შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეძღვნება ყველას, ვისაც გულწრფელად უყვარს.


21-12-2016, 12:40
ავტორი Skellington
ნანახია 1 739

მახსოვს, როგორ ვამბობდი, რომ არ მინდოდა მოვლენების აჩქარება. მანამ, სანამ შენი წრფელი ტკივილით სავსე თვალები არ ვნახე. ვეჭვობ, რომ იმ მომენტში სიკვდილის შესაძლებლობა უფრო გიზიდავდა, ვიდრე სიყვარულის. მაგრამ მე მზად ვიყავი ამ უკანასკნელისთვის.
როცა პირველად გაკოცე, თვალდახუჭულმა შევნიშნე, თუ როგორ მოეფინა ჩემს თვალებს მზის სხივები. მიუხედავად იმისა, რომ შუაღამე იყო.


მზე მალე ამოვა და ვიცი, რომ მთელი დღის განმავლობაში შენგან წერილი არ მომივა. მთელი ღამე არ მეძინა, იმ წერილებისა და ლამაზი ფიქრების ხსენებაში. ზედმეტად ზარმაცი ვარ, რომ ეს ყველაფერი რომანტიულად, ერთმანეთში გადაწნული სიტყვებით აღვწერო. ერთი წელი ველოდი გამომშვიდობებას. ერთი წელი გელოდი. ალბათ, სხვა ჩემზე უკეთესი ხალხით ხარ დაკავებული. ან სამყაროთი, გაცილებით ფერადით. ყველა ამბობდა: „უბრალოდ თქვი „მშვიდობით“. მათ არ ესმოდათ, რომ ეს არ იყო რაღაცა მარტივი. ვიცი, რომ წინ მიდიხარ, ამიტომ ბოდიშს ვიხდი, ასე რომ ვეკიდებოდი შენს პატარა ნაწილებს, იმის შესანარჩუნებლად, რაც გაგვაჩნდა ერთად ყოფნის დროს. ახლა აქ ვარ. ყველაფერს თავის ადგილას ვაბრუნებ. ვშლი წერილებს და ველი განთიადს. ეს ბოლო რამ არის, რასაც გწერ. ვიცი, რომ კიდევ დიდ ხანს მომენატრები. იმედი მაქვს, ყველა დაინახავს შენს არაჩვეულებრივ თვისებებს. იმედი მაქვს, გაიგებენ, თუ როგორი ბედნიერებაა, შენნაირი საჩუქრის გვერდით ყოლა. ჩვენ არასდროს გვავიწყდება ჩვენი პირველი, ნამდვილი სიყვარული. ოღონდ ნამდვილი და არა ცალკეულად „პირველი“. მე ისეთი მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი... და ესეც ასე. ეს არის ჩემი დამშვიდობება. მერწმუნე, კარგად ვიქნები.



იმედი მაქვს, არასდროს დაივიწყებ ჩვენს ცას - ყველაზე ლამაზ ცას ჩვენს ცხოვრებაში. იმედი მაქვს, არასდროს დაივიწყებ, როგორ ორთაბრძოლაში იყვნენ ჩათრეულნი ბნელი და ნათელი მხარე, როდესაც ცისარტყელის ბოლო ვიხილეთ. იმედი მაქვს, არასდროს დაივიწყებ ჩვენს სიტყვებს, ჩვენს შეხებებს. გთხოვ, გახსოვდეს ეს ყოველივე. ნუ მისცემ რაიმეს ან ვინმეს იმის უფლებას, რომ ამ ყველაფრის დავიწყება გაიძულოს; ნუ მისცემ რაიმეს ან ვინმეს იმის უფლებას, გაიძულოს დავიწყება იმისა, რომ დღემდე მიყვარხარ.



ჩვენს ფოტოებს ვათვალიერებ. მეგონა, არასდროს დავკარგავდი იმ ადამიანს, ვისაც ხშირად ვუღებდი ფოტოებს. სინამდვილეში კი ჩემი ფოტოები მაჩვენებს, თუ რამდენი რაიმე გამომრჩა.
ამბობდი, რომ წყალი გიყვარს. ამიტომ, ჩემი ცრემლები შენთვის მთლიან ოკეანეს ქმნიან. ვიცი, როგორ უყვარს მზეს, ადრიანად, შენი სხეულის კოცნა და, ისევ და ისევ, მე მენატრები. მახსოვს, როგორ ცეკვავდნენ მზის სხივები შენი ბარხატის კანზე. შენ რეალურად აძლევდი სითბოს ჩემს სულს და აიძულებდი ცეცხლს - ჩემს თვალებში ეციმციმათ. წარმოდგენა არა გაქვს, როგორ შთამბეჭდავ მოგონებად ხარ მიჩნეული ჩემთვის.



ყოველთვის, როდესაც ძველი წერილების კითხვას ვიწყებ, ვნანობ და ვხვდები, ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ისინი ჩემს გულს წვავენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად ვიქნები და გავუმკლავდები ამას. ერთხელაც, როცა მათი წაკითხვის სიმამაცე მომეცემა, ისინი მაიძულებენ გადავიტანო თითოეული მომენტი, თითოეული წერილისა. თითოეული აზრი, ემოცია და გრძნობა, რომელსაც მაშინ ვგრძნობდი. ეს სუფთა ჰაერის ყლუპია. ბედნიერება და იმედი. ვიწყებ იმის დავიწყებას, რომ ეს წარსულია, და მგონია, რომ მიმოწერა ახლანდელ დროში ხდება.

ამას ტკივილი მოაქვს.

ეს წერილები მხოლოდ და მხოლოდ მომწარო-ტკბილი მოგონებებია. ისინი ჩვენი ცხოვრების მომენტები არიან, როცა უბედნიერესი ვიყავი. იმის მერე ასეთი ბედნიერება არ მიგრძვნია, მაგრამ ისევ მინდა. მინდა ისეთივე იყო, როგორიც ადრე. მინდა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გვაკავშირებს, ისევ ისე იყოს, როგორც ადრე. მაგრამ ვხვდები, რომ არაფერი რჩება უცვლელად. მე მხოლოდ იმისთვის ვინახავ ამ წერილებს, რათა თავი სიყვარულისა და სურვილის ობიექტად ვიგრძნო. შენი სიყვარულისა და სურვილის ობიექტად. ბოლოჯერ. თუნდ ერთი წამის ამბავი იყოს.

ისინი სამუდამოდ დარჩებიან მოგონებებად.



„მისი ღიმილი? მიყვარს მისი ღიმილი. ვგიჟდები, როცა იცინის“.
„ალბათ, მართლა გიყვარდა“.
„არა, დღემდე მიყვარს“.
და კვლავინდებურად ვწერ შენს სახელს რვეულის ყდებზე.
ვარსკვლავები ისეთი ბედნიერად ამაყნი იქნებოდნენ იმის ცოდნით, რომ შენ შეგქმნეს.
და იცი, ძნელია - ეუბნებოდე ხალხს, რომ ბედნიერების გეშინია. მათ არ ესმით, რომ რაც უფრო ბედნიერი ვიქნები მთლიანი დღის განმავლობაში, მით უფრო მოწყენილი ვიქნები, როცა ყველაფერს ბინდი მოიცავს.



...მაგრამ როცა შენს ფოტოებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ჯოჯოხეთი - კიდევ ერთი ადგილია, სადაც წამოგყვებოდი შენს გასათბობად. მაგრამ ვიწყებ იმის დაჯერებას, რომ ყოველთვის, როცა ამბობდი, რომ გიყვარვარ, შენ უბრალოდ სიზმარში ლაპარაკობდი.



როცა არ უნდა გამახსენდე, მომენატრები. მომენატრები. და ვიცი, ეს ისეთივე ადვილი იქნება, როგორც სუნთქვა. ვიცი, რომ ეს უკანა ხმებივით ხმაურიანი იქნება. როგორც ქალაქის ხმაური. ეს მიახლოებით ასე იქნება: გავიღვიძებ, გავახელ თვალებს და გამეფიქრება: „მენატრები. მენატრები. მენატრები“. ვისაუზმებ და იმის დავიწყებაზე ვიმუშავებ, რომ ვერ იტან წყეულ აჯაფსანდალს. გავალ გასასეირნებლად და დავაიგნორებ იმ ბიჭს მეტროში, რომელსაც ზუსტად იგივე სუნამო ასხია, რომელსაც შენ ხმარობდი. ან იმ პარკში მჯდომ გოგოს, რომელიც იგივე სიგარეტს ეწევა, რომელსაც შენ ეწეოდი. თითქოს ის ამას ჯინაზე მიკეთებდეს. მე კი ყავას დავლევ და ვიგრძნობ, როგორ მიკანკალებს ხელები. ამიტომ, მეცოდინება, რომ ისინი კოფეინის გამოც კანკალებენ. ღამით, ეკრანის წინ ვივახშმებ და იმ გადაცემას ვუყურებ, რომელიც ყველაზე ნაკლებად გიყვარდა. ან ჩემს ყველაზე უბედურ დღეებში, შენს საყვარელ ფილმს ვუყურებ სიბნელეში. შემდეგ დავწვები უშენოდ და გამეფიქრება: „მენატრები. მენატრები. მენატრები“.


