შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათვური


17-12-2016, 03:18
ნანახია 1 346

დათვური
გეძღვნება შენ!

“ცხოვრება არ დაგეკითხება გატკინო თუ არაო“ - მართალი ბრძანდებით ჯონ გრინ. ხელში შავ ფანქარს ვიღებ და ვცდილობ შენი სახე დავხატო (უკვე მერამდენედ) , მეც სწორედ ის მიყვარს შენში , რომ ჩემს არც ერთ ნახატს არ გავხარ.თაფლისფერი , აი ერთადერთი , რაც გგავს... არაფერი გამოდის , ხელიდან შავს ვაგდებ და თითებს შორის თეთრ ფიგურას ვითავსებ, ალი და პირველმა „ნაფაზმაც მოიტანა“. აი უკვე ვიცი როგორ მოვიდე შენამდე , მაგრამ შიში... ო, შიში ყველაზე საშიში გრძნობაა ადამიანის გონებაში აღმოცენებულთ შორის.
ყველაფერი კი იმით დაიწყო , რომ ერთ მშვენიერ დღეს, თეთრი მაისურითა და ჯინსებით კარი შემოაღე , შავი ძმობილები მაგიდაზე დადე და მოგვესალმე, არაფერი განსაკუთრებული...ახალი ადამიანები ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში და ვხვდებით რომ რაღაც იცვლება...ისევ და ისევ თაფლისფერი , დიახ, თვალებმა შემცვალეს მე.
დიდი ხნის შემდეგ აგარაკზე ვიყავით მეგობრები, უკვე შენიანი მერქვა, გელოდით როდის დაბრუნდებოდი სამშობლოს სადარაჯოდან.,,მოულოდნელად ზარის ხმა ისმის და თვალებსაც უკმაყოფილოდ ვახელ, კიდევ მოდი, გთხოვ, სიზმრად!
თითქოს არაფერი, თუმცა მე მჯერა ბედისწერის! ერთს ორი გააზრებულად მოსდევს და ადამიანებიც არ ვეკვეთებით ერთმანეთს უმიზეზოდ.მე მჯერა სიყვარულის ძალის, სანატრელო...
ო, ეს საშინელი მაღვიძარა ! -ბუზღუნით ვახელ თვალს და ვცდილო საწოლიდან დამძიმებული სხეული წამოვათრიო.დათვებიან პიჟამაში გამოწყობილი ვდგები, მადუღარას ვრთავ და ველოდები, როდის დაიწყებენ წყლის ბურთულები აქეთ-იქით ხტომას.საუცხოო განწყობაზე ვარ, ყავის ჭიქას ვიღებ და სარკეში საკუთარ თავს შევცქერი. ვცდილობ მალე მოვრჩე სარკეში ცქერას სამსახურში არ უნდა დამაგვიანდეს! დიალოგი, თუმცა არა უფრო მონოლოგი მალე მთავრდება და სხეულს შხაპის თბილი წვეთები ნაზად იპყრობენ.გამოვძებნე ჩემი საყვარელი წინდები, რომლებზეც ჩემი მეგობარი მეუბნება იმხელაა მეშინია ყელში არ წაგიწიროსო.უი, სათვალე დამეორთქლა. ჩემს სათვალის საწმენდს დავავლე ხელი, რომელიც მუდამ თან მაქვს (მაისურს ვგულისხმობ, სათვალის საწმენდი არასდროს მიტარებია თან, რადგან ყოველთვის ვკარგავდი). კომფორტულად ჩაცმული ვცდილობ მაკიაჟზე გადავერთო, ამ სიტყვის ხსენებაზე მეღიმება და სარკეში ჩემს ორეულს ვეუბნები -სჯობს გაბურძგნილი თმები დაივარცხნო საყვარელო. - ასეც ვიქცევი, თუმცა ტუჩსაცხის წასმას მაინც ვასწრებ. რაღა დარჩა? - ჩანთა, გამოვბრუნდი მის ასაღებად, მაგრამ ვინ დაგაცლის კარზე ზარია:
-ვინ არის? - დუმს,თუმცა კარებს ინტერესიანად ვაღებ.
- მეც სამსახურში მივდივარ და გამოგიარე- მესმის ხმა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს...თვალებში ნაპერწკლები ამითამაშდა, როგორც იქნა ვწვდი ჩანთას და გამოვედით. უცნაური ამინდი იყო წვიმდა თუმცა ძალიან არ ციოდა, როგორც ბებო იტყოდა ცუდის მომასწავებელს ჰგავდა ბუნება.
- რაღაც უნდა გითხრა! - ისეთი სახით თქვა , რომ უსიამოვნოდ შევიშმუშნე.
- გცივა?
- არა, არც ისე. - გზააბნეული ფიქრივიტ მივაბიჯებდი მის გვერდით და არ ვიცოდი რას ველოდი. ფიქრებიდან გამოვერკვიე და უცნაურ ხმაზე შევძახე - რა უნდა გეთქვა?
- იცი, მე მივდივარ...
- სამსახურიდან? - როგორც მჩვევია, უაზროდ წამოვიძახე, სინამდვილეში კი ავღანეთს ვგულისხმობდი.
- ნუ თითქმის - მიპასუხა მხოლოდ იმიტომ, რომ თავი იდიოტად არ მეგრძნო.
- როდის მიდიხარ?
-არ ვიცი, როცა წამიყვანენ.
ჟრუანტელმა დამიარა, არ ვიცოდი რა მეთქვა და გულუბრყვილოდ ვიკითხე:
- ვინმე ისეთი არ გყავს ვის გამოც დარჩები? - ველოდი პასუხს, თუმცა ალბათობა იმისა რომ მისი ნათქვამი გულს მატკენდა ½ იყო...
- შეყვარებული? არა, არ მყავს და არც მეყოლება მანამ სანამ ნორმალურ ცხოვრებას არ დავიწყებ.ყველა გოგო ცოდვაა ჩემთან, სულ უნდა მელოდოს, დაიტანჯება, ისიც კი არ ეცოდინება სად ვარ, როგორ ვარ და საერთოდ ცოცხალი ვარ თუ არა...
- ამ პასუხის გარდა ყველაფერს ველოდი - უსიამოვნოდ წამომცდა ბგერები ბაგიდან. არადა მან რა იცოდა, რომ ლოდინისთვისაც მზად ვიყავი და ტანჯვისთვისაც...
შემომხედა. მუქმა ბურთულებმა გაარღვიეს ჩემი თვალები, თითქოს სულში ჩაძვრნენ, გამიღიმა - ხომ ხედავ სხვებზეც ვფიქრობ ხოლმე.
მისმა ასეთმა პასუხმა იმაზე მეტად მატკინა გული, ვიდრე ველოდი.ყოველ წვიმიან ღამეს გზააბნეულივით დავეხეტებოდი ეზოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში და თითქოს წვეთებში მას ვგრძნობდი... ასე ბანალურად შემიყვარდა, არაფრისთვის და უარაფროდ.
რაღა აზრი აქვს სიტყვებით თამაშს და გეტყვი მკითხველო, რომ წავიდა. ჩვეულებრივ , დაუმშვიდობებლად. არ ვიცოდი მიხაროდა მისი ასეთი პატრიოტიზმი და მებრძოლი სული თუ არა. ერთადერთი, რაც ვიცოდი ის იყო,რომ მინდოდა მისი გზით სიარული, მასთან ერთად...
გამოუსწორებელმა ოპტიმიზმმა იფეთქა ჩემში და გადავწყვიტე ის თუ არა მე მივსულიყავი. კიდევ 6 თვე, რა სისულელეა... მობილური ავიღე და ჩემს მეგობარს დავურეკე:
-ბატონო !
- როგორ წავიდე ავღანეთში?
-იქ რა გინდა?
- შენ კითხვაზე მიპასუხე - ცოტა არ იყოს გავღიზიანდი.
- ზოგადად ხელშეკრულებას აწერენ ხელს, მაგრამ შენ ყუმბარის ნაცვლად წაგიყვანენ - კისკისის ხმა მომესმა და უნებურად მეც გამეღიმა...
მე ვიცოდი, რომ თუ რაიმეს გულით ვინატრებდი აუცილებლად ამისრულდებოდა (ო, რა კარგი მოტივატორი გამოდექი პაულო კოელიოვ).დავიწყე თანხის მოძიება, ჩემი ფინანსები რა თქმა უნდა არ მეყოფოდა ... ბოლოს ყველანაირი ხერხი, რომ ვცადე ვიგრძენი , რომ ნატვრა ახდებოდა...მერე დავიწყე ფიქრი, ღირდა კი? ადამიანები მთელი ცხოვრება იბრძვიან მიზნის მისაღწევად და კულმინაციამდე მისულნი ფიასკოს განიცდიან, მხოლოდ იმიტომ , რომ ცდით დაიღალნენ. ცდა ბედის მონახევრეა და თუ ბევრჯერ ცდი, ოდესმე ხომ შეივსება ეს ნახევარიც.ჩვენ კი მაშინ ვნებდებით , როცა ნახევარს ერთი წვეთი აკლია...მე ვიცოდი,რომ მოვიგებდი, დღეს და ხვალ შესაძლოა არა , მაგრამ ოდესმე აუცილებლად მოვიგებდი და დანებებას არ ვაპირებდი?

***
დათუნა :

მოულოდნელად მომინდა მასთან მისვლა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე უბრალოდ გავუარე... კითხვაზე არაფერი ვუპასუხე, კარები გამოაღო და როცა მნახა აშკარად გაუკვირდა ჩემი ნახვა, მეტიც თავი მგონი უხერხულადაც იგრძნო..ჩანთას დასწვდა და გამოვედით. წვიმის წვეთები დაბორიალობდნენ მისი სათვალის მინებზე ის კი ოსტატურად იშორებდა, თითქოს ვერავინ ამჩნევდა მის გარდა.ერთი გენახათ როგორ ცდილობდა მისი ცამდე აზიდული ქოჩორი არ შემემჩნია, რომელიც მისდა საბედნიეროდ წვიმამ დაუბრუნა დედამიწაზე.იღიმოდა, გაყინულ ტუჩებს ბზიკავდა და სიცივისგან ისე კანკალებდა მეგონა სამსახურამდე ვერც მივაღწევდით.ქურთუკი შევთავაზე და უარის მიზეზად მითხრა არ მომეტევა და ტყუილად უნდა გაიყინოო.ო, როგორ მიშლის ნერვებს , როცა საკუთარ წონაზე პატარა ბავშვივით ხუმრობს და იცინის.
თითქოს რაღაცის თქმას ცდილობს , მაგრამ არასდროს ასრულებს სათქმელს. მიკვირს ადამიანები რას უცდიან?.. რატომ ელოდებიან ხვალინდელ დღეს...სისულელეა ისე იცხოვრო თითქოს მთელი ცხოვრება წინ გაქვს, დღეს თუ არ თქვი და არ შეიგრძენი ხვალინდელი დღის გარანტია არავის აქვს...ხო მართლა ჩემი ლექსების კრებული უნდა მიმეცა და დამავიწყდა, როგორც თვითონ ამბობს ისევ არ ვაღირსე...მისგან ამ კითხვას არ ველოდი, გაურკვევლობა დაბორიალებს ტვინის უჯრედებში, არ ვიცი რა ვუთხრა არც ის ვიცი საერთოდ რამეს თუ ვგრძნობ...ამიტომ დაუმშვიდობებლად მივდივარ, ფიქრისთვის დიდი დრო მექნება.

***
წასვლის წინ ყველა ის მომენტი ამომიტივტივდა, როდესაც სახეგაბადრული წასვლაზე ფიქრობდა:
- შენი აზრით რამე გამოვა?
- რას გულისხმობ?
- შენს წასვლას, აქვს აზრი?
- რა თქმა უნდა.
- სხვებიც შენსავით ფიქრობენ?
- არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მთავარია მე ვფიქრობ ასე.. სხვებისთვის და სხვების ცხოვრებით არ მიცხოვრია.
-ხო , მაგრამ გახსოვს აგვისტოს ომი? ჯარისკაცები გზააბნეულები რომ დარბოდნენ?
- და ამიტომ არ აქვს აზრი?
- არ ვიცი - გაუგებრად ვუპასუხე მე.
- იცი რა? ასე თუ ვიფიქრეთ არასოდეს არაფერი გამოვა , მე ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ და ჩემს ვალს ვიხდი სამშობლოს წინაშე.
- გასაგებია...- ყველა რომ ასე ფიქრობდეს ბევრად უკეთესი იქნება.
- ვინც ფიქრობს , რომ რაღაც არ გამოვა , უმჯობესია გზამ მათ დაუთმოს , ვინც ამას უკვე აკეთებს.- გაიღიმა და უცნაური ბრწყინვალება გატორტმანდა თაფლისფერ წერტილებში.ეტყობოდა სამშობლოს ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდა და ვრწმუნდებოდი , რომ მისნაირები გადაარჩენდნენ ჩვენს მომავალს.
ერთი თვის თავზე გადავწყვიტე გადამედგა ნაბიჯი ბედნიერებისაკენ.ცხოვრება არ არის საუკეთესოდ მოწყობილი სასტუმროს ნომერი და არც იმას გეკითხება შენ რა გიხარია, უბრალოდ უნდა ეცადო გამოჰგლიჯო ხელიდან ყველაფერი საუკეთესო.მე მზად ვიყავი ტკივილისთვის, უარისთვის,სიხარულისთვისა და ღიმილისთვის.
არ მოგიყვებით რა გზა გავიარე, მხოლოდ იმას გეტყვიტ , რომ საკმაოხნიანი წვალების შემდეგ, სამხედრო ნაჭრით შეკერილი კაბითა და ჩემი მწვანე თმით მივუყვებოდი გზას , რომელიც ჩემსას არ ჰგავდა. ირგვლივ არაფერი მოძრაობდა შიშისა და ჭრელ ნაჭრებში გამოხვეული პატარა ბავშვების გარდა...თითქოს ისინი იმედები იყვნენ, მიუხედავად იმისა , რომ თავიანთ გზას მიუყვებოდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ ვინ ვიყავი ან რისთვის ვიყავი იქ.მაგრამ რაღაც ხომ მამოძრავებდა? - დიახ, სახელი და გვარი, ადამიანი , რომელიც შესაძლოა სულაც არ ფიქრობდა ჩემზე.იქნებ არ ღირდეს? იქნებ უკან დავბრუნდე?თვალები ცრემლებით გამევსო და მთელი ჩემი მოლოდინი შიშმა შთანთქა.ვუყურებდი , როგორ მიიწევდა წინ შინაგანი მე , რეალურად კი ძირს ვეგდე, მიწაზე გართხმული , არაფრის მაქნისი იდიოტი, რომელიც ადამიანთა 99%-ის მსგავსად ბოლო ნაბიჯზე იხევს უკან.ვცადე ადგომ და საკუთარ თავს ვუთხარი , რომ ახლა გაჩერება ყველაზე სულელური საქციელი იქნებოდა , რაც კი ცხოვრებაში ჩამიდენია. გამეღიმა , თვალებიდან ღვარად ჩამოსული ცრემლები მოვიშორე და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ მასთან მივიდოდი...თითქოს ჩემი შიში მოქროლილ ნიავს გაჰყვა, სადღაც უკიდეგანო სივრცეში....
რომ მეთქვა მოვდივარ-მეთქი, მეტყოდა მე რეალისტი ვარ და ეს შეუძლებელიაო.ახლა კი ამაყად გეუბნები რეალისტო ვერძო,რომ რომისთვის ეს შესაძლებელია.
მივუახლოვდი სამხედრო დანაყოფს და პირველსავე შემხვედრს ვკითხე შიგნით როგორ მოვხვედრილიყავი. გაჩხრეკვის უმისოდ იქ არავინ შემიშვებდა.. როგორც კანონმორჩილი ვიცავდი წესებს,ვუყურებდი საკუთარ თავს და მეღიმებოდა.ის მე არ მგავდა... ბედნიერება ნელ-ნელა იპარებოდა ქვემოდან და თმის ღერებამდე აღწევდა. მოლოდინისგან გული ამოვარდნას მქონდა ... დიახ, ველოდი...
მისმა გაოცებულმა მზერამ სხეული დაიარა, ისეთი აღარ ვიყავი, როგორიც ადრე...
- შენ აქ რა გინდა? - გაოცებული მიყურებდა, მომიახლოვდა და დიდხანს ჩამიხუტა გულში... მისი გულისცემა არ მესმოდა, ჩემი ფარავდა.
- ამას წარმოიდგენდი რეალისტო? - ძლივს წარმოვთქვი ათრთოლებული ბაგიდან.
- ეს ჩემთვის გააკეთე? - სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბამდა...
თვალები სამხედრო ჰოსპიტალში გავახილე, არაფერი მახსოვდა.თაფლისფერი გამჭოლად მიმზერდა და ირგვლივ მისი გახშირებული სუნთქვის გარდა არაფერი ისმოდა...არაფერს ამბობდა უბრალოდ მიყურებდა...ჰოსპიტალებში ნაცრისფერ კედლებს წარმობვიდგენდი ხოლმე, თუმცა აქაურობა მას არ ჰგავდა...ირგვლივ სიყვარული დაბორიალებდა და ყველა ტკივილს ნელ-ნელა აქრობდა...თვალები დავხუჭე და პატარა მარილის ბურთულები უნებურად ჩამოტორტმანდნენ ღაწვებზე... მოულოდნელი შეხება, თვალებზე ცივი ტუჩები შემეხო და მივხვდი,რომ არაფერი იყო ირგვლივ სიხარულისა და ზრუნვის გარდა...

***
დათუნა:
დღეები უჩვეულოდ მიქრიან და ხვდები, რომ რაღაც იცვლება... ან ვიღაც, იქნებ შენ! საკუთარ თავთან უძლური ხდები და ერთადერთი, რაც იცი ის არის, რომ გუშინდელი დღე აღარ განმეორდება ან ხვალინდელი აღარ მოვა...გრძნობებს ინახავ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სამუდამოდ შენთან დარჩეს და ვერც ვერავინ გაიგოს.
რას იზამ? - არც არაფერს, დამალავ იმის შიშით,რომ საპასუხოდ სიცივე არ გერგოს.ელი...ელი... ერთ დღესაც გადაწყვეთ სიმართლე თქვა და ნახავ, რომ ძალიან დაიგვიანე..უმისამართო ბორგვას დაიწყებ და საკუთარ თავს დატუქსავ კიდეც, მაგრამ აზრი? რა თქმა უნდა არ აქვს აზრი!
ასე უეცრად ცვლიან ფიქრები ფიქრებს, აზრები-აზრებს,ფურცლები-ფურცლებს და გრძნობა? - იყო, არის და იქნება...
შენ ეს შეძელი! ასეთი თავგანწირვა ფილმებშიც არ მინახავს, ფილმი დასრულდა...გთხოვ , წამოდექი, სანუკვარო...

***
კაბა , თეთრი კაბა?!



№1 სტუმარი Guest ანამარია

შემთხვევით წავიკითხე, ძალიან კარგია და საინტერესოდ ( შეიძლება ითქვას ჩემნაირი სტილით) დაწერილი...

 


მადლობა ჩემო კარგო <3
Guest ანამარია
შემთხვევით წავიკითხე, ძალიან კარგია და საინტერესოდ ( შეიძლება ითქვას ჩემნაირი სტილით) დაწერილი...

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent