შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზა


25-02-2016, 01:00
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 689

იფიქრე... სანამ ვაშლს ამბორჰყოფ ტუჩებით,
სანამ მზე ჩაქრება, მანამდე იფიქრე..
დაცარიელდება საღამოს ქუჩები,
და გული ზეცისკენ გაჰყვება იმ ფიქრებს.
იფიქრე... ღირს ასე წარსულის გაწირვა?
დრო რომ მოიტანდა, ამას ხომ ხვდებოდი,
იფიქრე და ნურას მიიღებ დაცინვად,
ლოდინს გავაგრძელებ... მე ხომ სულ გელოდი...
იფიქრე... თუ მართლა გინდა ის სამყარო,
გრძნობა ან ბავშვობა, რამდენად შენია?!
შენს გარდა თვით ბედსაც არ სძალუცს გაგვყაროს,
ლოდინი წყვდიადს ლექსად შემოსჩენია.
მეც ბევრი ვიფიქრე... გაცემულს არ ვწუხვარ,
თუნდ ერთ შენს ღიმილად ღირდა ეს ამაგი,
თუ მხოლოდ მოგიტანს ეს დარდს და საწუხარს,
მაშ დარჩი... იფიქრე.. აწ დროა ახლა კი...
იმ ფიქრებს გაგიგებ, რომ აღარ გახსოვარ,
ლურჯას მივაბრუნებ, ღმერთს ამბავს მივუტან,
ამ ობოლ ტაეპებს დავაგდებ სახსოვრად,
მე არსად გავქრები, ვიდგები მათ უკან..
ეგ ნუ შეგაწუხებს რომ მუდამ მარტო ვარ,
ზარებს დაარისხებს საღამოს სიონი,
ვინც გულით მიყვარდა, მან უკვე დამტოვა..
და უკვე მკვდარია აწ გალაქტიონი...
გული გრძნობს, თუმც თვალი შენს ცრემლებს ვერ ხედავს,
სევდისგან დამჭკნალა კეთილი აურა,
უარი მითხარი.. თუ შენთან ვერ მხედავ,
და გრძნობებს კვლავ იის სურნელი აუვათ.
ყველაფრით მიგიღებ, პატივს ვცემ იმ ფიქრებს,
რომ ვერას მიიღებ ახალი გრძნობიდან,
ნუ მოგერიდება, კარგად მოიფიქრე,
შენი გზის არჩევის დრო ჟამიც მოვიდა!
რომ ზამთარს ყოველთვის მოჰყვება ზაფხული,
ყინული გალხვება, ნაჭედი რვალებად,
გატყდება რა ყინვის უტეხი ბორკილი,
შენს სულშიც მოხდება გრძნობათა ცვალება.
და მდინარის პირას როცა ჩამოჯდები,
დრო როცა ცხოვრების მოგარგებს სათვალეს,
რაცა ვართ ესა ვართ, არავინ ვგონჯდებით,
ნუ შეუშინდები ცხოვრების ნაკვალევს!
გეამაყებოდეს შენთვის რომ მოიღო,
მოწყალემ მისთვის ნამადლები ბზა,
იფიქრე არა ის თუ როგორ მოიგო,
ფიქრით მსურს იპოვო ცხოვრების გზა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent