მოსაღამოვდა
მოსაღამოვდა,და როგორც ყოველ საღამოს დღესაც მოკვდა ქალაქი.გარდაიცვალა ყველა სულიერი და ცარიელ ქუჩებში მხოლოდ ვარსკვლავები დაიპარებიან.სიშავემ დაფარა კედლები და აღმართა საზღვრები ცასთან.უკვე ყელში ბურთივით მაქვს გაჭედილი ყველა ემოცია და სიძულვილი ამ სიჩუმის... მოსაღამოვდა,მე ვარდისფერი სათვალე გავიკეთე და ერთი ფერი დავამატე ირგვლივ ამ ბურუსს.რა მოხდებოდა,ყველას ასე,თითო-თითოდ მიგვემატებინა სხვადასხვა ფერი და გაგვეფერადებინა სამყარო.რა მოხხებოდა ცრემლების მერე გაგვეღიმა და ცისარტყელა გადაგვეკრა ცაზე.. მოსაღამოვდა,იმედდაკარგული იმით,რომ არაფერი იცვლება იძულებული ვარ თვალები დავხუჭო,ჩემს ფანტაზიაში ხომ ის ფერებიცაა რომლებიც,თქვენი აზრით არც კი არსებობს.. მოსაღამოვდა და უკვე იქვარ სადაც არავინ იხურავს წვიმის დროს ნაცრისფერ ქოლგას..იქვარსადაც სიყვარულს ასხივებენ და ოცნებების ახდენას ელიან.მე უკვე ვხედავ გზას იმ საზღვრამდე,თქვენ რომ გამივლეთ უსასრულობასთან. სულ ცოტა დამრჩა რომ შევაბიჯო იქ,სადა თქვენ სიზმარშიც კი არ ისურვებდით ყოფნას.რათქმაუნდა,თქვენი ფერი ხომ ნაცრისფერია,ისევე როგორც თქვენი ცხოვრება.და ასე,უცებ,გავიდა ღამე,გათენდა დილა კიდევ ერთხელ გარდაცვალების. მე კი მეშინია ჩემს თავს ვუთხრა რომ მთელი ღამე ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.რომ თითონ დავწერე სცენარი და მეთითონ დავდგი სპექტაკლიც. მე ვიცი..სპექტაკლის ბოლოს ყოველთვის უშვებენ ფარდას..მე მეშინია. მე არ მოვიხსნი ვარდისფერ სათვალეს.ასე ღამ-ღამობით მაინც ვიქნები საკუთარი სპექტაკლის მაყურებელი,თუნდაც მარტო მომიწიოს ყოფნა ცარიელ თეატრში! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.