შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილამდე


18-12-2016, 01:14
ავტორი mariia
ნანახია 2 024

იცი ხანდახან როგორ მენატრები??? ტკივილამდე! იცი ხანდახან ტკივილამდე მინდა ჩაგეხუტო...იცი როგორ მიყვარხარ??? ტკივილამდე! ამბობენ სიყვარული ბრმაა და ეკლიან გზაზე დადისო. არ მეგონა თუ მართლი იყო.ჩემთვის ჩუმად დავცინოდი შეყვარებულ წყვილებს და გულში ჩემთვის ვიძახდი "ყველაფერი ფარსია".როგორც ჩანს ეს იმდენჯერ და ისე ცინიკურად ვთქვი თავად სიყვარული გავაბრაზე. გაბრაზდა და თავისივე ხერხებით გამისწორდა. ტკივილამდე შემაყვარა შენი თავი! რა აზრი აქვს ამის წერას? არც არანაირი. ეს ერთადერთი საშუალებაა გულიდან წამიერად გადავარდეს ის ტკივილი, რომელსაც ეს უსაზღვრო სიყვარული მაყენებს. იმასაც ამბობენ უსაზღვრო სიყვარულს ადამიანი სიცოცხლის დასასრულამდე მიჰყავსო. არ მინდა ჩემი სიყვარული შენდამი ბედნიერი ფინალის გარეშე დასრულდეს. "ბედნიერი ფინალი" გაგეცინა ხომ?! ეგ არაფერი...მე თავადაც გამეცინა. ეს იმდენადვე შეუძლებელია როგორც ზაფხულში თოვლის წამოსვლა.
იცი როგორი ძნელია ყველგან და ყველაფერში შენი დანახვა. გაგიგია ჩემი ხმა ქარის მიერ მოტანილი შენამდე? იქნებ წვიმამ მოგიტანა ჩემი ჩახუტება? არაა?! იქნებ კარგად არ მოუსმინე ან იქნებ მე ვერ შევძელი იმდენად ხმამაღლა ძახილი,რომ შენამდე მოეღწია. სხვასთან წაიღო? სხვას მიაკუთვნა? სისულელეა, რადგან ჩემმა ხმამ თუ შენამდე ვერ მოაღწია, მაშინ სხვასთანაც ვერ მივიდოდა. უგზოუკვლოდ დაიკარგა ისევე როგორც მე ამ სიყვარულის მორევში.
იმდენად მიყვარხარ სახეზე დაცემულ წვიმის წვეთებში გგრძნობ.იმდენად მიყვარხარ მონაბერი სიოს შენს სუნთქვად აღვიქვამ. იმდენად მიყვარხარ დილით მზე,რომ ანათებს შენი თბილი ღიმილი მგონია,რომელიც მხოლოდ ჩემთვის ანათებს და მხოლოდ მე მათბობს. იმდენად მიყვარხარ მთელი სამყარო ჩემი მგონია. ხანდახან მგონია ეს სიყვარული მთებს გადამადგმევინებს...ხანდახან კი სწორედ ეს სიყვარული მაგრძნობინებს ყველაზე სუსტად თავს. სუსტი, დაუცველი არსება,რომელსაც მხოლოდ ეს გრძნობა აცოცხლებს.
იციი?? დღეს თოვლად მოხვედი ჩემთან.თმებზე ლამაზად დამეფინე და მბრწყინავი ფანტელებით თვალი ჩამიკარი.
იცი?? ხანდახან შორიდან შენი ხმა მესმის, რომელიც ჩემს სახელს იძახის. მეც მაშინვე მისკენ ვიხედები ბედნიერი სახით,მაგრამ შენ იქ არ ხარ. ხანდახან შენი სილუეტი დგება ჩემს წინ. დგება და მიღიმის. მე კი გაოცებული ვშეშდები. ვშეშდები და ველი შენს შემდეგ ქმედებას. შენ კი უბრალოდ იღიმი,ხელს ჩემსკენ იშვერ თავზე ხელს მადებ და თმებზე მეფერები. თან ჩურჩულით ამბობ მხოლოდ ჩვენთვის "ჩემი პატარა გიჟი გოგო". გიკვირს ხომ? ეგეც არაფერი. მე თვითონაც მიკვირს სადამდე მივყავარ ჩემს სიყვარულს. სხვებსაც უკვირთ. გიჟად მთვლიან. არ მადარდებს თუ ძლიერი სიყვარულისთვის ვინმე გიჟად შემრაცხავს. დაე შემრაცხონ! ჩემი ამაყი გრძნობა ამასაც აიტანს ისევე როგორც უშენობას იტანს.



№1  offline წევრი gelashvili_21

ნეტავ მე შემიყვაროს ვინმემ ასეე,,,,, :( :( და დავაღწიო მარტოობას თავი , რომელიც მკლავს....

 


№2  offline წევრი mariia

gelashvili_21
ნეტავ მე შემიყვაროს ვინმემ ასეე,,,,, :( :( და დავაღწიო მარტოობას თავი , რომელიც მკლავს....

იქნებ უყვარხარ კიდეც და ვერ ამჩნევ...

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№4  offline წევრი mariia

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

გულიდან წამოსულია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent