ერთმანეთის გვრცხვენია. მე ჩემს გაცვეთილ ფეხსაცმელებს ვუყურებ , შენ კი უსასრულობაში დაკარგულხარ. მახსოვს ეს მომენტი , იცი როგორ შემცივდა ? იმ დღეს , პირველად შემოგხედე . შენ შეჩერდი და უსასრულობაში დაკარგული მზერა ჩემზე გადმოიტანე .ნუ იცინი ! ვიცი, მორცხვი ვიყავი . გავიქეცი , დიახაც თან ისე რომ ქუჩაში ყველა გამვლელს დავეჯახე . აი, ნახე , როგორი გაკვირვებული დგახარ , ვერ იძვრი, მე კი უკვე მოპირდაპირე ქუჩას ვკვეთავ . წვიმამ გამოგაცოცხლა კარგო ? გაიქეცი სანამ ის გოგო სამუდამოდ დაკარგე , ნუ შეუშინდები სიცივეს, ნუ შეუშინდები წვიმას და რაც მთავარია ნუ შეუშინდები გრძნობებს . შეხედე ,რა შეშინებული სახე მაქვს . მორჩა , გამომიჭირე .ხელს ისე მაგრად მკიდებ , ვიცი აღარასდროს გამიშვებ …
-ვინ ხარ ? -მკაცრად მეკითხები ,თუმცა პასუხი ნამდვილად იცი .
-მე თქვენ... - დამფრთხალი გპასუხობ და გაფაციცებით ვუყურებ ჩვენს გარშემო შემოკრებილ ხალხს .
-ჩუმად მისმენ როცა ვუკრავ .-ღიმილით მეუბნები შენ .
-არა , ცდებით მე თქვენ არ გიცნობთ - ვცდილობ დავმალო ნერვიულობა და შეშინებული გიღიმი.
-მე გიცნობ ,თან საკმაოდ კარგად … წუთიერი დუმილი წვება ჩვენს შორის. უხერხულ სიტუაციას კი შენი ხმა არღვევს.
-გავისეირნოთ ?- მორიდებულად მეკითხები .

მაშინ პირველად მივხვდი , რომ შენში პატარა უსუსური ბიჭი ცხოვრობდა...

ჩვენი თითები ერთმანეთში იხლართება . ეს საუკუნო მომენტია, ძვირფასო .წესით , ეს არის დასასრული , მაგრამ...

გაიხედე ! გესმის მსხვრევის , ლეწვის და ყვირილის ხმა ?. ეს მე ვარ . ხედავ ? როგორ ეყრდნობი ფანჯრის რაფას და არაფრის ახსნას არ ცდილობ ?
ეს ჩემი პროტესტი იყო . მე ჩემი წამართვეს . შენ მაშინ ვერაფერს ვერ ხვდებოდი , გეგონა გადაგიყვარდი . როგორი რთული მომენტი იყო საყვარელო .
ხედავ მე მივდივარ .
მე სხვა ვხდები .
მე სხვისი ვხვდები

მერე?
მერე გპოულობ შენს ოთახში , სისხლის გუბეში წევხარ ...
მე შენ ისევ მიყვარხარ. და შენ რჩები , რჩები ჩემს გვერდით ...


ხედავ, რა ლამაზი საღამოა ? მე და შენ ტაძარში ვდგავართ და მეუღლეები ვხდებით . ნახე როგორი ბედნიერები ვართ ... ჩვენი გულები სწრაფად იწყებს ცემას , ჩვენ ერთნი ვხვდებით ...



შეხედე იქ საავადმყოფოში პატარა ბიჭს , როგორ დადის წინ და უკან , როგორ ნერვიულობს . ეს შენ ხარ ახალგაზრდა ... ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება : მე, შენ და ჩვენი შვილი .
რა ლამაზი იყავი მაშინ ჩემო ბიჭო . როგორი ხუჭუჭა თმები გქონდა , როგორ გინათებდა ეგ მწვანე თვალები ... ჩვენი გოგონა , ნახე რა პატარა და უსუსური იყო . ახლა კი ქალია...

მერე ...

მისი პირველი ნაბიჯები , ხედავ როგორ დადის ? სახე რატომ ჩამოგტირის ძვირფასო ?
რატომ ღელავ ? არაუშავს ,თუ შენს შვილს გაცვეთილი ტანსაცმელი აცვია ,არაუშავს თუ ბევრი სათამაშო არ აქვს , არაუშავს , რომ მშერია.დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება .

გავუძლებ მე ამას ? გავუძლებ მე შენს შეცვლას ? გავუძლებ მე შენს დაკარგვას ?

დრო მალე გადის და...

შეხედე რა ლამაზ სახლში გადავდივართ , ნახე ჩვენს გოგოსაც რა კარგად აცვია , ნახე როგორი კარგი მანქანა გყავს ...
თუმცა შენ ისევ ისე ხარ... ვეღარ გცნობ .
ისევ სხვა შეგიყვარდა მაშინ , ჩემზე მშვენიერი, ჩემზე მდიდარი , ჩემზე სასურველი .
მან გადაგარჩინა , ლამაზად ჩაგაცვა , დაგახურა.
ხედავ ძვირფასო ? ის ძლიერი ქალი ყოფილა მე არა ...

შეხედე ძვირფასო , შეხედე ! გტოვებ !
ვიქნებით კი ჩვენ ისევ „ჩვენ’’ ?


მიუხედავად ყველაფრისა , ხედავ კარგო , ისევ ერთად ვართ, ხედავ ? . გთხოვ დააფასე და დაინახე ეს , არ დამივიწყო ...

ფარდებს ვხურავ და ჩემს მოხუცს ვუყურებ , რომლის დანაოჭებულ სახეზე სიყვარულის ლამაზი ცრემლი მოგორავს...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent