შენი ჩახუტება ოცნებად მექცა
მეძახი შენსკენ არ ვბრუნდები,ცდილობ დამეწიო მაგრამ ვერ მეწევი მივრბივარ ვცდილობ თავი დაგაღწიო მაგრამ ვერ მეწევი. როგორ მეძახი როგორ ვვარდები მიწაზე როგორ მოდიხარ და შენს თბილ ხელებს ჩემს სახეზე დაატარებ დენდარტყმულივით ვვარდები წინააღმდეგობას მიწევ და ისევ შენსკენ მაბრუნებ, მახრჩობს შენთან სიახლოვე ისე ვარ როგორც თევზი ხმელეთზე. თბილი სურნელი მელამუნება სახეზე და ატმოსფერო თბილი მძაფრი სურნელით ივსება ვნებდები ამჯერად, არ შემიძლია შენი უარყოფა თბილად გეხუტები და შენს სურნელს ყალბად ვისუნთქავ რომ კარგად დამამახსოვრდეს, თვალებში გიყურებ მგონია რომ რეალობაში ვარ მაგრამ ყოველთვის ისე არ ვითარდება მოვლენები როგორც გვინდა. თვალებს ვახელ ვბრუნდები იმ რეალობაში სადაც მე შენთვის არაფერი ვარ იქ სადაც მე შენთვია უბრალო გამვლელი ვარ ან სკოლელი,ვბრუნდები იმ რეალობაში სადაც თავი ჩემთვის არც არასდროს შეგიწუხებია ვიღიმი ეს სიმწრის ღიმილია სახეზე ცრემლები გზას თავისით იკვლევენ დიდ ბურთს ვყლაპავ რომელიც ყელში მაქ და მახრჩობს, ვინიცის მერამდენე დღეა მერამდენე კვირა, თვე, წელი, წამი წუთი რაც ასე უიმედოდ ვარ. ყალბი ღიმილი ფიქრი სუიციდისკენ იხრება თავიდან ვერ ვიშორებ სუიციდზე ფირს ალბათ იმიტომ რომ მუდმივად ასე ვარ, ავიჩემე რომ ტიპიურ დეპრესიულ გოგოს არ ვგავარ. ვჩუმდები მე სულ ჩუმად ვარ ალბათ იმიტომ რომ ვცდილობ დავმალო ის დარდი რაც გულზე ლოდად მაწევს.ჯიუტად ავიჩემე რომ მიყვარხარ მაგრამ შენთან მოსასვლელად არაფერს ვაკეთებ ალბათ იმიტომ რომ შენამდე მოსასვლელი გზა უსასრულოა რაც უფრო ვცდილობ ახლოს მოსვლას მით უფრო მშორდები. როცა დაბადების დღეზე სურვილი ჩავიფიქრე ეს ის სურვილი იყო რომ ერთხელ მაინც ჩაგხუტებოდი,შენ რაიცი რომ ერთ გოგოს შენი ჩახუტება ოცნებად რომ ექცა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.