დღემ ისევ ისე ჩაიარა. უშენოდ. და მიყვარს ლექსების დამახსოვრება, იმის იმედით, რომ დადგება დღე და შემეძლება წაგიკითხო ისინი, რადგანაც ვიცი, თუ როგორ ძლიერ გიყვარს ლამაზი სიტყვები. ვიცი, რომ ისინი უფრო კარგად გამოხატავენ ჩემს სათქმელსა და ფიქრებს, ვიდრე ამას მე ვიზავ ოდესმე. ოკეანეებზე ღრმად და მზეზე ნათლად მიყვარხარ. და ზოგადადაც, ისე მიყვარს ხალხი, როგორც მე ვიმსახურებდი, რომ მათ ვყვარებოდი. მაგრამ მე არასდროს ვიღებდი ამ სიყვარულს. მე ჩემი გული თითოეული გატეხილი ნაწილით მიყვარს.



იცი, დღეს ვცდილობდი მთელი დღე გაღიმებულს მევლო. ხალხს არ შეუძლია გაიგონ, რას ვგრძნობ, ამითომ გაცილებით მარტივია არ აჩვენო მათ შენი ნამდვილი ემოციები; კითხვებსაც და ამრეზულ მზერებსაც გაექცევი. მაგრამ ღამე ახლოვდება და მეც ვგრძნობ, როგორ ვარდება ჩემი სხეული კანკალის ტალღებში. როცა მზე აღარ ჩანს, გამოდის მთვარე, რომელიც მაიძულებს ამ ტკივილის შეგრძნებას. არა, წყენის არა. მხოლოდ ტკივილის. არ აქვს აზრი შენზე ნაწყენი ვიყო, შენ ხომ არ ყოფილხარ დამნაშავე იმაში, რომ არ გიყვარდა, ხომ ასეა?



სამ საათზე ადრე არ იძინებდი, ამიტომ ყოველდღე მშვიდ ძილს გისურვებ გონებით, რათა შენი ძილი - ღრმა იყოს... ჩემი ძილისგან განსხვავებით. ყოველდღე ვიხსენებ შენს შავ, მოწითალო თმასა და შავგვრემან კანს. შენ მბზინავი და მნათობი ხარ. ისე, როგორც რბილი ფერი შემოდგომის ფოთლებისა, რომლებიც მზის საბოლოო სხივებისა და შენს თმაში გაბლანდვის დროს ბზინავენ. თმა არ შეგიჭრია და ეს ყველაზე რბილი თმაა, რომელთაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში შევხებივარ. შენ ყველაფერი ხარ. მე იმას ვგულისხმობ, რომ გიყურებ და მოულოდნელად, სიტყვის თქმაც კი არ შემიძლია. არ შემიძლია სუნთქვა. თითქოს შენ პლანეტათა შორის მაგნიტური ველი იყო, და მე ვგრძნობ, როგორ მოვილტვი შენკენ. თითქოს კონტროლი არ მქონდეს საკუთარ სხეულზე, როდესაც გვერდით ხარ. გიყურებ და ყელი მიშრება; და თავს ვგრძნობ დაკარგულად ჩემივე კანის შიგნით. ხმა მღალატობს. სხეული პარალიზებულია. მინდა, ბევრს ვწერდე და გეუბნებოდე, მაგრამ უკვე წელია გულს ვერ ვუდებ ამას. რადგან გვერდით შენ არ მყავხარ.



ხვალ ახალი დღე დგება. შესაძლოა, ისევ ასე ან უფრო მეტადაც კი მენატრებოდე. არა, შეუძლებელია. ზუსტად. ასე იქნება. მომდევნო დღე ისევ ისე ჩაივლის, როგორც დღევანდელმა ჩაიარა. მომდევნო თვეც, მომდევნო წელიც. მაგრამ, ჩემო ცხოვრებავ, მე გულწრფელი ვიქნები. მჯერა, რომ ოდესღაც გვერდით ჩამივლი, მზერას მომაპყრობ ისევე, როგორც მე გაპყრობ ახლა; მაშინ თითოეული ტკივილი დავიწყებული გვექნება, ვიმედოვნებ; და შენ დაბრუნდები.



№1  offline წევრი მოლურჯო

სიყვარული არ არსებობს
მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი მოლურჯო

Skellington
მოლურჯო
სიყვარული არ არსებობს
მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

სიყვარული ბევრნაირი არსებობს. ცოლ-ქმრული, დედა-შვილური, სიყვარული ოჯახის წევრებისადმი ან ვინმე უცხო ადამიანისადმი, რომელიც შემდგომში ყველაზე ახლო ხდება ჩვენთვის. ამ უკანასკნელზე რომ თქვა, არ არსებობსო, ანუ ცალკეულ კატეგორიაზე, კიდევ გასაგებია, მაგრამ იმას მაინც ხომ ვერ უარყოფ, რომ სხვა კატეგორიის სიყვარული არსებობს, თუნდაც და-ძმური, დედა-შვილური ან მამა-შვილური. ესეიგი, სიყვარული არსებობს, რადგან ვისადმიც არ უნდა განვიცდიდეთ ამ გრძნობას, ის მაინც სიყვარულად რჩება.
იცი, ჩემს ცხოვრებაშიც იყო ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც გავიძახოდი, სიყვარული არ არსებობს-მეთქი და წყვილების შემხედვარეს გული მერეოდა. ირონიულად ვიყავი განწყობილი მათადმი და სიყვარულის არ არსებობაზეც მაქვს, სხვათა შორის, დაწერილი მრავალი ჩანახატი.
19 წლის ვარ და მხოლოდ მე-19 წელში მეღირსა პირველი ჭეშმარიტი სიყვარული, პირველი ნამდვილი ურთიერთობა, ურთიერთგაგება, ცრემლი, სიხარული, ცოლ-ქმრული ურთიერთობა და დედობრივი ინსტიქტებიც. :) ოღონდ ხაზს ვუსვამ, ნამდვილ და ჭეშმარიტ სიყვარულს.
ჩემი აზრით, შენთვის ირონიულად გაგეღიმება ამაზე და თუკი ასე ხარ განწყობილი ამ თემისადმი, რატომაც არა? ან მეორე ვარიანტი: უბრალოდ სიცარიელე იგრძნო და ყინულის თვალებით, აუღელვებლად განაგრძო კითხვა.
არ ვიცი გული გაქვს ნატკენი თუ რა შეგემთხვა, ამ აზრამდე რომ დახვედი. ისიც წარმომიდგენია, თუ რამხელა დროს უთმობ ამ თემას, თუნდაც გაუაზრებლად. შეიძლება, უარყო ეს, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ ხვდები, რომ ასეა. :D
...მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის ძლიერი იყავი. :3 თუ უგულებელყოფ ასეთ სიყვარულს და თუ ვინმემ უმსგავსო, უგრძნობი გიწოდა ამის გამო ან უბრალოდ გაეფიქრა მსგავსი რამ შენზე, სანამ საკუთარი თავის სიყვარული გაქვს, მანამ ვერ ჩაგძირავს ვერავინ და ვერაფერი. :3
შესაძლოა, ძალიან შემოგეჭერი, მაგრამ არა, ნოტაციას არ გიკითხავ და ცუდად ნუ გამიგებ/მიიღებ. უბრალოდ მესმის შენი, მიზიდავს შენნაირი ადამიანები და ყოველთვის მსურს, გამოველაპარაკო მსგავს პიროვნებებს.

შეიძლება წლების შემდეგ მეც შენნაირად ვიფიქრო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ მასე და ვერ დაგეთანხმები.
--------------------
მარიამი

 


№3  offline მოდერი Eleniko13

სიყვარული არც არსებობდა, არც არსებობს და არც მომავალში იარსებებს.

შეჩვევაში ერევათ, მოწონებაში ერევათ, გაგიჟებაში ერევათ... და მერე ბეზრდებათ.

სიყვარული, როგორც ასეთი, აუხსნელი, არ არსებობს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი Skellington

Eleniko13
სიყვარული არც არსებობდა, არც არსებობს და არც მომავალში იარსებებს.

შეჩვევაში ერევათ, მოწონებაში ერევათ, გაგიჟებაში ერევათ... და მერე ბეზრდებათ.

სიყვარული, როგორც ასეთი, აუხსნელი, არ არსებობს.


ნაწილობრივ გეთანხმები. კი, უმეტეს ნაწილს ერევა ეს სამი, უფრო სწორად კი ოთხი რამ. მეოთხესაც დავამატებდი - ვნებას.
შეგრძნებებით განსხვავდება ეს ყოველივე ერთმანეთისგან, თუმცა ოთხივეს თავისი ახსნა და გაგება აქვს. სწორი მიდგომა, დაკვირვება და დაზუსტება სჭირდება უბრალოდ, რომელიც უმეტესობას არ ძალუძს.

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent