შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ არსად ხარ!


17-12-2016, 22:59
ავტორი likuna12345
ნანახია 1 584

რა იქნებოდა,
თუნდაც ერთხელ,
შენი თითების სურნელი ჰქონოდა
ჩემს ფინჯანში დაყენებულ ჩაის......(ნ.ჩ)
ვდგავარ და ვუყურებ როგორ ეხება მისი გრძელი თითები ჭიქას.
ისეთი შეგრძენება გქონიათ?
თითქოს შენი ნაწილია...
რაოდენ რთულია ამხელა სამყაროში იპოვო ნაწილი შენი, რას ფიქრობ გგრძნობს ის?
წარმოიდგინე
მთელი სიჩქარით მირბიხარ რომ ავტობუსმა არ გაგასწროს და სრულიად მოულოდნელად ის გვერდით გივლით და ყოველივე ამის შესახებ, შენ არც კი იცი.
და მიყურებ მეცინება, შენ კი ჩაის აწევით მესალმები.
ჩაი
ლიმონიანი ჩაი!
-გამომიწვდი ხელს?
-დაგელოდები
-და თუ დავაგვიანე?
მე შენს კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
მე შენ მინდიხარ.
მე ლომონი ვარ, ყვითელი ფერის ლიმონი, რომელიც ყოველ დღე შენს ჩაის ამშვენებს. ხოლო ჭიქა კი ჩემი სხეული, რომელზეც შენი თითები დათარეშობენ და მითხარი გაქვს უფლება დაგვიანების?

ცეკვას ვიწყებ, შენს არომატს ვგრძნობ სულ ერთადერთხელ ვიგრძენი შენი სიახლოვე და ვერაფრით ვივიწყებ.
ზარის ხმა მესმის, ვიცი რომ შენ ხარ. აუჩქარებლად მოვიწევ შენსკენ მაშინ, როცა უკვე სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯიღაა ჩვენს შორის. კარებს ვაღებ და ჩემს წინ დგახარ ერთი ნაბიჯით წინ იწევ ჩემს თმებს ეხები შემდეგ კი ოთახში შედიხარ.
მაგიდაზე დადებულ ჩაის იღებ და სვამ. იქვე კუთხეში ვიკეცები და მზერას არ გაშორებ, შენ კი...
ჩემს სახლში ხარ, იცი?
ჩემი იისფერი ჭიქიდან სვამ ჩაის
ჩემს მაგიდას ეხები
ჩემს სიგარეტს იქცევ შენს ლამაზ თითებში
ჩემი სახლი ივლება შენი ტუჩებისგან გამოქცეული კვამლისგან
და იცი, რომ ახლა სრულებით მე შენ ვარ და შენ მე?
მიგრძენი?
შენ არსად ხარ!
თვალეს ვახელ და უკვე ღამეა.
შენზე ფიქრებით რა უცებ გადის დრო...
იჩქარე რა!
მოდი გელოდები, უბრალოდ ადექი და მოდი!
მიმიღე ისეთი როგორიც ვარ
და შემიშვი მაგ დაწყევლილ შენს სამყაროში!



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent