შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეშინია იმ დღის...


20-12-2016, 00:41
ავტორი mariia
ნანახია 1 921

მეშინია იმ დღის,როცა შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ის ვისაც მთელ გულს მისცემ...
მეშინია იმ დღის,როცა შენი ღიმილის მიზეზი ვიღაც სხვა იქნება და არა მე...
მეშინია იმ დღის, როცა სულიერად ნაწილებად დავიშლები. გზა აბნეული და გონება ამღვრეული ვიღაცის ღიმილი დამათრობს...
მეშინია იმ დღის, როცა იმ ვიღაცის ცხოვრების მეგზური გავხდები და ეს ვიღაც შენ არ იქნები...
მეშინია იმ დღის,როცა მე ვიღაცის მკლავებში აღმოვჩნდები...
მეშინია იმ დღის,როცა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სიტყვას "დედას" დამიძახებს და გაბრწყინებული თვალებით შემომხედავს პატარა სასწაული. მე კი მას შევხედავ თან ბედნიერი და თან სევდიანი მზერით. ჩავეხუტები,მის სურნელს ღმად შევისუნთქავ. თვალებში ცრემლები მომადგება რადგან მას არც შენი მზერა ექნება და არც შენი სურნელი. მას მხოლოდ ჩემი სურნელი ექნება და იმის ვინც ახლა შენს ადგილს იკავებს ჩემს გვერდით...
მეშინია იმ დღის,როცა შენი ღიმილი აღარ გამახარებს...
მეშინია იმ დღის,როცა შენი ნახვა ჩემი გულის ძგერის აჩქარების მიზეზი აღარ იქნება...
მეშინია იმ დღის, როცა ჩემი გონება შენით აღარ ისუნთქებს...
მეშინია იმ დღის,როცა დილა შენ გარეშე დაიწყება და ღამე შენს გარეშე დაღამდება...
მეშინია იმ დღის, როცა თვალებს დავხუჭავ და ბოლო წამს მაინც შენი სახე გაირბენს ბნელში.გულში კი საშინლად მწველი ტკივილი დაიდებს ბინას.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent