შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


3-12-2016, 22:20
ნანახია 1 797

„ახალი წლის არომატი“
ახლა,როცა კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემი მეხსიერების შიგნით არსებულ ისტორიებში, სადაც ახალის წლის არომატით გაჟღენთილი ჩვენ ვართ,უფრო მეტად მეტირება . ჩემი აივნიდან სივრცეს უიმედოდ გავყურებ და ვერ ვიჯერებ,რომ ამ საღამოს ახალი წელი არომატის გარეშე იქნება,თითქოს მნიშველობა დაკარგა და ფერისგან მხოლოდ არა'ფერი დარჩა,როგორც მე შენს გარეშე და შენ ჩემს გარეშე. მინდა,ვიგრძნო,შევისუნთქო , მაგრამ არ გამომდის ან უბრალოდ, იმდენად მატკინე,რომ მგრძნობელობის უნარი წამერთვა.თოვლსაც ვეღარ ვგრძნობ და აღარც მისი შეხებისას მეყინება ცხვირი.
ხმაური მესმის გამაყრუებელი ფეიერვეკებისა და ერთმანეთზე შეყვარებული ხალხის. ისინი ვერც კი გრძნობენ როგორია ახალის წლის არომატი. პირველად რომ შეგხვდი, ვერც შენ გრძნობდი, მერე...
მერე, იგრძენი და ხელი მჭიდროდ ჩამკიდე, აღარ გაგიშვებო,ჩუმათ მითხარი,მაგრამ იმედები გამიცრუე. პირველი ახალი წელი შენს გარეშე და პირველად ნაგრძნობი 'უახალწლო' არომატი. აღარ მჯერა სასწაულების,სამაგიეროდ ოცნებების ახდენის მჯერა,შენ ხომ ამიხდი არა?!-ზუსტად ახალის წლის ნათელ ღამეს, განა ყველაფერი ბედისწერის ბრალია სულ ვერ გხედავდი,მაგრამ შენი არომატი ვიგრძენი და მივხვდი,რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ხანდახან სასწაულები თავიანთი ნებით მოდიან შენთან და სამარადისოდ იპყრობენ შენი გულის ყველა კუნჭულს და სისხლძარღვებს ამოსუნთვის საშუალებას არ აძლევენ.
მერე,მახსოვს დიდი ფიქრის შემდეგ, რომ გითხარი: მივხვდი, მიხვდითქო. შენი გაოცებული სახეც მახსოვს ჩემ სიტყვებზე :" ახალი წლის არომტს' მაგონებთქო. რაღაცნაირ თბილ და გრილ სურნელოვანი იყავი. ალბათ,ამიტომაც გამოირჩეოდი ასე სხვებისგან.
მერე ყოველ ერთად გატარებულ ახალ წელს, ახალი არომატი ემატებოდა,ზოგჯერ ლიქიორნარევი ყავის სურნელიც ქონია და ბედნიერებისაც. ხანდახან მგონია,რომ მხოლოდ ახალ წლის არომატს შეუძლია ამხელა ტკივილს მოყენება. რომ არ წასულიყავი,რომ დაგეჯერებინა ჩემთვის,ახლა ჩემ გვერდით იდგებოდი,მაგრამ თურმე ასეც ხდება და ახალი წლის ღამეს ნაპოვნ სიყვარულს,წლების შემდეგ ისევ ახალი წლის ღამეს კარგავ. ისე კარგავ,რომ ჯერ მისი სახეც არ გაქვს ნანახი,მაგრამ თითებმა იციან მისი დახვეწილი ფორმის ნაკვთები და სიკვდილის ბოლო წამამდე შეცნობილი ფიქრები. იციან როგორი ხარ, რა გინდა, რა გტკივა, რა გიყვარს. ისიც იციან ახლა სამოთხეში რომ ხარ და იქიდან მიღიმი. როგორც ყოველთვის, ახლაც ვგრძნობ შენ არსებობას, მაგრამ შორიდან ალბათ, ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქით ხარ ან სულაც უსასრულობაში დაიკარგე და შენ არომატს უსასრულ გზას აფრქვევ. მალე თორმეტს გადაცდება და ახალი წელიც მოვა ჩემთან, უშენოდ, უჩვენოდ, უერთმანეთოდ, უვარსკვლავებოდ.
მერე, კიდევ ერთხელ დამივლის ცხვირ წინ მონატრების სურნელი, შენი სურნელი და ძვლებში გამაციებს.
აღარ ხარ, აღარ ვართ, ვერ სუნთქავ, ვერ სუნთქავთ და ასე მარტოსულად ახალი წლის ღამეს არომატის დანამატების გარეშე, შენ გარეშე ვხვდები.
ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ნელა ვიწმენდ, შამპანიურის ჭიქას ხელში ვიჭერ, ტყუილად გახელილ თვალებს უმისამართოდ ვატრიალებ და დაუსრულებად ვტირი .
ახლა ვგრძნობ, რომ შემდეგ ახალ წელს სამოთხეში შევხვდები შენთან ერთად და ზუსტად ვიცი, რომ ის ახალი წელი დაუვიწყარი და ყველაზე არომატული იქნება, რადგან მაღლა ცაში ყველაფერს ჰაეროვნად მძაფრი სიყვარულის არომატი აქვს.
ახლა კი მეც ვუშვებ შენთან ფეირვერკს და ჩემ არომატს ვატან თან.
-სიყვარულით,ელი.
პ.ს იმ ახალი წლის ღამეს სამოთხიდანაც გამოუშვეს ფეირვერკი ელის მიმართულებით მაშინ, როცა მას რბილ ბალიშზე ედო თავი და მის სიზმარში მოხეტიალე ნიკოლსზე ოცნებობდა, შეჯახება იგრძნო. ეს არ ყოფილა ნიკოლი მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ნიკოლის სურნელში შერეული ახალი წლის არომატი იყო.
ელის საყვარელი არომატი.
ახალ წელს+ელი+ნიკოლი=ახალი წლის არომატს, მათ არომატს, რომელსაც მხოლოდ სიყვარულის ელექთ გაბრუებული წყვილები გრძნობენ ახალი წლის წყნარ ღამეს.
მაშინ, როცა მას ძილი არ უნდოდა და თოვლის ბაბუას უიმედოდ ელოდებოდა, გარშემო უამრავი არომატი დაფრინავდა და მას აბრუებდა. სწორედ, მაშინ დაუტოვა ‘სანტამაც’ სამოთხიდან გამოგზავნილი საჩუქარი და ჩუმათ ყურში შეუმჩნევლად ჩასჩულა:“ შენ გულში შენახულ ახალი წლის არომატს ყველაზე წრფელი სურნელი აქვს,ელ“.



მე შენკენ ვარ ხომ იცი? იმიტომ რომ მათ არომატს მეც ვგრძნობ.იმიტომ,რომ ელის ახალი წელი ჩემსავით უყვარს.იმიტომ,რომ მეც ველი რაღაცას 'ზემოდან',თუნდაც ძილში მოფრენილ შეუმჩნეველ ფეიერვერკს.ნიკოლმა ხომ იგრძნო.

 


ისევ მეოცნებე
მე შენკენ ვარ ხომ იცი? იმიტომ რომ მათ არომატს მეც ვგრძნობ.იმიტომ,რომ ელის ახალი წელი ჩემსავით უყვარს.იმიტომ,რომ მეც ველი რაღაცას 'ზემოდან',თუნდაც ძილში მოფრენილ შეუმჩნეველ ფეიერვერკს.ნიკოლმა ხომ იგრძნო.

ნიკოლმა თუ იგრძნო,თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ბედნიერი ვარ. მიყვარხარ

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent